ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში

სტარტაპ აქსელერატორები ეხმარებიან ახალ წამოწყებულ და გაზრდაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ ბიზნესებსა და კომპანიებს — უწევენ მენტორობას, უზრუნველყოფენ მათ განათლებას და დაფინანსებას. სტარტაპები ერთვებიან აქსელერაციის პროგრამებში გარკვეული დროის განმავლობაში. აქსელერატორები გთავაზობენ განათლების დატვირთულ, სწრაფ და სიღრმისეულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა, ინოვაციური კომპანიებისთვის წარმატების დაჩქარებას და წლების სწავლების რამდენიმე თვეში მოქცევას. სიტყვა აქსელერაციაც აჩქარებას ნიშნავს. 

კომენტარის დატოვება
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში

სტარტაპ აქსელერატორები ეხმარებიან ახალ წამოწყებულ და გაზრდაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ ბიზნესებსა და კომპანიებს — უწევენ მენტორობას, უზრუნველყოფენ მათ განათლებას და დაფინანსებას. სტარტაპები ერთვებიან აქსელერაციის პროგრამებში გარკვეული დროის განმავლობაში. აქსელერატორები გთავაზობენ განათლების დატვირთულ, სწრაფ და სიღრმისეულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა, ინოვაციური კომპანიებისთვის წარმატების დაჩქარებას და წლების სწავლების რამდენიმე თვეში მოქცევას. სიტყვა აქსელერაციაც აჩქარებას ნიშნავს. 

რას სთავაზობენ  სტარტაპ აქსელერატორები ბიზნესებს?

  • სტარტაპ აქსელერატორები მონაწილეებს მნიშვნელოვანი კავშირების გაჩენაში ეხმარებიან

ცნობილი აქსელერატორები მუშაობენ Angel (ადრეული ეტაპის) ინვესტორებთან და სარისკო (venture) კაპიტალის ფირმებთან ერთად, რომლებიც ინვესტირებისთვის იმედისმომცემ ბიზნეს იდეებს ეძებენ. აქსელერატორები მონაწილეებს ეხმარებიან, ერთდროულად გაიცნონ ძალიან ბევრი ადამიანი. თუ თქვენ ახლა იწყებთ ინდუსტრიაში შესვლას, აქსელერატორები კავშირების მოპოვებისთვის გამოსადეგი გზაა. კავშირების გაჩენით იძენთ ბევრ მრჩეველს და დეველოპერული კულტურის ნაწილი ხდებით.

  • სტარტაპ აქსელერატორები გთავაზობენ ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლების შეუფასებელ მეთოდებს

სტარტაპების გამოუცდელ დამფუძნებლებს მენეჯმენტის კარგი გუნდი ეხმარება თავიანთი იდეის სისრულეში მოყვანაში. კომპანიები ახერხებენ, მცირე დროში მიიღონ უდიდესი გამოცდილება და სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მოაგროვონ სოლიდური თანხა და ინვესტიციები.

  • სტარტაპ აქსელერატორები ქმნიან გარემოს

იქნება ეს ვირტუალურად, თუ პირისპირ, სტარტაპ აქსელერატორები გაწვდიან ინფორმაციას, უკუკავშირს და დარიგებებს ტექნოლოგიურ და ბიზნესის სფეროში. ეს სივრცე არის კოლაბორაციული სამუშაო ადგილი, სადაც ინჟინრები და პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზების მქონე ადამიანები გეხმარებიან, თავი აარიდოთ დამღლელ იდეას, ან შეცვალოთ კარგი იდეა ისე, რომ ის კიდევ უფრო უკეთესი გახდეს.

  • გიჩნდებათ წვდომა ფიზიკურ სივრცესა და მეგობრობაზე, რომელსაც ეს სივრცე უზრუნველყოფს

იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დროს ამის საშუალება აღარ არსებობდა, პოსტ პანდემიურ სამყაროში უფრო და უფრო მეტი მეწარმეები იღებენ სარგებელს სამუშაო სივრცეებისგან, ოფისებისგან. საკონფერენციო დარბაზებისგან და სხვა დაწესებულებისგან. სივრცის ქონა არამარტო სასიამოვნოა, არამედ ასეთ ადგილას ყოფნა გიწევთ ემოციურ დახმარებას, რომელსაც გუნდის წევრებთან ერთად ყოფნა განაპირობებს.

