ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და უდიდესი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. Შეხვედრას დაესწრებიან:
უცხოელი ანგელოზი ინვესტორები;
ქართველი ანგელოზი ინვესტორები;
ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები;
სტარტაპები და ანტრეპრენერები;
Მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები და მოწვეული სტუმრები.
აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციის მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების კარი სტუმრებისთვის 30 ივნისს, 17:00–დან გაიხსნება და ნეთვორქინგი 18:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს წარუდგენენ.
18:00 საათიდან ინტენსიური, 3-4 საათიანი კონფერენცია დაიწყება, რომელიც 4 სესიას გაართიანებს. თითოეული სესია შედგება EBAN-ისა და GBAN-ის წარმომადგენლების პანელური დისკუსიების, Keynote გამოსვლებისა და სტარტაპების ფიჩებისგან.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ინგლისურ ენაზე წარიმართება და პანელურ დისკუსიებს გააერთიანებს შემდეგი მიმართულებებით: კლასიკურ და ანგელოზ ინვესტიციებს შორის განსხვავება, რჩევები გამოცდილი ანგელოზი ინვესტორებისთან სტარტაპებს, სამეწარმეო აზროვნება და მისი მნიშვნელობა სხვადასხვა დარგში, სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემის შენება და სხვა.
ჩატარების ადგილი და სცენა
კონფერენცია ტარდება კუს ტბაზე, Ciskari Garden-ში. ღია ცის ქვეშ გაერთიანდება სცენა, მოსასვენებელი და ნეთვორქინგ სივრცეები. Სცენაზე რეგიონალური სტარტაპები ანგელოზი ინვესტორების წინაშე წარსდგებიან, გაიმართება პანელური დისკუსიები და გამოსვლები. Ნეთვორქინგ სივრცეში კი პარტნიორი ორგანიზაციები თავიანთ პროდუქტებს წარუდგენენ სტუმრებს. ოფიციალური ღონისძიების შემდეგ კი ორგანიზატორები მუსიკით და ნეთვორქინგით განაგრძობენ დასკვნით ნაწილს.
აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, «ჭკვიანი ფულის» ინვესტიციების ფასილიტაციით.
ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 3.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.
საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა
აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა.
Axel ანგელოზ ინვესტორთა ქსელია — ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ, დამწყებ სტარტაპერებს წინსვლაში დაეხმარონ.
თუმცა, ინვესტორების მოხიბვლა ადვილი არ არის.
ნახეთ, როგორია პირველი ნაბიჯები, რომელიც თქვენი სტარტაპისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად უნდა გადადგათ.