ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებასტარტაპები
18 დეკემბერი 2023, 09:30
2023-12-18
რატომ აბანდებენ ფულს ინვესტორები ქართულ სტარტაპებში? — ნიკოლოზ ქევხიშვილის კომენტარი
სტარტაპები, რომლებც საქართველოში იქმნება, სხვადასხვა ტრადიციული სფეროსა და ტექნოლოგიების თანაკვეთაზე მუშაობს. მაგალითად, ფინტექ სტარტაპები — ფინანსური ტექნოლოგიები, აგრი-ტექ სტარტაპები და სხვა. ჩნდება Web3 და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპები. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი, მაგრამ ძალიან სწრაფად მზარდი სფეროა. თუმცა, ზრდა და განვითარება კი მათში ინვესტირების გარეშე შეუძლებელია.
რატომ და როგორ უნდა დავაბანდოთ თანხა ქართულ სტარტაპებში? — ინვესტორმა და Axel-ის — საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის წევრმა, ნიკოლოზ ქევხიშვილმა bm.ge-სთან ქართული სტარტაპ ეკოსისტემის, კომპანიების დაფინანსების ტენდენციებსა და მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ქართული სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა? ნიკოლოზ ქევხიშვილი უპასუხებს, რომ ის, რაც საქართველოს წინაშე დგას, უფრო — გამოწვევაა, ვიდრე უპირატესობა და ეს პატარა ბაზარია.
პატარა ბაზარს აქვს გარკვეული უპირატესობა — როგორც ნიკოლოზ ქევხიშვილი ამბობს, განვითარების საწყის ეტაპზე საქართველოში პროდუქტის და მომსახურების გამოცდა შედარებით მარტივია.
სტარტაპებში ინვესტირება სარისკოა — შესაძლოა, დაბანდებული ფული დაიკარგოს, ვინაიდან სტარტაპმა ვერ გაამართლოს. თუმცა, წარმატების შემთხვევაში სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე — სტაბილურ და დამკვიდრებულ კომპანიებში ინვესტირების დროს. თუმცა, საინვესტიციო პორტფელის დიფერენციაცია და თანხების განაწილება აუცილებელი და სწორი ნაბიჯია. შესაბამისად, ბუნებრივია, ინვესტორები თანხებს მხოლოდ სტარტაპებში არ აბანდებენ. თუმცა, სტარტაპების დაფინანსებას განსხვავებული და საინტერესო სპეციფიკა აქვს.
ნიკოლოზ ქევხიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი 80-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
რაც შეეხება ინვესტიციების მოძიებას საერთაშორისო ინვესტორებისგან — ნიკოლოზ ქევხიშვილის შეფასებით, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით სჭირდება მუშაობა. მათ შორის, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემაზე.
უკვე დაფინანსებულ სტარტაპებს კი აქსელის ინვესტორები მაქსიმალურად მხარს უჭერენ და ეხმარებიან, საერთაშორისო ინვესტორთა თვალთახედვის არეალში მოხვდნენ.
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
2024 წლის 30 ივნისს აქსელი — საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.