ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებათიბისი
21 ივნისი 2023, 16:30
2023-06-21
თიბისი ტექ გუნდი Tbilisi Open Air-ის ციფრულ თამაშის მიღმა
★ ფასიანი თანამშრომლობა
სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველით, ახლოვდება.
თიბისი უკვე მრავალი წელია, ფესტივალის მხარდამჭერია, ამიტომაც, წელს ბანკის ციფრულმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის საინტერესო და სახალისო თამაში შეეთავაზებინა და მუსიკალური დღესასწაულის ბილეთებითაც დაესაჩუქრებინა.
სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველით, ახლოვდება.
თიბისი უკვე მრავალი წელია, ფესტივალის მხარდამჭერია, ამიტომაც, წელს ბანკის ციფრულმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის საინტერესო და სახალისო თამაში შეეთავაზებინა და მუსიკალური დღესასწაულის ბილეთებითაც დაესაჩუქრებინა.
თამაში, რომელიც 4 კვირა გაგრძელდა და 18 ივნისს დასრულდა, თიბისის მობაილ ბანკშია ინტეგრირებული. თითო კვირას 125 გამარჯვებული გამოვლინდა, სულ 500 ბილეთი გათამაშდა.
როგორც თიბისისთვის, ისე ქართული ციფრული სამყაროსთვის ეს მეორე ტრივია თამაშია მობაილ ბანკში — პირველი გასულ წელს ჩატარდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ თიბისი იყო პირველი, ვინც ფინანსურ პროდუქტს თამაშის ელემენტები დაამატა.
«მსგავს პროდუქტზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. მომხმარებლებს თამაშით ვაძლევთ საშუალებას, თან გაერთონ და თან სარგებელი მიიღონ». — გვეუბნება ციფრული ბიზნესის განვითარების ბრენდ მენეჯერი სალი დადიანი. ის და მისი გუნდი თიბისისა და Open Air-ის თამაშის შექმნის ყველა ეტაპში მონაწილეობდნენ.
სალი დადიანი
«მომხმარებლების კომენტარები არის ძალიან პოზიტიური და სულ არის მოთხოვნა, რომ მსგავსი აქტივობები ვაკეთოთ. გუნდი სულ ფიქრობს ხოლმე, რა ახალი, საინტერესო და ინოვაციური შევთავაზოთ მომხმარებლებს». — ამბობს სალი.
ის, რაც ინტერნეტბანკში მუსიკის და გართობის მოყვარულებისთვის მარტივად, რამდენიმე დაწკაპუნებით მიიღწევა, თიბისის ტექ გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.
ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ქეთი დიასამიძეა, თიბისის UX მწერალი და კომპეტენციის ლიდერი. ეს იმ გამოცდილებაზე მუშაობას გულისხმობს, რომლებიც ციფრულ სამყაროში გვხვდება. მომხმარებლებისთვის ბუნებრივი და ორგანულია ყველა ის სიტყვა, რომელიც ინტერნეტბანკის და თამაშის სანავიგაციო ღილაკებზე ვხედავთ. ამისთვის ქეთი ბევრს ფიქრობს და მუშაობს. მან თამაშზე სწორედ ამ მიმართულებით იმუშავა.
«ეს ტექსტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებლის გამოცდილება კარგი იყოს, დრო არ დაკარგოს ნავიგაციისთვის და საკუთრივ თამაშსა და კითხვებზე კონცენტრირდეს». — გვეუბნება ის.
ქეთი დიასამიძე
ქეთი დიასამიძე «რა, სად, როდის"-ის მოთამაშეცაა. მას კითხვები არ შეუდგენია, თუმცა, რეკომენდაციებს გასცემდა და ჩართული იყო ამ კითხვების ინტერფეისზე მორგების პროცესში.
ის ფიქრობს, რომ თიბისის თამაშს მომხმარებლები მომავალშიც ვიხილავთ, ვინაიდან საზოგადოებამ ის უკვე სრულად გაითავისა. «სოციალურ მედიაში ამაზე ლაპარაკობენ, მიმებს აკეთებენ. რიცხვებმაც გვიჩვენა, რომ ეს პროექტი მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ». — ამბობს ქეთი დიასამიძე.
თამაშზე მუშაობდა იაკობ კაპანაძე — თიბისის ციფრული გუნდის განვითარების ლიგის front-end დეველოპერი. ის ონბორდინგის გუნდში მუშაობს, შესაბამისად, მისი ყოველდღიური ამოცანა ინტერნეტბანკის ისე გამართვაა, რომ მომხმარებლისთვის აპლიკაციაში შესვლა, ავტორიზაცია და სხვადასხვა ოპერაციის ჩატარება მარტივი და მოქნილი იყოს.
მისი საქმიანობის ეს პრინციპები თიბისისა და Tbilisi Open Air-ის თამაშისთვისაც მნიშვნელოვანია.
იაკობი ყვება, რომ მთავარი გამოწვევა, რაც მანდ ტექ გუნდის სხვა წევრებთან ერთად გადალახა, თამაშის სხვადასხვა მოდელის მოწყობილობისთვის მორგება იყო.
«თამაშის შესაქმნელად ვიყენებდით Angular-ის უახლესი ვერსიას. ვცდილობდით, დაგვეწერა კოდი, რომლითაც თამაში ყველა ტელეფონს მოერგებოდა. არსებობს ანდროიდზე მომუშავე ძალიან ბევრი განსხვავებული ტიპის ტელეფონი». — ამბობს იაკობ კაპანაძე. — «ამის გამო ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, რომ ყველა ტიპის ტელეფონისთვის თამაშის დიზაინი, გადასვლები და ზოგადად, ნიუანსები ერთნაირად ყოფილიყო. ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე, მაგრამ გადავლახეთ».
თიბისის ციფრული გუნდის ტექ ლიდი ნიკა ტატუნაშვილია.
მისთვის თავისი შრომის შედეგის ფართოდ გავრცელება მისთვის ძალიან საამაყოა.
ნიკა ტატუნაშვილი
«ისეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რაც იქამდე არ მიგვიღია. პასუხისმგებლობის აღება, როცა საქმე ასეთ დიდ კამპანიას ეხება, ადვილი არ არის. მაგრამ თიბისის ციფრულმა გუნდმა ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ. ვთქვით, რომ „ან ყველაფერი, ან არაფრის“ პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ. და ასე გავაკეთეთ თამაში. ბევრი ღამის გათენებამაც მოგვიწია. თან ვნერგავდით, თან ვტესტავდით, თან დეველოპმენტს ვაკეთებდით, გზადაგზა რაღაცებს ვცვლიდით. პარალელურად, ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც ბანკში გვაქვს — ყოველდღიური დავალებები. იდეა სპონტანურად გაჩნდა და სწრაფ ტემპებში მოგვიწია მუშაობა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა + ბევრი რამე ვისწავლეთ და ამ ცოდნას მომავალში ამავე კომპანიაში გამოვიყენებთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა». — ამბობს ნიკა ტატუნაშვილი.
იმედია, ისიამოვნეთ ამ 4-კვირიანი თავგადასავლით, რომელზეც თიბისი ტექ გუნდმა სწორედ თქვენი საუკეთესო გამოცდილებისთვის იმუშავა. შევხვდებით Open Air-ზე 23,24 და 25 ივნისს.
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
★ ფასიანი თანამშრომლობა
თიბისის მხარდაჭერით 15 სექტემბერს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი
თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია. მისი ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.
როგორ ჩაიარა ტესტერთა დღის მასშტაბურმა კონფერენციამ თბილისში
★ ფასიანი თანამშრომლობა
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში.