ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება

★ პარტნიორის კონტენტი 

საზაფხულო დასვენების გეგმებთან დაკავშირებით, მესენჯერმა «Viber საქართველო«-ს არხზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა — 26%, ზაფხულის გატარებას აგარაკზე ამჯობინებს, დაახლოებით ამდენივე ადამიანი — 25%,  ზაფხულის არდადეგებს ზღვისპირეთში ატარებს. რაც შეეხება დანარჩენ მომხმარებლებს, გამოკითხულთა 22% სახლში დასვენებას ამჯობინებს, 11% საქართველოს ფარგლებში მოგზაურობს, ხოლო 6% — საზაფხულო არდადეგებს საზღვარგარეთ ატარებს.

კომენტარის დატოვება

გამოკითხულთა 73%-მა თქვა, რომ დასვენების დღეებს, ჩვეულებრივ, ოჯახთან ერთად ატარებს, 11%-ს კი, მეწყვილესთან ერთად დასვენება ურჩევნია. რაც შეეხებათ დანარჩენენ რესპონდენტებს, ისინი შვებულებას ან მარტო ან მეგობრებთან ერთად ატარებენ.

Viber Messenger მომხმარებლებს ზაფხულისთვის მომზადებაში ეხმარება — სასარგებლო გადაწყვეტილებებს უზიარებს ყველას, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ბიზნესს რამდენიმე ბაზარზე აწარმოებს და ოჯახთან ურთიერთობა სურს. გამოკითხვის თანახმად, 76% მოგზაურობისას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეტყობინებებითა და ზარებით ურთიერთობს.

უფასო შეტყობინებების გაგზავნისა და დარეკვის შესაძლებლობის გარდა, Viber-ს აქვს დამატებითი ფუნქციების ფართო სპექტრი, რომელიც დაგეხმარებათ თარგმნოთ შეტყობინებები სხვადასხვა ენიდან, დარეკოთ მობილურ ტელეფონზე საზღვარგარეთ და თქვენი დასვენება კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადოთ.

Out ზარები Viber-ზე

Viber მესენჯერის ფასიანი Out ზარების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ზარები მთელ მსოფლიოში პირდაპირ Viber აპლიკაციიდან ნებისმიერ სტაციონარულ ან მობილურ ტელეფონის ნომერზე, მაშინაც კი, თუ ეს კონტაქტი არ არის რეგისტრირებული Viber-ში. ზარი ხორციელდება Viber-ის აპლიკაციიდან და მიიღება ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის მსგავსად. თქვენ მხოლოდ თქვენი Viber-ის ბალანსი უნდა შეავსოთ ან გეგმა შეიძინოთ, რომელიც დარეკვის მრავალფეროვან ვარიანტსა და ასევე სტაბილურ ინტერნეტ კავშირს გთავაზობთ.

შეტყობინების ტექსტის მყისიერი თარგმანი

მესენჯერს ჩატში შეტყობინებების გათარგმნა შეუძლია. ამ ფუნქციის წყალობით, მომხმარებლებს სხვა აპლიკაციებში ან სპეციალიზებულ საიტებზე გადასვლა არ სჭირდებათ — მათ წერილის თარგმნა მიმოწერის ფანჯარაშივე შეუძლიათ. ჩატში ნებისმიერი შეტყობინების თარგმნისთვის, თქვენ უნდა დააჭიროთ მესიჯს. შემდეგ, ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, აირჩიეთ «Translate» და ტექსტი თქვენს მიერ არჩეულ ენაზე დაუყოვნებლივ გამოჩნდება ორიგინალური შეტყობინების ქვეშ. ენა მარტივად შეიძლება შეიცვალოს პარამეტრებში.

AR ნიღბები და რეალური გამოსახულების ფილტრები

ეს თქვენი კომუნიკაციის გააუმჯობესებასა და შვებულების გალამაზებაში დაგეხმარებათ.  ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ფოტოები და ვიდეო «სპეციალური ეფექტებით» გადაიღოთ და შემდეგ ისინი კონტაქტებს გაუგზავნოთ ან თქვენს მოწყობილობაში შეინახოთ. საქართველოს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ადგილობრივი ფილტრები და ნიღბებია ხელმისაწვდომი.

Rakuten Viber ადამიანებს აკავშირებს — არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

Viber-ში ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი საოჯახო სტიკერების ნაკრები გამოჩნდა
Viber-ში ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი საოჯახო სტიკერების ნაკრები გამოჩნდა
თემის მიხედვით
Viber-ში ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი საოჯახო სტიკერების ნაკრები გამოჩნდა
Viber-ის არხები: ბოლო განახლებები და სასარგებლო ფუნქციები
Viber-ის არხები: ბოლო განახლებები და სასარგებლო ფუნქციები
თემის მიხედვით
Viber-ის არხები: ბოლო განახლებები და სასარგებლო ფუნქციები
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten ​Viber-ისგან
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten ​Viber-ისგან
თემის მიხედვით
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten ​Viber-ისგან

ასევე წაიკითხეთ
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.