ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება „ჩუმი გათავისუფლება“ პროდუქტიულობის გაზრდას

აშშ-ში გაჩნდა ტრენდი: მუშაობა სტრესის, ზეგანაკვეთურისა და «გადაწვის» გარეშე — საკუთარი მოვალეობების ზუსტი შესრულება, მაგრამ არა ამაზე მეტი. ისინი ამას «ჩუმ გათავისუფლებას» ან quiet quitting-ს უწოდებენ და მას არაფერი აქვს საერთო დათხოვნასთან. 

dev media-ს პროექტი, bbbl.dev შეეცადა გაერკვია, რა არის «ჩუმი გათავისუფლება», როგორ გაჩნდა ის და შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ-ის ფარგლებს გარეთაც გახდეს პოპულარული.

კომენტარის დატოვება
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება „ჩუმი გათავისუფლება“ პროდუქტიულობის გაზრდას

აშშ-ში გაჩნდა ტრენდი: მუშაობა სტრესის, ზეგანაკვეთურისა და «გადაწვის» გარეშე — საკუთარი მოვალეობების ზუსტი შესრულება, მაგრამ არა ამაზე მეტი. ისინი ამას «ჩუმ გათავისუფლებას» ან quiet quitting-ს უწოდებენ და მას არაფერი აქვს საერთო დათხოვნასთან. 

dev media-ს პროექტი, bbbl.dev შეეცადა გაერკვია, რა არის «ჩუმი გათავისუფლება», როგორ გაჩნდა ის და შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ-ის ფარგლებს გარეთაც გახდეს პოპულარული.

რა არის «ჩუმი გათავისუფლება»

«ჩუმი გათავისუფლება» — ესაა, როდესაც თანამშრომელი უკმაყოფილოა იმ დროის მოცულობით, რომელიც სამსახურს მიაქვს. ამიტომ, ამცირებს სამუშაო საათებს, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს და აღადგინოს work-life — სამუშაოს და ცხოვრების ბალანსი. მაგრამ ამავე დროს, მუშაობს ხარისხიანად და სწრაფად. 

თუ ადამიანი «თავს ჩუმად ითავისუფლებს «, ის უარს ამბობს უფასო ზეგანაკვეთურებზე და შეუძლია გარკვეული თავისუფლება მისცეს თავს:

  • სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აღარ სცემს პასუხს ზარებს, წერილებს და აღარ ამოწმებს სამსახურის ჩატებს.
  • იგნორირებას უკეთებს ვალდებულებებს, რომლებიც არაა გაწერილი შეთანხმებაში.
  • აცდენს თათბირებს, რომლებიც სადილის დროს იმართება.
  • უარს ამბობს ნებისმიერ ზეგანაკვეთურ პროექტსა და დავალებაზე.
  • არ ეხმარება კოლეგებს, თუ მას გეგმაში შეუსრულებელი დავალებები აქვს.

ასეთი «ჩუმი გათავისუფლება» პოპულარობას იძენს 2022 წლის 25 ივლისიდან. ამ დღეს მომხმარებელმა @zaidleppelin-მა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო მარტივი გზავნილით:

«თქვენი ღირებულება, როგორც პიროვნების, არ განისაზღვრება თქვენი შრომით. ამიტომაც სამუშაო არ უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი — უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ მას, რასაც ბედნიერება მოაქვს». 

«ჩუმი გათავისუფლება» = ხარისხიანი მუშაობა გამოყოფილ დროში + დასვენება და პირადი ცხოვრება დღის დანარჩენ ნაწილში. 

ამერიკელი ტიკტოკერის ვიდეომ ფარდა ახადა მასობრივ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია მწიფდებოდა სამსახურში ხანგრძლივი ზეგანაკვეთური მუშაობისა და მასობრივი «გადაწვის» გამო. ბევრმა «ჩუმ გათავისუფლებაში» გადარჩენის ფილოსოფია დაინახა, რომელიც საშუალებას იძლევა, სამუშაო ვალდებულებებზე მაღლა საკუთარი თავი დააყენო.