რას ეძებენ სტარტაპ აქსელერატორები

  • ძლიერი გუნდი — ვინ გაუძღვება თქვენ ბიზნესს წარმატებისკენ? სტარტაპ აქსელერატორები არ ეძებენ მხოლოდ კარგ იდეას. ისინი ასევე ეძებენ ძლიერ, ბევრი შესაძლებლობის მქონე გუნდს ბიზნესის შექმნის უნარებითა და გუნდური დინამიკით, რომლებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა.
  • ღირებულებები —  რა ღირებულებებს შექმნის თქვენი კომპანია? მიუხედავად იმისა, რომ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი, პროდუქტი ბაზარზე გასაშვებად მზად იყოს, თქვენ უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი იდეა და რა ღირებულებები აქვს მას.
  • უპირატესობა კონკურენციაში - რა გამოარჩევს თქვენს ბიზნესს? რა ხდის მას დასამახსოვრებელს? მნიშვნელოვანია, აღწეროთ ის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც თქვენს ბიზნესს აქვს.
  • რამდენად მიყვებით თქვენს ხელმძღვანელს  - მიიღებთ ექსპერტების მოსაზრებებს თქვენი ბიზნესზე, პროდუქციასა და მისი ზრდის ალბათობაზე? მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებთან შეხვედრისად წარმოაჩინოთ თქვენი მიმღეობა რჩევის თხოვნის სახით. რჩევა შესაძლოა უკავშირდებოდეს თქვენს ამჟამინდელ პრობლემას, ან უკუკავშირის მოსმენის სურვილს.
  • პოტენციური ბაზრის ზომა  - ჩვეულებრივი მოვლენაა, იყო პატარა ბიზნესი. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ სტარტაპ აქსელერატორები ეძებენ იდეებს, რომლებიც მასიურ ინდუსტრიებად იქცევიან. თქვენ უნდა აჩვენოთ ინვესტორებს, რომ ბაზარი საკმარისად დიდია, რათა თქვენი კომპანია გაიზარდოს. 

მსოფლიოს მასშტაბით 580-ზე მეტი სტარტაპ აქსელერატორი მოქმედებს და რიცხვები გამუდმებით იზრდება. ისინი ორიენტირებულები არიან სტარტაპების წარმატებაზე და ეხმარებიან მათ  სწრაფად განვითარებაში.

სტარტაპ აქსელერატორები საქართველოშიც მოქმედებენ

გთავაზობთ 6 მათგანს: 

500 Global

500 Global

500 Global აქსელერაციის  საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც საქართველოში GITA-სა და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობს.

500 Global-ის აქტივების მენეჯმენტი $2.7 მილიარდზე მეტია. ფირმა თანხის ინვესტირებას ახდენს დამფუძნებლებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს.  500 Global-ის ფოკუსში მოქცეულია ისეთი ბაზრები, სადაც ტექნოლოგიებს, ინოვაციასა და კაპიტალს შეუძლია გრძელვადიანი ღირებულებებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

მათი ინვესტიციები უკვე გადანაწილებულია 200-ზე მეტ კომპანიაში. მათ შორის 49 კომპანია, რომელთა ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აღემატება და 150-ზე მეტი კომპანია, რომლებიც შეფასებულია 100 მილიონ დოლარზე მეტად.

რაც შეეხება სტარტაპებს, მსოფლიოს მასშტაბით 500 Global-ს 2 600-ზე მეტ სტარტაპში აქვს ინვესტიციები.

500 Global-ის გუნდის წევრები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში არიან და აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორც მეწარმეები, ინვესტორები და მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ფირმების ხელმძღვანელები.

Founder Institute

Founder Institute

Founder Institute არის მსოფლიოში იდეების სტარტაპებად, ხოლო სტარტაპების — გლობალურ ბიზნესებად ქცევის გარანტიის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ორგანიზაცია. FI საქმიანობის დაწყებაში დაეხმარა 6 500 კომპანიას მსოფლიოს 6 ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში. 

კომპანია 2009 წელს დაარსდა მეწარმე ადეო რესისა და მისი კოლეგის, ჯონათან გრიჩენის მიერ.

FI-ის პროგრამა pre-seed პროგრამაა, რაც გულისხმობს, რომ ის ეხმარება მეწარმეებს და გუნდებს, მოიპოვონ დაფინანსება ადგილობრივი სტარტაპ ექსპერტების მხარდაჭერის კავშირების ჩამოყალიბებით, რომლებიც ჩადებენ ინვესტიციას მათ წარმატებაში და უზრუნველყოფენ  რთული ბიზნესის შექმნის პროცესის წარმატებით დასრულებას.

Founder Institute-ის კურსდამთავრებულებმა საერთო ჯამში 1.75 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვეს, ხოლო მათი ღირებულება 30 მილიარდ დოლარს აღემატება.

Founder Institute Georgia-მ 2022 წლის 4 ნოემბერს თბილისში ღონისძიება გამართა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ღონისძიებაზე თავიანთი ბიზნეს იდეა ინვესტორებისა და ექსპერტების პანელის წინაშე წარედგინათ და მიეღოთ უკუკავშირი.

სპარკი

Spark

სპარკი თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც ბიზნესის განვითარების სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და უკვე მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებსა და სტარტაპებს.

სპარკის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები და სჭირდებათ სამუშაო სივრცეები და პროფესიონალთა დახმარება.

«E-commerce აქსელერატორი» თბილისის მერიისა და სპარკის პროექტია, რომლის მიზანია SME (მცირე და საშუალო) ბიზნესის გაციფრულება და ელექტრონული ექსპორტის ხელშეწყობა, ბიზნესის გაფართოება და განვითარება გლობალურ ბაზარზე ელექტრონული კომერციის პლატფორმების მეშვეობით.

