ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გეოგრაფიიდან თიბისის სისტემების ინჟინრობამდე — 29 წლის ასაკში შეცვლილი პროფესია

33 წლის ქეთი ტუღუში უკვე 4 წელია, თიბისის სისტემების ინჟინერია. მრავალფეროვანი სამუშაო, გუნდი და კომპანია ქეთის ბედნიერებას ანიჭებს. თუმცა, სისტემები მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა — ამ სფეროში ქეთიმ გეოგრაფიიდან გადმოინაცვლა, თანაც, 2 აკადემიური დიპლომისა და 8-წლიანი კარიერის შემდეგ და ყველაფერი თავიდან დაიწყო. 

კომენტარის დატოვება
გეოგრაფიიდან თიბისის სისტემების ინჟინრობამდე — 29 წლის ასაკში შეცვლილი პროფესია

33 წლის ქეთი ტუღუში უკვე 4 წელია, თიბისის სისტემების ინჟინერია. მრავალფეროვანი სამუშაო, გუნდი და კომპანია ქეთის ბედნიერებას ანიჭებს. თუმცა, სისტემები მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა — ამ სფეროში ქეთიმ გეოგრაფიიდან გადმოინაცვლა, თანაც, 2 აკადემიური დიპლომისა და 8-წლიანი კარიერის შემდეგ და ყველაფერი თავიდან დაიწყო. 

გეოგრაფია ქეთის ბავშვობიდან უყვარდა და მისი სიღრმისეულად სწავლაც ბავშვობაში გადაწყვიტა. პირველი შთაბეჭდილება მასზე ქართველ მოგზაურთან, სპორტსმენთან და რეკორდსმენთან, ჯუმბერ ლეჟავასთან შეხვედრამ მოახდინა. გაუმართლა სკოლის მასწავლებელშიც, რომელსაც გეოგრაფია განსაკუთრებით უყვარდა. 

ქეთი ტუღუში
«დღემდე მახსოვს მისი მოყოლილი ამბები როგორც საველე გასვლებზე, ისე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრებსა და მათ საქმიანობებზე. ამ ყველაფერმა მიბიძგა, მეც ამ მიმართულებით წავსულიყავი, მქონოდა მეტი შეხება გარემოს შემეცნებასთან, მოგზაურობასთან და მონაცემთა ვიზუალიზაციასთან».

მაშინ მისმა ამ არჩევანმა ძალიან გაამართლა. ქეთი კმაყოფილი იყო არჩეული პროფესიით, სტუდენტობით, სამსახურით, საქმიანობით. 

ის, როგორც GIS ინჟინერი, ციფრულ რუკებთან მუშაობდა და კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში ინტერნეტის ოპტიკური ქსელის დაგეგმარებაში მონაწილეობდა. 

ქეთი ტუღუში
«ვიყავი კარგ პოზიციაში — ვმუშაობდი ერთ-ერთ დიდ და მოწინავე კომპანიაში. მაგრამ ვინაიდან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილება მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაა, ამ მიმართულებით საქართველოში, სამწუხაროდ, უფრო მეტის მიღწევის პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი». 

ამიტომ, ქეთიმ სხვა პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა. განიხილავდა მონაცემთა მეცნიერებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. 

ქეთი ტუღუში
«რაღაც დონის თანაკვეთას ვხედავდი ამ ორივე პროფესიასთან».

ქეთიმ უფასო ონლაინ კურსების გაცნობა და მეცადინეობა დაიწყო. თუმცა, ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა. მისი თქმით, პირველი სირთულე სწავლისთვის დროის გამონახვას უკავშირდება — სრულგანაკვეთიან სამსახურთან ერთად დისციპლინის შენარჩუნება არც ისე მარტივია. 

იყო ბრძოლები საკუთარ თავთანაც. 

ქეთი ტუღუში
«მქონდა სასოწარკვეთის პერიოდები, იმიტომ, რომ გინდა, შედეგი მაშინვე გქონდეს. თუმცა, ეს ასე არ ხდება — შედეგი სისტემატურობას საჭიროებს. ბევრჯერ მოხდა, რომ რაღაც მიმართულებით ონლაინ კურსი დავიწყე, ვმეცადინეობდი, მაგრამ შემდეგ სხვაზე გადავერთვებოდი. თავიდან, რაღაც დროის განმავლობაში აღმასვლა-დაღმასვლის პერიოდები გაქვს და ვფიქრობ, ეს სავსებით ნორმალურია». 
ქეთი ტუღუში კონფერფენციაზე Change Inspire სიტყვით გამოსვლისას. 

კიდევ ერთ სირთულეს ის «სხვებთან ბრძოლებს» უწოდებს — ქეთი ამბობს, რომ ყოველთვის რთულია დამქირავებლის დარწმუნება, სამსახურში ახალბედა აიყვანოს. 

თუმცა, ქეთი თიბისიმ დაასაქმა — კომპანიაში მას, პირველ რიგში, შრომისმოყვარეობა და მონდომება დაუფასეს. 