აი, Reddit-ის მომხმარებლების რამდენიმე კომენტარი მუშაობის ამ მიდგომის უპირატესობების შესახებ:

👉 სიტუაცია: მომხმარებელმა ბიულეტენზე მყოფი კოლეგა შეცვალა, დაგეგმილ დროსთან შედარებით ნახევარი საათით მეტი იმუშავა და ეს სამუშაო დროის ცხრილში დააფიქსირა. 

💩 რა მიიღო სანაცვლოდ: უფროსმა წაშალა ნამუშევარი ნახევარი საათი ცხრილიდან და განაცხადა, რომ კომპანია ზეგანაკვეთურს არ ანაზღაურებს. 

🖕შედეგი: თანამშრომელმა დამსაქმებელს უჩივლა და პირობა დადო, რომ ზეგანაკვეთურს აღარ იმუშავებდა. 

👉 სიტუაცია: მომხმარებელი ხშირად და ბევრ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ხელმძღვანელი მას კარგად ექცეოდა. 

💩 რა მიიღო სანაცვლოდ: წლიური ბონუსის იმედი ჰქონდა, თუმცა სხვა თანამშრომლებზე ნაკლები გამოიმუშავა. ხელმძღვანელმა საკუთარი გადაწყვეტილება დაასაბუთა რამდენიმე დაგვიანებით, რომლებიც წინა დღეს ზეგანაკვეთური მუშაობით იყო გამოწვეული. 

🖕შედეგი: თანამშრომელმა შეცვალა კომპანია და უარს ამბობს შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო, სანამ დამსაქმებელი მას არ აანაზღაურებს. 

👉 სიტუაცია: მომხმარებელს მიაჩნია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება სარგებლის არათანაბარ გადანაწილებასთან არის დაკავშირებული. თუ გაყიდვების განყოფილება სარფიან შეთანხმებას დადებს — თანამშრომლებს ბონუსი ერგებათ; თუ პროგრამისტი სწრაფად ჩააბარებს პროექტს — უკეთეს შემთხვევაში, საერთო შეკრებაზე სიტყვა «ყოჩაღ» ელოდება. ამიტომაც, აზრი არ აქვს თავისუფალი დროის ხარჯვას, რათა მეტი გააკეთო. 

🤘რას იძლევა ეს: მომხმარებელს აქვს დრო, რათა გაიაროს გასაუბრება კომპანიაში უკეთესი სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით. 

🖕შედეგი: მუშაობა აურზაურის გარეშე და მკაცრად გრაფიკის თანახმად.

Coasting და overemployed «ჩუმი გათავისუფლების» წინააღმდეგ

არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები «ჩუმ გათავისუფლებას» თავს აფარებენ, რათა სამუშაო დროს დაუდევრად მოიქცნენ ან სამუშაო დღის შემდეგ ძალები არ აღადგინონ. ეს ორი მოქმედება, რომლებიც დაცლილია work-life ბალანსისგან, არის «ჩუმი დნობა» და «ექსტრემალური შრომისმოყვარეობა». 

«ჩუმი დნობა» ან Coasting — ესაა როდესაც თანამშრომელი ნებისმიერ ხელსაყრელ დროს თავისი შესაძლებლობების მინიმუმზე მუშაობს. მაგალითად, თუ დაუსჯელად შეიძლება მთელი დღის განმავლობაში 20-წუთიანი ანგარიში წერო, მაშინ ადამიანი სწორედ ასე მოიქცევა. თუ დღის დიდი მონაკვეთის განმავლობაში არასაყვარელი სამუშაოს კეთება გიწევს, მაშინ უსაქმურობა სტრატეგიაა.

«ჩუმი გათავისუფლების» კულტურის წარმომადგენელი ასე არასდროს მოიქცევა: ის დაწერს ანგარიშს 20 წუთში და ახალ დავალებას შეუდგება. 

