ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
25 ნოემბერი 2022, 16:53
2022-11-25
Forbes: სტარტაპების 90% წარუმატებელია — რა უნდა ვიცოდეთ დარჩენილ 10%-ზე
წარმატებულ სტარტაპებზე საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა. ამას ბევრი აკეთებს, თუმცა იშვიათად თუ შეხვდებით ინფორმაციას იმ გზებსა და საშუალებებზე რაც წარმატების საწინდარია. ერთი შეხედვით მარტივად განსახორციელებელი იდეა, რეალურად, ხშირად უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული.
რა გვჭირდება იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ და რამდენად რთულია წარმატებისაკენ მიმავალი გზა — გთავაზობთ Forbes-ის სტატიის თარგმანს.
რამდენი სტარტაპი მარცხდება?
ათი სტარტაპიდან ცხრა წარუმატებელია. ეს მძიმე და არასასიამოვნო ჭეშმარიტებაა, მაგრამ, ამავდროულად, დასაფიქრებელი და გასააზრებელი.
ოპტიმისტ სტარტაპერს დროდადრო სჭირდება რეალობის დოზა. ეს, ერთი შეხედვით, დამთრგუნველი სტატისტიკაც არა მეწარმეების შემართებისა და ენთუზიაზმის მოკვლას, არამედ მათ წახალისებას ემსახურება, რათა უფრო ჭკვიანურად და მეტი შემართებით იმუშაონ.
რა გამოარჩევთ წარმატებულ სტარტაპებს სხვებისგან?
წარმატებული სტარტაპების მრავალი მახასიათებელი არსებობს და მათზე საუბარი, ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება. ამჯერად წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებსა და მახასიათებლებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
1.პროდუქტი იდეალურია ბაზრისთვის
ამერიკულმა მულტინაციონალურმა ბიზნეს ჟურნალმა, Fortune-მა, გამოაქვეყნა სტარტაპების წარუმატებლობის «ძირითადი მიზეზი»:”ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელიც არავის არ უნდა». ამასთან ერთად, წარუმატებელი სტარტაპების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათგან 42% წარუმატებლობის მთავარ მიზეზად პროდუქტისადმი ბაზრის ნაკლებ დაინტერებას ასახელებს.
თუ თქვენ აპირებთ დიდი დროის დახარჯვას პროდუქტის შექმნაზე, მაშინ ეცადეთ, დაუთმოთ გარკეული დრო იმის დადგენას, რამდენად იქნება პროდუქტი იდეალური ბაზრისთვის.
2. მეწარმე არაფრის იგნორირებას არ ახდენს
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი, გარკვეულ ეტაპზე წარმატებული სტარტაპი Dijiwan დაიშალა, მისმა ლიდერებმა დაწერეს:
«მხოლოდ კარგი პროდუქტის იდეა და ძლიერი ტექნიკური გუნდი არ არის წარმატების გარანტი. იგნორირება არ უნდა გაუკეთოთ კომპანიის ბიზნეს პროცესებსა და პრობლემებს იმის გამო, რომ მიიჩნევთ, რომ ეს თქვენი საქმე არაა. ეს საბოლოოდ აუცილებლად მიგიყვანთ სავალალო შედეგებამდე».
მათ ჰქონდათ კარგი პროდუქტი და ძლიერი გუნდიც ჰყავდათ. რა აკლდათ? — ყურადღება არ მიაქციეს ბიზნეს პროცესების ძირითად ასპექტებს. აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს: «ჩემი საქმეა ხელმძღვანელობა», CMO ფიქრობს: «ჩემი საქმეა მარკეტინგი», წამყვანი დეველოპერი ფიქრობს: «ჩემი საქმეა კოდირება». მსგავსი მიდგომა დამღუპველია.
