ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონს აპროტესტებს.
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონს აპროტესტებს.
«ქართულმა ოცნება» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი და 15 აპრილს პირველი მოსმენითაც მიიღო, მიუხედავად მოქალაქეების, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების პროტესტისა.
ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა — «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.
«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.
კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა.
კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება.
რუსული კანონი ყველას შეეხება.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.