«ჩუმი დნობა» = არაკეთილსინდისიერება გამოყოფილ სამუშაო დროში + დასვენება და პირადი ცხოვრება დღის დარჩენილ ნაწილში.

BBC წერს, რომ Coasting მოძრაობას უერთდებიან ისინი, ვინც გადაწყვეტილება მიიღო კომპანიიდან წავიდეს, თუმცა ითმენენ, სანამ შესაძლებელია. სტატიაში ჟურნალისტი ესაუბრა პირს სახელად ედვარდი, რომელიც კმაყოფილია არსებული ხელფასით და მოხარულია იმის გამო, რომ შეუძლია, მუშაობა უსაქმურობას შეუთავსოს:

  • ედვარდის ჩვეულებრივი სამუშაო დღე 08:30–ზე იწყება. ის იღებს შხაპს, ამზადებს საუზმეს და სვამს ყავას — ყველაფერი სამუშაო დროს. დილის დანარჩენ ნაწილში ედვარდი პერიოდულად ამოწმებს ფოსტას, ხანდახან ესწრება შეხვედრებს და YouTube-ზე ვიდეოებს უყურებს. სადილის დროისთვის მიდის მაღაზიაში, არჩევს ინგრედიენტებს და ამზადებს შესანიშნავ კერძს ერთისთვის. შესვენებები ხშირად გადადის შუადღეზე: 15-წუთიანი შესვენებები ენაცვლება ხანგრძლივ კიბერუსაქმურობას, პოდკასტების მოსმენასა და კითხვას. 16:00 საათისთვის ედვარდი სამუშაო დღეს ასრულებს. 

«ექსტრემალური შრომისმოყვარეობა» ან Overemployed — ესაა როდესაც თანამშრომელი ერთ ადგილზე მინიმალურ საათებს მუშაობს, რათა თავისუფალი დრო დახარჯოს სხვა კომპანიებში მუშაობაზე ან დაკავდეს ფრილანსერობით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სჯობს ხელფასი რამდენიმე სამუშაო ადგილიდან აიღო ახლა, ვიდრე სადღაც მომავალში ხელფასის ზრდას ელოდო. 

«ექსტრემალური შრომისმოყვარეობა» = ხარისხიანი მუშაობა განსაზღვრულ დროს + ხარისხიანი მუშაობა სხვაგან დღის დანარჩენ ნაწილში. 

«ექსტრემალური შრომისმოყვარეობის» თემა განიხილება Reddit-სა და საიტზე overemployed.com.

გზავნილი: გადაჭარბებული დასაქმება — ესაა გასაღები სწრაფი ფინანსური თავისუფლებისკენ. არსებობს 10 მცნებაც კი, რომელთა დაცვის შემთხვევაში, აქამდე მიხვალთ:

  1. «ექსტრემალური შრომისმოყვარეობა» — ეს ცხოვრების წესია. ამიტომაც მოემზადე, რომ მიმდინარე საქმის გარდა, ბევრი სამუშაო გექნება. 
  2. არ შეიძლება ერთი და იგივე გაჯეტების გამოყენება რამდენიმე სამუშაო ადგილზე. 
  3. არ გაავრცელო ინფორმაცია შენი გადაჭარბებული მუშაობის შესახებ და არ შეეშვა, სანამ ფინანსურ თავისუფლებას არ მიაღწევ.
  4. ყოველთვის დაისვენე შაბათ დღეს.
  5. აკონტროლე სამუშაო და პირადი კალენდარი.
  6. დაიწყე ეტაპობრივად: რამდენიმე სამსახურში დასაქმებამ ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ უნდა ავნოს.
  7. დაიცავი კონფიდენციალურობის ჰიგიენა — თვალი ადევნე, რომ რაც შეიძლება ცოტა პირადი ინფორმაცია იყოს ინტერნეტში.
  8. თავი შორს დაიჭირე სოცქსელებისგან.
  9. არ გააფრთხილოთ HR, რომ სხვაგანაც დაკავებული ხართ.
  10. არ შეგშურდეს კლუბ «overemployed-ის» წევრების, რომლებიც შენზე მეტს გამოიმუშავებენ. 

