ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
24 აპრილი 2024, 15:22
2024-04-24
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
11 აპრილს, სან-ფრანცისკოში, BetterUp’s Uplift-ის სამიტზე ცნობილმა ავტორმა და სპიკერმა, ჯეიმს ქლიერმა, რომელიც ყველაზე ცნობილი New York Times-ის ბესტსელერი წიგნითაა («ატომური ჩვევები», «Atomic Habits»), ჩვევების ჩამოყალიბების გასაღების შესახებ ისაუბრა.
მისმა წიგნმა, რომელიც ადამიანებს უკეთესი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და ამ ახლად მიღებული ქცევებით წარმატების მიღწევას ასწავლის, პოპულარობა მალევე მოიპოვა — 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
«ჩვენ იმდენად ვართ ორიენტირებულები ოპტიმიზაციაზე, რომ საკუთარ თავს გამოჩენის უფლებას არ ვაძლევთ». — ამბობს ქლიერი. მაგრამ აღნიშნავს, რომ არსებობს ერთი ტექნიკა, რომელსაც თქვენი დროის მხოლოდ ორი წუთი სჭირდება.
«ორი წუთის წესის» გამოყენებით შეგიძლიათ, ჩვევების დანერგვა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლავე დაიწყოთ — რაც არ უნდა შორეული (ან დიდი) იყოს ის. მისი თქმით, სტრატეგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ჩვევაზე, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობთ, როგორც პროფესიონალურ, ისე პიროვნულ დონეზე.
რა არის ორი წუთის წესი?
«აიღეთ ნებისმიერი ჩვევა, რომლის შექმნასაც ცდილობთ და დაყავით მოკლე დავალებებად, რომლებსაც ორ წუთში ან კიდევ უფრო ნაკლებ დროში შეასრულებთ. ასე რომ, «წელიწადში 30 წიგნის წაკითხვა» ხდება «ერთი გვერდის წაკითხვა». — ამბობს ქლიერი.
მისივე თქმით, კრიტიკოსებმა ეს სტრატეგია დაიწუნეს, რადგან მათ შეგნებულად ესმით, რომ თავიანთი ტვინის მოტყუებას ცდილობენ, რაც დავალების განხორციელებას ართულებს. მაგრამ ჯეიმსი გვირჩევს, რომ გადავდგათ ნაბიჯი და უბრალოდ დავიწყოთ — ყველაზე რთული, როგორც წესი, სწორედ პირველი ნაბიჯია.
კლეარმა ეს სპორტდარბაზში სიარულსა და იმის ცოდნას შეადარა, რომ თქვენი საწყისი ჩვევის გამომუშავების ნაბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ სავარჯიშო ტანსაცმლის ჩაცმა და წინა კარიდან გასვლა და არა — დაუღალავი სირბილის ან ინტენსიური ვარჯიშის დაწყება.
«რაღაც მომენტში დაგეგმვა პროკრასტინაციის გარკვეული ფორმა ხდება». — ამბობს ჯეიმსი. — «და მე არ ვიცი რატომ ვაკეთებთ ამას. მაგრამ ჩვენი ჩვევებისგან ვიღებთ ყველაფერს ან არაფერს. ჩვენ იმდენად ვართ ორიენტირებულები, საუკეთესო სავარჯიშო პროგრამა, გაყიდვების სრულყოფილი სტრატეგია ან იდეალური დიეტის გეგმა ვიპოვოთ,რომ არ ვაძლევთ საკუთარ თავს გამოჩენის უფლებას, თუნდაც ეს უმნიშვნელო გზა იყოს».
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.
როგორ ვიმუშაოთ პროდუქტიულად — ნანა ჯანაშიას რჩევები
ნანა ჯანაშია 33 წლის IT სპეციალისტია, რომელიც ტექნოლოგიების ენთუზიასტებისთვის საკუთარი YouTube არხით (TechWorld with Nana) არის ცნობილი. ნანას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს და მათთან კომუნიკაციას ხშირად LinkedIn-ის საშუალებით ამყარებს.
15 იანვარს ნანამ გამომწერებს გამოცდილება გაუზიარა — როგორ ახერხებს შაბათ-კვირის შემდეგ პროდუქტიულობისა და მოტივაციის შენარჩუნებას.