ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან

აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა. აქსელი ხელს უწყობს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელებას. მთავარი მიზანი ე.წ «ჭკვიანი ფულის» ინვესტიციების ფასილიტაციითქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა.

«გვჯერა, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების ქვეყნების რუკაზე საქართველოს დამატებაში». — ეუბება აქსელის თანადამფუძნებელი, გური ქოიავა dev.ge-ს. 

ჩვენ მას აქსელის საქმიანობაზე, მიზნებსა და გეგმებზე ვესაუბრეთ. 

კომენტარის დატოვება
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან

აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა. აქსელი ხელს უწყობს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელებას. მთავარი მიზანი ე.წ «ჭკვიანი ფულის» ინვესტიციების ფასილიტაციითქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა.

«გვჯერა, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების ქვეყნების რუკაზე საქართველოს დამატებაში». — ეუბება აქსელის თანადამფუძნებელი, გური ქოიავა dev.ge-ს. 

ჩვენ მას აქსელის საქმიანობაზე, მიზნებსა და გეგმებზე ვესაუბრეთ. 

— როგორია აქსელის მუშაობის პრინციპი და ვინ არიან მისი წევრები?

ჩვენი წევრები არიან პროგრესული ადამიანები, ვინც უკვე დააგროვა გარკვეული მიმართულებებით გამოცდილება და კაპიტალი. თითეულ მათგანს აერთიანებს ინტერესი ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების მიმართ და ისინი ყოველთვის მზად არიან პერსპექტიულ სტარტაპში ინვესტირებისათვის.

რაც შეეხება პროცესს, აქსელში ყოველთვიურად ვმართავთ დახურულ საინვესტიციო შეხვედრებს, სასიამოვნო, არაფორმალურ გარემოში. შეხვედრებზე ერთმანეთთან ვაკავშირებთ, წინასწარშერჩეულ, საუკეთესო ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და ინვესტორებს. კრეატიული პრეზენტაციების, ინტერაქციული სესიებისა და ნეთვორქინგის პარალელურად, ვხურავთ «დილებს» 3 კვირის ვადაში, ზოგჯერ ინდივიდუალური ინვესტიციით, ზოგჯერ კი — სინდიკატით.

სინდიკატი რამდენიმე ანგელოზი ინვესტორის გაერთიანებული ჯგუფია, რომლებიც საერთო ძალებით ირაზმებიან და აფინანსებენ პერსპექტიულ სტარტაპებს. წელიწადში ორჯერ ვმასპინძლობთ სამიტებსაც, აი ისეთს, შემდეგ მთელი ქალაქი ანგელოზების ქომუნითიზე რომ საუბრობს. ამ დროს ჩვენთან მოფრინავენ ანგელოზები მთელი ევროპიდან, CAREC რეგიონიდან და ამერიკიდან.

გარდა ამისა, აქსელისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია სწავლება ორივე მიმართულებით — როგორც წევრების, ისე სტარტაპების მხარეს. რამდენიმე დღის წინ, კი დავასრულეთ სახელმძღვანელოების შექმნა ჩვენი წევრებისთვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა guidebook-ები მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას და ამ ინიციატივის მხარდამჭერია USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

— როგორ აერთიანებთ ინვესტორებს? — აგვიხსენით ეს პროცესი. 

ამ დროისათვის ორგანიზაცია 85-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს, რამდენიმე მათგანის ვინაობა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ. აქსელის წევრები ინვესტიციას ახორციელებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე სინდიკატირებულად, რაც გულისხმობს, რომ  რამდენიმე წევრ ინვესტორსაც შეუძლია მცირე თანხით გაერთიანება და ინვესტიციის განხორციელება.

წევრი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტების გასაცნობად ყოველთვიურად ვმართავთ დახურულ შეხვედრებს, სადაც წინასწარ შერჩეულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს ვიწვევთ საკუთარი პრეზენტაციის გასაკეთებლად. წელიწადში მინიმუმ ორჯერ კი საერთაშორისო სამიტს ვაწყობთ და ვმასპინძლობთ ანგელოზ ინვესტორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან. 

სტარტაპს და ინვესტორს ჩვენამდე მოსასვლელად საკმაოდ მარტივი გზის გავლა უწევს, მათ უნდა შეავსონ განაცხადი ჩვენს საიტზე  Apply to pitch და Become a member-ის ფუნქციონალებით. შემდეგ საინტერესო განმცხადებლებს ვუკავშირდებით და ვიწვევთ ონლაინ ინტერვიუზე, სადაც თემატური კითხვებია როგორც პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე სტარტაპებისთვის.

— რა როლს თამაშობენ ქართველი ანგელოზი ინვესტორები სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით? რა არის Axel-ის კონტრიბუცია? 

ქართველი ანგელოზი ინვესტორების ჩართულობა სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით, ეხმარება არა მხოლოდ სტარტაპს განვითარებისთვის არამედ მთლიანად საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებაში. ზოგადად ანგელოზი ინვესტორის წვლილი არ უნდა შევაფასოთ როგორც მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების წყარო, ანგელოზი ინვესტორის მხარდაჭერა ყველაფერთან ერთად გულისხმობს რჩევების და გამოცდილების გაზიარებას და მენტორობას. აქსელის ინვესტორების შემთხვევაშიც ეს სწორედ ასეა.