განსხვავებები, რომლებიც უნდა დაიმახსოვროთ:

👉  «ჩუმი დნობა» — არის გადადებული ბილეთი გათავისუფლებისკენ, რადგანაც არავის უყვარს არაფრის მკეთებლები. ყველაფერი დასრულდება, როგორც კი დამსაქმებელი არაკეთილსინდისიერ თანამშრომელს გამოავლენს და მისი რეპუტაციის შესახებ სხვა კომპანიებსაც შეასტყობინებს. 

👉  «ექსტრემალური შრომისმოყვარეობა» — ესაა დაჩქარებული გზა გადატვირთულობასა და დაავადებებისკენ, რადგან ორგანიზმი ვერ ძლებს დასვენების გარეშე. 

👉  «ჩუმი გათავისუფლება» — ესაა სამუშაოსა და ცხოვრების გონივრული ბალანსი.

რატომაა «ჩუმი გათავისუფლება» ასეთი პოპულარული აშშ-ში

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ადამიანები ფინანსურ პრობლემებს წააწყდნენ. ბევრს სამუშაო დღის გაზრდა 12-14 საათამდე მოუწია, რათა ვალდებულებები გაესტუმრებინათ. ამ პერიოდში გაჩნდა პროდუქტიულობის მოდა, რომლის განსახიერებაც ილონ მასკია:

  • ის თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, დასვენებების გარეშე.
  • თავისი დაბადების დღეს შეიძლება ფაბრიკაში შეხვდეს.
  • ბოლო შვებულება 2001 წელს ჰქონდა, როდესაც მალარიით დაავადდა.
  • ძმის ქორწილსა და სამუშაოს შორის მასკმა სამუშაო აირჩია.
  • თუ საჭირო გახდება, სამუშაოს სასარგებლოდ უარს იტყვის საკვებზე.
თარგმანი: «არის ბევრად ადვილი სამუშაოებიც, მაგრამ არასდროს არავის შეუცვლია სამყარო კვირაში 40-საათიანი გრაფიკით».

დაკავებულობის ტრენდმა საზოგადოებაში ჩამოაყალიბა დამოკიდებულება: წარმატებული ადამიანები იღლებიან და ბევრს მუშაობენ. სოციალურ ქსელებში ამას შეარქვეს ალიაქოთის კულტურა, ტოქსიკური პროდუქტიულობა და მსგავსი ტერმინები. 

პროდუქტიულობის ტრენდის ტემპი Covid-19-მა დააგდო. 2022 წლის სექტემბერში CNBC-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ექსპერტებთან ერთად «ჩუმი გათავისუფლების» მიზეზებს განიხილავდნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა ხანგრძლივი თვითიზოლაცია, რომლის შემდეგაც ბევრ თანამშრომელს არ სურდა ოფისში დაბრუნება და მოქნილი გრაფიკის დაკარგვა. ასევე, თვითიზოლაციის გამო, ადამიანებს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის დრო გაუჩნდათ, რათა ცხოვრების ხარისხზე დაფიქრდნენ. 

შედეგად: 2020-2021 წლებში მილიონი ამერიკელი უკეთესი შესაძლებლობების ძიების ან კარიერაში შესვენების გამო სამსახურიდან წავიდა. ასეთმა შრომითმა მიგრაციამ დამსაქმებლები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა — გაჩნდა კადრების დეფიციტი და  საჭირო გახდა ადგილების შენარჩუნება არაეფექტური თანამშრომლებისთვის, რომლებიც რამეს მაინც აკეთებდნენ. 