სტარტაპს არ შეუძლია პასუხისმგებლობების მსგავსი გადანაწილება. სტარტაპში ყველაფერი გაცილებით ორგანულია, რაც ნიშნავს იმას, რომ როლები და პასუხისმგებლობები ერთმანეთს ემთხვევა. წვრილმანები შეიძლება მომავალში დიდ პრობლემებად იქცეს.
წარმატებულ მეწარმეებს ესმით, რომ მათ უნდა იმუშაონ თავიანთ ბიზნესზე და არა თავიანთ ბიზნესში. ეს არის მთავარი განმასხვავებელი და წინაპირობა წარმატებული სტარტაპისა.
3. კომპანიის სწრაფი ზრდა
სწრაფი ზრდა არის ის, რაც მეწარმეებს «ესიზმრებათ», ინვესტორებს სჭირდებათ და ბაზრებს სურთ. სწრაფი ზრდა არის შესანიშნავი იდეის ნიშანი კონკურენტულ ბაზარზე.
ონლაინ საჩუქრების სერვისის, Wantful-ის, დამფუძნებლებმა აღიარეს, რომ მათ ვერ მიაღწიეს დაჩქარებულ ზრდას, რაც აუცილებელია შემდგომი კაპიტალისა და ნაბიჯების უზრუნველსაყოფად. მათ სჭირდებოდათ დაფინანსება, თუმცა, ვერ მიიღეს, რადგან კომპანია სწრაფად ვერ გაიზარდა. ეს იყო დასასრულის დასაწყისი.
კომპანია, რომელიც არ იზრდება, აუცილებლად კოტრდება. სტარტაპი არ უნდა დაკმაყოფილდეს ზღვრული ერთნიშნა ზრდის ტემპით და უნდა ეცადოს, ზრდამ სისტემატური სახე მიიღოს.
ადრეული სწრაფი ზრდა მომავალი წარმატების უტყუარი ნიშანია.
4. გუნდმა იცის, როგორ აღდგეს და მოახდიონოს ლავირება
ყველა სტარტაპს ჰყავს გუნდი და რაც უფრო მრავალმხრივია ის, უფრო მეტია წარმატების შანსიც. გუნდის მრავალფეროვნება გულისხმობს სწორ აზროვნებას. სტარტაპ გუნდებს უნდა ჰქონდეთ უნარი, შეცვალონ პროდუქტები, მოერგონ სხვადასხვა გეგმას, აითვისონ ახალი მარკეტინგული მიდგომა, შეცვალონ ინდუსტრიები, შეცვალონ ბიზნესი, ან თუნდაც გაანადგურონ ბიზნესი და ყველაფერი თავიდან დაიწყონ.
ეს ყველაფერი დაცემის შემდეგ აღდგენას ემსახურება. გუნდები, რომლებსაც შეუძლიათ ერთად «გამოჯანმრთელება» და რთული პერიოდის განმავლობაში ერთად ჰარმონიული მუშაობა, ყველაზე წარმატებულნი არიან.
ასევე, სტატისტიკურად, სტარტაპებს თანადამფუძნებლებით აქვთ უფრო მაღალი წარმატების მაჩვენებელი, ვიდრე კომპანიებს ერთი დამფუძნებლით. თანადამფუძნებლის ყოლა გაიმედებს. გეხმარება, თავიდან აიცილო ერთი ქარიზმატული ლიდერის შეცდომა, რადგან ყველაფერი შეთანხმების საფუძველზე წყდება. გარდა ამისა, თანადამფუძნებელს აუცილებლად ექნება უნარები, რაც თქვენ არ გაქვთ და პირიქით.
ბევრი იღბალია ჩართული ისეთ წარმატების ისტორიებში, როგორიცაა Google და Facebook, თუმცა, არსებობს უფრო მარტივი და პრაგმატული მიზეზებიც, რის გამოც სტარტაპები წარმატებას აღწევენ.
საერთო ჯამში, თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვილილი ოთხი მახასიათებელი, მაშინ თქვენ დიდი წარმატებისთვის ემზადებით.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.