ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რეზი ნაჭყებია და Channel LC — მისი გეიმინგ იუთუბ არხი

იუთუბ არხი Channel LC, სადაც კომპიუტერული თამაშების შესახებ ლაპარაკობს, რეზი ნაჭყებიამ 2018 წელს შექმნა. დღეს 81 000 გამომწერი ჰყავს. თავდაპირველად რეზი ვიდეოთამაშებს რუსულ და ინგლისურ ენებზე სტრიმავდა. ერთ თვის შემდეგ ქართული კონტენტის შექმნაც დაიწყო. მაშინ Youtube რეზისთვის გასართობი იყო, ცოტა ხანში კი შემოსავლის წყაროდ იქცა. ახლა ის Full-Time იუთუბერია.

კომენტარის დატოვება

კარიერის დასაწყისი

რეზი ნაჭყებიამ იუთუბ კარიერა CS:GO (Counter Strike: Global Offense)-ის ნახევრად პროფესიონალურად თამაშით დაიწყო.

ის რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო და შესარჩევ ტურნირებზე უცხოეთშიც მონაწილეობდა. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო მოეზიდა მაყურებელი, რომელიც დაინტერესებული იყო CS:GO-ის სტრიმებით, ცოტა ხანში კი საუბარი GTA (Grand Theft Auto)-ზეც დაიწყო, რამაც მაყურებლების რიცხვი გაუზარდა. 

ახლა რეზის არხის მაყურებელი ჭრელია: ნაწილი მხოლოდ CS:GO-ს უყურებს, ზოგიერთი — მხოლოდ GTA-ს, სხვებს კი სათამაშო კონტენტი ნაკლებად აინტერესებს. 

რეზი გვეუბნება, რომ იუთუბ ქომიუნითის ჩამოყალიბებისთვის მთავარი მომენტი არხის შექმნისთანავე დგება.

ასევე, როგორც გვეუბნება, ის და მისი გამომწერები როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ მეგობრობენ.

რეზი ხშირად კითხულობს მაყურებლის წერილებს. მისთვის დადებითი უკუკავშირი მაყურებლისგან ერთგვარი მოტივაციაა. 

რეზი ნაჭყებია
«თითქოს, მნიშვნელოვანი ხარ ამ ადამიანებისთვის და ისინიც შენთვის მნიშვნელოვანი ხდებიან».

რა სირთულეები ახლავს იუთუბერობას?

დადებითი კომუნიკაციის მიუხედავად, მისი ვიდეოების კომენტარების სექციაში უარყოფითი გამოხმაურებაც გვხვდება.

«ბევრი ადამიანია, ვინც შემოდის და სპეციალურად გიწერს ცუდ კომენტარებს, შეიძლება შეურაცხყოფაც მოგაყენონ, რათა იმოქმედონ შენზე და სტრიმის დროს ხელი შეგიშალონ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეჩვევი და აღარ აქცევ ყურადღებას, შენზე გავლენას აღარ ახდენს». — ამბობს რეზი.

გვეუბნება, რომ ინლაინ ბულინგი დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, იუთუბის საშუალებით მან ზუსტად ის უნარები გამოიმუშავა, რომლებიც ამ ნეგატივთან გამკლავებაში დაეხმარა.

იუთუბ-კარიერის განმავლობაში, რეზი ნაჭყებიასთვის ერთ-ერთი რთული მომენტი მაშინ დადგა, როცა არხი ექვსი თვით დაუბლოკეს — კონკრეტული მიზეზების გამო, მას სამ ვიდეოზე თითო სტრაიკი მისცეს. იუთუბის წესების მიხედვით, სამი სტრაიკი არხის გაუქმებას ნიშნავს. რეზისთვის ეს რთული პერიოდი იყო, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, დაეკარგა ის აუდიტორია, რომლისთვისაც წლების განმავლობაში შრომობდა.

რეზიმ ასეთი გამოსავალი იპოვა — გადავიდა Twitch — ზე, სადაც მაყურებლების შენარჩუნებაა შეძლო. 

«ჩემს ქომუნითისთან ერთად ძალიან მალე გადავაგორე ეს ექვსი თვე, რაც ძალიან გამიხარდა. ადრე რომ ეკითხათ, ეს თემა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა იუმორით ვუყურებ». — ამბობს რეზი ნაჭყებია.

იუთუბი, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო

რეზისთვის იუთუბი ცხოვრების დიდი ნაწილია. მისი არხი ერთდროულად არის სამსახურიც, გართობაც და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი წყაროც. რეზის სხვა კარიერაზე არც უფიქრია, რადგან, როგორც ამბობს, როდესაც გართობისა და შემოსავლის საშუალებები ერთმანეთს ემთხვევა, ამას არაფერი სჯობს.

«სხვა სამსახური არ მაქვს, full time იუთუბერი ვარ. არც მიფიქრია იმაზე, რას გავაკეთებდი, რომ არა იუთუბი.  არც მიფიქრია, ერთ დღეს იუთუბი რომ აღარ იყოს, რა უნდა გავაკეთო» — თქვა რეზიმ.

განვითარების რა ეტაპზეა ქართული გეიმინგ ინდუსტრია?

რეზის აზრით, ქართული გეიმინგ ინდუსტრია ნელ-ნელა ვითარდება. რეზის მაგალითის სახით მოჰყავს თემურ გვარაძე და GoLetsPlay —  იუთუბერები, რომლებიც ხარისხიან გეიმინგ კონტენტს დებენ. რეზის თქმით, თუ გაგიმართლა, ბევრს იცნობ და სპონსორებიც გყავს, იუთუბი გაძლევს უზრუნველყოფილად ცხოვრების საშუალებას სხვა დამატებითი სამუშაოს გარეშე.

რჩევები და სამომავლო გეგმები

რეზი ნაჭყებია ამბობს, რომ წარმატებული კარიერის გზაზე ხშირად შეგვხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენს დაბრკოლებასა და შენელებას. ამიტომ, ის დამწყებ იუთებერებს ურჩევს, რომ ყოველთვის აკეთონ ის, რაც ნამდვილად უნდათ და არ შეუშინდნენ ნეგატიურ კომენტარებს.

«ჩემი რჩევა იქნება — ყოველთვის ის გააკეთეთ, რაც გინდათ. მილიარდში ერთია ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთ კვირაში ან თვეში გამოსდის ყველაფერი. ამას წვალება და შრომა უნდა. ამ ყველაფერს შეიძლება ზოგისთვის ცოტა დრო დაჭირდეს, ზოგისთვის ბევრი. აკეთეთ ის, რაც გულით გინდათ გულით და საბოლოოდ დასახულ მიზანს მიაღწევთ» — ამბობს რეზი ნაჭყებია. 

რეზი სამომავლოდ შერეული გეიმინგ კონტენტის შექმნას ფიქრობს, რადგან არხზე, ძირითადად, ორი კატეგორიის მაყურებელი ჰყავს: გეიმინგის აუდიტორია და ვლოგების აუდიტორია. მისი თქმით, გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს. იმედოვნებს, რომ მალე მიაღწევს 100 000 გამომწერამდე და ნელ-ნელა უფრო გაიზრდება.

ქართული თამაშები რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
ქართული თამაშები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
თემის მიხედვით
ქართული თამაშები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
თემის მიხედვით
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.