როგორც Bisness Insider Gartner-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს,  2021 წელს აშშ-ში გათავისუფლების დონემ 0,8%-მდე დაიწია. ესაა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც შრომის ბიურომ ამ სტატისტიკის დაფიქსირება დაიწყო. პანდემიამდე ბევრ კომპანიაში გათავისუფლების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ს შეადგენდა. შრომის ამერიკულ ბაზარზე უნიკალური ვითარება შეიქმნა: არა თანამშრომელი ეჭიდებოდა სამუშაო ადგილს, არამედ პირიქით — დამსაქმებელი — თითოეულ თანამშრომელს.

ამერიკული მედია განზე არ გამდგარა და «ჩუმი გათავისუფლების» შესახებ ბევრი რეპორტაჟი მოამზადა. ბევრს ახალი მოძრაობა გამოჰყავდა როგორც ჯანსაღი ტრენდი, რომლის მხარდაჭერაც ნორმალურია. მაგალითად, თეზისი ლოს-ანჯელესის ტელეკომპანია TLA 5-დან:

  • დამსაქმებლებს არ უყვართ «ჩუმი გათავისუფლება», რადგანაც თანამშრომლებთან 24-საათიან კონტაქტს კარგავენ.
  • «ჩუმი გათავისუფლება» — ესაა როდესაც ადამიანი დანიშნულ 40 საათს მუშაობს, ხოლო დარჩენილ დროში პირად ცხოვრებას ბედნიერს ხდის.
  • დამსაქმებლებს არ სჭირდებათ «ჩუმი გათავისუფლების» მიმდევრების გაკრიტიკება. ამის ნაცვლად, სჯობს ეფექტურობის შეფასება: თუ ადამიანი დროულად უმკლავდება დავალებებს, რისთვის უნდა მისცე შენიშვნა?
  • თუ დამსაქმებელს თანამშრომლისგან ნორმაზე მეტი სჭირდება, საჭიროა მოლაპარაკება: ხელფასის მომატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება. 

«ჩუმი გათავისუფლების» შესახებ რეპორტაჟებში ჟურნალისტებს ხშირად მოჰყავდათ 1991 წლის ფილმი Office Space. მთავარი გმირი დაიღალა მუშაობისგან, ჰიპნოთერაპიის სეანსზე მოხვდა, დაიწყო მოვალეობების უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში კი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. 

ასევე «ჩუმი გათავისუფლების» იდეამ ახალი სიცოცხლე შეიძინა არამხატვრულ ლიტერატურაში. გამოჩნდნენ ავტორები, რომლებმაც გამოიყენეს თეზისი: «ნაკლები მოქმედება — უკეთესი შედეგი». რამდენიმე წიგნის მაგალითი:

  • Effortless: Make It Easier to Do What Matters Most. გრეგ მაკკეონი 
  • The Power of Doing Less. ფერგუს ო’კონელი
  • Don’t Read this Book: Time Management for Creative People. დონალდ როსი
  • The Lazy Guru’s Guide to Life. ლოურენს შორტერი
  • Life Leverage: How to Get More Done in Less Time, Outsource Everything & Create Your Ideal Mobile Lifestyle. რობ მური

ყველა ამ ფაქტორის გაერთიანებამ «ჩუმი გათავისუფლება» აშშ-ის ტრენდად აქცია. 

იქცევა თუ არა «ჩუმი გათავისუფლება» მსოფლიო ტრენდად

პანდემიამდე მედია სამუშაო ადგილებზე «გადაწვას» აქტიურად განიხილავდა.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2016 წელს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია კაროსის შესახებ — ეს იაპონური ტერმინია, რომელიც აღნიშნავს სიკვდილს სამუშაო ადგილზე გადატვირთულობის გამო. 

