ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
6 თებერვალი 2023, 22:32
2023-02-06
Chat&Create — DALL-E და Davinci’s AI-სთან ინტეგრირებული ჩატბოტი Rakuten Viber-ისგან
Rakuten Viber მომხმარებლებს ახალ ჩატბოტს სთავაზობს. Chat&Create მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Viber აპლიკაციის საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს კითხვები დაუსვან და შექმნან ფოტო-სურათები. ჩატბოტი ინტეგრირებულია DALL-E და Davinci’s AI გენერატორებთან.
Rakuten Viber მომხმარებლებს ახალ ჩატბოტს სთავაზობს. Chat&Create მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Viber აპლიკაციის საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს კითხვები დაუსვან და შექმნან ფოტო-სურათები. ჩატბოტი ინტეგრირებულია DALL-E და Davinci’s AI გენერატორებთან.
⭐ პარტნიორის კონტენტი ⭐
ამ დრომდე ხელოვნური ინტელექტის უახლესი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად მომხმარებლებს თითოეული AI სერვისისთვის სათითაოდ უნდა შეექმნათ ანგარიშები.
გარდა ამისა, ხშირად მომხმარებელს სჭირდება საბაზისო ტექნიკური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს AI.
Viber-ის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესის ზრდის გათვალისწინებით, მიზნად დაისახეს, AI მეტად ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელი გამხდარიყო.
შესაბამისად, მათ მიერ დანერგილი ჩატბოტი ყველა მომხმარებელს მისცემს საშუალებას, გაერთოს ისე, რომ კომპანიას არ მისცეს წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, ან არ შექმნას სხვადასხვა ანგარიში თითოეული სერვისისთვის.
ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის აღმასრულებელი დირექტორი
«გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ამჟამად ტექ-ინდუსტრიის დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება თუ რა საოცრებების მიღწევაა შესაძლებელი ამ ტექნოლოგიით. თუმცა, არც ისე მარტივია გქონდეს წვდომა ზოგიერთ ხელსაწყოზე, ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ უმარტივეს გზას, გამოსცადოთ სხვადასხვა AI სერვისი Viber-ის აპლიკაციაში სრულიად უფასოდ, სპეციალურ სერვისზე დარეგისტრირების საჭიროების გარეშე. ჩვენ აპლიკაციაშივე უზრუნველვყოფთ ინდუსტრიის წამყვან AI ინსტრუმენტებს. ამჟამად, ჩატბოტი გვთავაზობს ორ ვარიანტს — ერთი სურათებისთვის და მეორე ტექსტისთვის. პარალელურად, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უახლოეს მომავალში, მომხმარებლებს სერვისების ფართო სპექტრი შევთავაზოთ».
Viber-ის განცხადებით, ორგანული ზრდის წყალობით, ჩატბოტს უკვე 50 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, მაშინ დააჭირეთ Inspire Me ღილაკს, რათა ჩატბოტმა გაჩვენოთ მისი შესაძლებლობები.
AI Chat & Create chatbot შეგიძლიათ იხილოთ Viber აპლიკაციის ჩატის ფუნქციის ძიებით. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ ჩატბოტი და ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა AI ტექნოლოგიაზე.
Viber აპლიკაციაა, რომელიც მიმოწერით და ხმოვანი კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობს. ჩათების და ზარების გარდა, Viber-ზე შეგიძლიათ, შეერთდეთ სხვადასხვა არხს, გაეცნოთ ამბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, ითამაშოთ და ქვიზები გააკეთოთ.
Rakuten Viber მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის, საქართველოშიც. ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში Viber-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა 1.7 მილიონია.
გარდა ამისა, 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ თბილისში ოფისიც გახსნა. როგორც ამბობენ, მათი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გაამყარონ საკუთარი პოზიციები საქართველოში.