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ SME ბიზნესები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება აქვთ.

შერჩეული ბიზნესის წარმომადგენლები გაივლიან გადამზადების  ერთთვიან ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანიც ექსპორტის ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ასევე გლობალური სავაჭრო პლატფორმების ათვისება და მათზე პროდუქტის განთავსების სპეციფიკის შესწავლაა. 

სტარტაპ აქსელერატორი C10

სტარტაპ აქსელერატორი C10

სტარტაპ აქსელერატორი C10 2016 წელს შეიქმნა და მისი მიზანი სტუდენტების დახმარება, მოკლე ვადებში სტარტაპის იდეიდან პროტოტიპამდე მიყვანაა.

სტარტაპ აქსელერატორი, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება გუნდებს ფორმირებაში, სტარტაპის აქსელერაციაში, რაც თავის თავში გულისხმობს პროექტის შექმნას, დახვეწას, ვადებში დროულად დასრულებას და სხვა; ფიჩინგისთვის მომზადებასა და დაფინანსებაში.

სტარტაპ აქსელერატორი C10 კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

BDC — ბიზნესის განვითარების ცენტრი

BDC — ბიზნესის განვითარების ცენტრი

ბიზნესის განვითარების ცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც აჭარაში მოქმედებს. 

BDC 2009 წლის სექტემბერში, გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაფუძნდა. მის ძირითად მიზნად შეღავათიანი მატერიალური რესურსებისა და ტრენინგების მეშვეობით ახალი და დამწყები ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

2011 წელს პროექტის ბაზაზე შეიქმნა ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო რეგულარული კონსულტაციები და ტრენინგები კომპანიებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, ფინანსური პროდუქტები და მათზე ხელმისაწვდომობა, სამეწარმეო საფუძვლები, ბიზნეს სამართალი და სხვა. 

ბიზნესის განვითარების ცენტრი ბიზნეს ინკუბატორის პრინციპით მუშაობს. ბიზნესის ინკუბაცია არის ბიზნესის ხელშემწყობი პროცესი. მისი დანიშნულებაა, მიზნობრივი რესურსებისა და მომსახურების მიწოდების გზით ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის განვითარებას განვითარების საწყის ეტაპზე.

ეს მომსახურების სახეები და რესურსები იქმნება და იმართება ინკუბატორის მენეჯმენტის მიერ. მათი შეთავაზება ხდება როგორც უშუალოდ ინკუბატორის, ასევე მისი საკონტაქტო ქსელის მეშვეობით.

IMPACT HUB Tbilisi

IMPACT HUB Tbilisi

IMPACT HUB Tbilisi  Europe Foundation-თან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელმაც სამუშაო სივრცე 1000-ზე მეტ ადამიანს შესთავაზა. ის გახდა ადგილი, სადაც მეწარმეები, პროფესიონალები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები საკუთარ შესაძლებლობებს აერთიანებენ.

ხუთი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა 550-ზე მეტი საგანმანათლებლო აქტივობა, ვორქშოპი, ტრენინგი, ლექცია და ჩვენება, რომლებსაც 28 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. IMPACT HUB Tbilisi-ის საგანმანათლებლო პროგრამები ეხმარებიან სტარტაპებს, მეწარმეებს, ინოვაციებს, ქალების გაძლიერებას და ახალგაზრდების შთაგონებას.

IMPACT HUB Tbilisi, სხვა საინტერესო პროექტებთან ერთად, მართავს სტარტაპების პრე-აქსელერიზაციის პროგრამას, რომელიც 2021 წლის თებერვალში დაიწყო. ამ პროგრამის მიზანია სტარტაპების, მენტორებისა და პოტენციური ინვესტორების შეგროვება, რათა შეიქმნას სტარტაპ ეკოსისტემა. პროგრამა ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სტარტაპებზეა გათვლილი, რომლებსაც აქვთ ბიზნეს მოდელები ბაზრისთვის.

ცნობილი და დიდი სტარტაპ აქსელერატორების პროგრამებში მოხვედრა რთულია. თუმცა, ნამდვილი მუშაობა იწყება მაშინ, როდესაც ამ საზოგადოების წევრი ხდებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამაში ვირტუალურად მონაწილეობას თუ რეალურ გარემოში. მთავარია გახსოვდეთ, რომ იყოთ ფოკუსირებულები და სწავლასა და ზრდაზე ორიენტირებულები.

Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
თემის მიხედვით
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
Touch22 სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს
Touch22 სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს
თემის მიხედვით
Touch22 სტარტაპებისთვის 5000-ევროიან პრიზს აწესებს
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები თავიდან რომ იწყებდნენ
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები, თავიდან რომ იწყებდნენ
თემის მიხედვით
რას შეცვლიდნენ ქართული სტარტაპების დამფუძნებლები, თავიდან რომ იწყებდნენ


ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.