გადატვირთულობა პოპულარული თემა იყო და რამდენიმე კომპანიამ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა: თანამშრომლებისთვის სამუშაო დღე ან კვირა შეამცირეს, რათა მათ მეტი დრო გასჩენოდათ საკუთარი თავისთვის:

  • 2016 წელი, ქალაქ რეიკიავიკის მუნიციპალიტეტი, ისლანდია. მთავრობამ რამდენიმე კომპანია გამოარჩია და თითოეულში სამუშაო კვირა 4-5 საათამდე დაიყვანა. შედეგი: უფრო ნაკლები თანამშრომელი ითხოვდა ბიულეტენზე გასვლას, პროდუქტიულობა არ შემცირებულა. 
  • 2018 წელი, საადვოკატო კომპანია Perpetual Guardian ახალი ზელანდიიდან. პირობები: ოთხდღიანი, კვირაში 30 საათამდე სამუშაო საათი სრული ხელფასის შენარჩუნებით. შედეგი: პროდუქტიულობა +20%, სტრესი -7%, ცხოვრებისეული ბალანსი +24%. 

ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სამუშაო საათების შეკვეცა არ ამცირებს შრომის პროდუქტიულობას, არამედ პირიქით. ამას ამტკიცებს 2021 წლის სტატისტიკა საიტზე clockify.me

შეხედეთ სამუშაო საათების საშუალო რაოდენობას, რომელსაც მუშაობენ ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების მაცხოვრებლები წელიწადში: ყველაზე ცოტას მუშაობენ დანიაში, ყველაზე მეტს კი — მექსიკაში.

შევადაროთ ეს პროდუქტიულობის გრაფიკს: დასაქმებულებს მექსიკაში დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საათობრივი მშპ აქვთ, იმ დროს, როცა დანიაში ეს მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია. სამუშაო დროის გახანგრძლივება სულაც არ ნიშნავს, რომ თანამშრომელი ეფექტურად იშრომებს. 

«ჩუმი გათავისუფლების» უპირატესობას აჩვენებენ სტატისტიკა და ექსპერიმენტები, მაგრამ ამით სარგებლობენ მხოლოდ აშშ და ევროპისა და აზიის რამდენიმე განვითარებული ქვეყანა. რატომაა ასე — გავარჩიოთ ჩინეთის მაგალითზე, სადაც «ალიაქოთის კულტურა» იქცა «996» გრაფიკად. 

მიდიხარ სამსახურში დილის 9 საათზე. 

მუშაობ საღამოს 9 საათამდე. 

ამას კვირაში 6 დღე იმეორებ.  

მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში არ ერეოდა კომპანიის შრომით ეთიკაში, სანამ გადატვირთულობამ სიკვდილი და თანამშრომლების მასობრივი საჩივრები არ გამოიწვია. 

გადაღლა ჩინური სოცქსელებისთვის ვირუსულ თემად იქცა და გადაიქცა კოლექტიურ ვირტუალურ პროტესტში tang ping — სავარაუდოდ, ეს «ჩუმი გათავისუფლების» წინამორბედი იყო. ახალგაზრდებმა უარი თქვეს, სამსახურისთვის მთელი ენერგია მიეცათ და თანატოლებს მოუწოდებდნენ, ფოკუსირება მოეხდინათ მიღწევად მიზნებზე, რათა თავისუფალ დროს უბრალოდ მოდუნებულიყვნენ. 

ჩინეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ «ჩუმი გათავისუფლება», სავარაუდოდ, ვერ გახდება ტრენდი, სანამ ქვეყანაში ან რეგიონში ამისთვის ისეთი წინაპირობები არ არის შექმნილი, როგორიც იყო და არის აშშ-ში: 