აქსელი არის EBAN-ის, ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპის წამყვანი ქსელის წევრი და ბორდის წევრი, აქედან გამომდინარე ჩვენ სტარტაპებს ვეხმარებით არამხოლოდ ქართულ ბაზარზე პოზიციონირებაში არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაშიც. ქართველ ანგელოზ ინვესტორთა მხარდაჭერა ქართული სტარტაპებისთვის მათ მიმართ უცხოელი ინვესტორების ყურადღებასაც ზრდის რაც საერთაშორისო მასშტაბზე მნიშვნელოვანია.  

— შეგიძლიათ, ახსნათ ჭკვიანი ფულის (Smart Money) ინვესტიციების კონცეფცია? რით განსხვავდება ამ ტიპის ინვესტიციები ტრადიციულისგან? 

ჭკვიანი ფულის ინვესტიცია ინვესტორების მიერ ჩადებული ისეთი კაპიტალია, რომელიც მხოლოდ ფინანსური რესურსის მიწოდებას არ გულისხმობს, ამასთან ერთად გულისხმობს მნიშვნელოვანი ღირებულებების გაცვლას და ხელშეწყობას სტარტაპების საქმიანობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჭკვიანი ფულის ინვესტიცია სცილდება კაპიტალ დაბანდებას, რომელიც მხოლოდ მოგების მიღების მიზნით ხორციელდება.

ჩვენმა ორგანიზაციამ სწორედ ჭკვიანი ფულის კაპიტალის შესაძლებლობა გააჩინა სტარტაპებში, რაც ინვესტიციის განხორციელების გარდა გულისხმობს ინვესტორის მიერ მაღალ ჩართულობას და მენტორობას. ტრადიციული ინვესტიცია მეტად არის ორიენტირებული ფინანსურ ასპექტზე და სარგებლის მიღებაზე უმოკლეს დროში და შეიძლება არ უზრუნველყოს ინდუსტრიის მხარდაჭერის და მენტორობის იგივე დონე, როგორც ჭკვიანი ფულის შემთხვევაში, smart money ინვესტიცია მოითხოვს მეტ დროს და ჩართულობას.

— რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც ქართველი ანტრეპრენერები აწყდებიან და რას უპირისპირებს Axel ამ სირთულეებს? 

სტარტაპის დაწყება ერთი შეხედვით მარტივია. თუმცა, ანტრეპრენერები აწყდებიან სხვადასხვა სირთულეს, რის შემსუბუქებაშიც სწორედ ჩვენ ვეხმარებით. იდეის ფორმირება და შემდგომ ინვესტორის დარწმუნება, რომ  იდეა ღირებული და პერსპექტიულია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს სტარტაპის განვითარებისთვის. კონტაქტების მოძიება და ინვესტორებთან ურთიერთობა ხშირად კომპლექსური და გრძელვადიანი პროცესია, აქსელის როლიც სწორედ აქ იკვეთება.

ჩვენ ვეხმარებით სტარტაპებს სხვადასხვა ღონისძიებებით და მაქსიმალური ჩართულობით დავაკავშიროთ ინვესტორებთან. ვაძლევთ საშუალებას, საკუთარი იდეა წარადგინონ ჩვენს წევრ ინვესტორებთან დახურულ შეხვედრებზე, ასევე ვაწყობთ სხვადასხვა ღია ღონისძიებებს სადაც თითოეულ სტარტაპს ვაძლევთ წარდგენის შესაძლებლობას სამომავლო ინვესტირებისთვის.

— სოციალიზაცია (ნეთვორქინგი) უმნიშვნელოვანესია სტარტაპების წარმატებისთვის. რა როლს თამაშობს აქსელი ამ მიმართულებით, რა ღონისძიებებს სთავაზობთ სტარტაპებსა და ინვესტორებს?

წელიწადში მინიმუმ ორჯერ საერთაშორისო სამიტს ვაწყობთ და ვმასპინძლობთ ანგელოზ ინვესტორებს. ახლაც, 3 ნოემბერს, პროკრედიტ ბანკის ვიზას და აქსელის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება Business insights: navigating the future, რომელიც სასტუმრო სტამბაში არაფორმალური საუბრების ფორმატში ჩატარდა. დამსწრეებს მიეცათ შესაძლებლობა, მოესმინათ სტარტაპების პრეზენტაციებისთვის და გასცნობოდნენ ერთმანეთს. ამგვარი ტიპის ღონისძიებები არარის ჩვენთვის უცხო.

გარდა ღია ღონისძიებებისა აქსელი არის EBAN-ის, ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპის წამყვანი ქსელის წევრი. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის წევრებს უფასო წვდომა აქვთ ყველა უპირატესობაზე: EBAN TV, EBAN Academy, ქსელის ღონისძიებები, Knowledge Center და EBAN ვებინარები.

რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან
თემის მიხედვით
რას ითხოვენ ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებისგან — ინტერვიუ ირო ცაგარეიშვილთან


ასევე წაიკითხეთ
30 ივნისს „აქსელი
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
30 ივნისს „აქსელი" ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
2024 წლის 30 ივნისს აქსელი — საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონს აპროტესტებს. 
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.