ქეთი ტუღუში
«როცა სამსახურის ძიება დავიწყე, თიბისის ჰქონდა ვაკანსია სისტემების ინჟინრის პოზიციაზე. მივედი გასაუბრებაზე, გავიარე ტექნიკური ტესტიც, შევთანხმდით ანაზღაურებაზე და ამიყვანეს.  გასაუბრებაზე დამპირდნენ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლიდი. ნამდვილად არ მოვუტყუებივართ. ამ პროფესიის შესაბამისი ცოდნის დიდი ნაწილი თვითონ თიბისიში მივიღე. გუნდი შემხვდა ისეთი, რომ მათი იმედი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მქონდა». 

მისი თქმით, სისტემური ინჟინრის პოზიციაზე წინა პროფესიიდან მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარები რამდენიმე რამეში დაეხმარა — მაგალითად, გამოადგა სკრიპტინგის, ავტომატიზაციის, დიდ ბაზებთან ურთიერთობის და სივრცითი ანალიზის გამოცდილება. 

ქეთი ტუღუში
«რუკებთან და სისტემებთან მუშაობას ის დიდი საერთო აქვს, რომ ორივე სიზუსტეს მოითხოვს. ერთი პატარა შეცდომა და მერე არაფერი ისე არ მუშაობს, როგორც შენ გინდა».

თუმცა, მისი ახლანდელი საქმიანობა წინასგან ბევრი რამითაც განსხვავდება — თიბისიში ქეთის, პირველ რიგში, სხვა თანამშრომლებთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება. 

ქეთი ტუღუში

«დღეს პასუხისმგებელი ვარ შიდა აპლიკაციების ქსელის გამართულ მუშაობაზე. პრობლემებს ვიკვლევთ, ვასწორებთ მათ, ვააფდეითებთ სისტემებს და ავტომატიზაციას ვუკეთებთ ყველაფერს, რისი ავტომატიზებაც შეგვიძლია. ვცდილობთ, გავამარტივოთ ჩვენი და სხვისი საქმე. ამის გამო გვაქვს მეტი კომუნიკაცია გუნდის სხვა წევრებთან. უფრო სოციალური პოზიციაა. 

დედლაინების წესით განსხვავებულია. ჩემთვის, როგორც აღმოჩნდა, დედლაინების აქაური ტიპი ნაკლებად სტრესულია. ანაზღაურებაც განსხვავებულია».

ქეთი ტუღუშს თიბისის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე რამდენიმე სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. თუმცა, ყველაზე მეტად FrontX-ით ამაყობს. FrontX ძველი აპლიკაციის ალტერნატივაა, რომელსაც ოპერატორები თიბისის ფილიალებში კლიენტთა მომსახურების დროს იყენებენ. ქეთიმ გუნდთან ერთად პროგრამის თანამედროვე სტანდარტებს მორგებაზე იმუშავა. 

ქეთი ტუღუში

«თიბისიში ახალი მისული ვიყავი, როცა ამ პროექტში ჩავერთე. დღეს უკვე 90-მდე მიკროსერვისია შექმნილი და სამუშაო კიდევ ბევრია. ძალიან საინტერესო და კომპლექსური პროექტია. თვალსა და ხელს შუა ისე იცვლება ყველაფერი. არსებობდა ძველი აპლიკაცია, ფაქტობრივად 90-იანების ინტერფეისით. რთულია ასეთ აპლიკაციაში მუშაობა. ბანკმა გადაწყვიტა, ხელახლა გადაწერილიყო კოდი, რათა აპლიკაციას თანამედროვე ვიზუალი, გაუმჯობესებული ფლოუ და ფუნქციები ჰქონოდა». 

ქეთი ამბობს, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია — ხელაღებით ვერ დაწერ ახალ აპლიკაციას, რომელიც მოქმედს შეცვლის. ეს ნაწილ-ნაწილ ხდება — ჯერ ერთი ფუნქციონალის ჩანაცვლება, მერე სხვა ფუნქციონალის ჩანაცვლება და ა.შ. 

ქეთი ტუღუშის მთავარი რჩევა იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, ახლა განიხილავს პროფესიის შეცვლას, არდანებებაა. 

ქეთი ტუღუში

«რაც არ უნდა დამთრგუნველი იყოს პროცესი პროფესიის ან სამსახურის შეცვლისას, ჩვენი მიზანი იმაზე უფრო ახლოს არის, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ტექნოლოგიების მიმართულებით — არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კურსების გავლა. სასწავლო მასალა უფასოდაც ბევრია. მთავარია, არ დავნებდეთ. ბოლოს ბევრ უარს შორის ერთი, ან რამდენიმე დადებითი პასუხი აუცილებლად გამოერევა».

Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე
Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე
თემის მიხედვით
Change Inspire — რა ხდებოდა საქართველოს ყველაზე დიდ ტექ კონფერენციაზე
შეცვლილი პროფესია და IT როგორც ახალი არჩევანი
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი
თემის მიხედვით
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი


ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება —  VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
დაიწყო კონკურსი Project of the Year, რომელსაც Global CIO მასპინძლობს
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.