  • არასტაბილური ეკონომიკის ან საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის შიშის გამო ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში იძულებულნი იყვნენ,  მძიმედ ემუშავათ. 
  • მოხდა გაუთვალისწინებელი კატაკლიზმი, რამაც შრომის ბაზარზე დიდი გავლენა იქონია. 
  • შტატებში ეს კატაკლიზმი იყო პანდემია, რის შემდეგაც მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამუშაო ადგილი შეიცვალა და შეწყვიტა დარდი იმაზე, რომ ვერ შეძლებენ დასაქმებას. 
  • კომპანიებში სხვადასხვა სფეროდან კადრების დეფიციტი გაჩნდა. დამსაქმებლები იძულებულნი არიან, ყველანაირად შეინარჩუნონ თანამშრომლები, რათა რამენაირად მაინც იმუშაონ. 
  • გადაღლისა და ზეგანაკვეთურად მუშაობის პრობლემებმა მედია ეფექტი მიიღო: ვიღაცამ მედიაში ან სოციალურ ქსელებში ისაუბრა პრობლემის შესახებ და აუდიტორიისგან ძლიერი გამოხმაურება მიიღო. 
  • კომპანიებმა და სახელმწიფომ არ გამოიყენეს რბილი ძალა ან ხისტი კონტროლის ბერკეტები თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც «ჩუმი გათავისუფლების» მიმდევრები არიან.

ამის გარეშე მოძრაობა ვერ გავრცელდება, ხოლო მისი მიმდევრები აღმოჩნდებიან დაუცველ მდგომარეობაში: ისინი იძულებულნი იქნებიან, დაემორჩილონ დამსაქმებლების მოთხოვნებს, რათა ადგილი არ დაკარგონ.

დასკვნის სახით

👉 «ჩუმი გათავისუფლება» — არის ახალგაზრდა თანამშრომლების სოციალური მოძრაობა სამუშაო ადგილებზე გადაღლისა და «გადაწვის» წინააღმდეგ. ადამიანი ხარისხიანად შრომობს, მაგრამ ზღუდავს მოვალეობებს სამუშაო ინსტრუქციითა და გრაფიკით, რათა დრო გამოათავისუფლოს  საკუთარი თავისთვის. 

👉 «ჩუმი გათავისუფლება» — ეს არის ნებაყოფლობითი უარი გადატვირთულ სამუშაოზე საკუთარი კეთილდღეობის სასარგებლოდ. ადამიანს აქვს შესაძლებლობა, უფრო ხანგრძლივად იშრომოს და მეტი გამოიმუშაოს, მაგრამ ამაზე უარს შეგნებულად ამბობს. 

👉 «ჩუმი გათავისუფლების» საპირისპირო მხარე — «ექსტრემალური შრომისმოყვარეობა» და «ჩუმი დნობა». ესაა როდესაც თანამშრომელი დამსაქმებლის სუსტ პოზიციას პირადი მოგებისთვის იყენებს: რათა ფული მიიღოს რამდენიმე სამუშაო ადგილიდან ან უსაქმურად იყოს. 

👉 სტატისტიკა და ექსპერიმენტები ადასტურებენ, რომ სამუშაო საათების შემცირება არ მოქმედებს პროდუქტიულობაზე. ამიტომაც, თეორიულად კომპანიისთვის მომგებიანი თანამშრომლები, რომლებიც «ჩუმი გათავისუფლებით» არიან დაკავებულები. რეალურად ამის დაშვება მხოლოდ განვითარებული ეკონომიკისა და შრომის ბაზარზე არსებული სპეციფიკური პირობების მქონე ქვეყნებს შეუძლიათ.



ასევე წაიკითხეთ
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება საკუთარი პირობებით? წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა იქნება ისეთ მოქნილ სფეროში მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ყოველ წუთს განიჭებთ — აღმოაჩენთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს, იგრძნობთ კავშირს ბუნებასთან და გაეცნობით ახალ კულტურას.
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
11 აპრილს, სან-ფრანცისკოში, BetterUp’s Uplift-ის სამიტზე ცნობილმა ავტორმა და სპიკერმა, ჯეიმს ქლიერმა, რომელიც ყველაზე ცნობილი New York Times-ის ბესტსელერი წიგნითაა («ატომური ჩვევები», «Atomic Habits»), ჩვევების ჩამოყალიბების გასაღების შესახებ ისაუბრა.
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.