საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.
ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება EBAN-ისა და სხვა ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ორგანიზებით.
კონკურსისა ფარგლებში, საქართველომ განაცხადი აპრილში შეიტანა და საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილს გახდება ცნობილი.
აქსელი ამბობს, რომ კონგრესის მასპინძლობა საქართველოში 500-ზე მეტ წამყვან ინვესტორსა და სტარტაპს შეკრებს და ადგილობრივი სტარტაპებისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ უცხოური კაპიტალის მოზიდვაში და მსოფლიო ბაზრისთვის თავიანთი იდეების წარდგენაში.
აქსელის შეფასებით, დიდი კონკურენციის ფარგლებში, საქართველოს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე, მსოფლიო ბაზარზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბებისთვის.
«კონგრესის საქართველოში ჩატარება უცხოური სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ლოკაციად გვაქცევს და დაგვეხმარება, რეგიონალურ ლიდერად პოზიციონირებაში». — აცხადებს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი.
კონგრესის ამჟამინდელი მასპინძელი არის ესტონეთის ბიზნეს ანგელოზთა ქსელი (EstBAN) და 2024 წლის საინვესტიციო შეკრება ესტონეთში, ტალინში გაიმართება.
აქსელი აცხადებს, რომ საქართველოს მიზანია, კონკურსში გამარჯვება მოიპოვოს და EBAN -ის თანაორგანიზებით 2025 წლის ყველაზე დიდი ევროპელ ანგელოზ ინვესტორთა შეკრება გამართოს.