ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Pinterest მოზარდების უსაფრთხოების ახალ ინსტრუმენტებს ნერგავს

Pinterest-მა დღეს უსაფრთხოების ახალი ინსტრუმენტების სერია წარადგინა, რომელიც მოზარდების უკეთ დაცვას ისახავს მიზნად. ფუნქციები, რომლებიც პირად პროფილებს, მიმდევრებზე მეტ კონტროლსა და შეტყობინებების უსაფრთხოების კონტროლს მოიცავს, კიდევ ერთი პოპულარული პლატფორმის, Instagram-ის მსგავსია.

კომენტარის დატოვება

Pinterest-ზე 16 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებს როგორც კერძო, ასევე საჯარო პროფილების შექმნა შეეძლებათ. თუ ისინი კონფიდენციალურობას აირჩევენ, მეგობრებთან დაკავშირება უნიკალური ბმულის გაგზავნით შეეძლებათ. პირადი პროფილები სხვებისთვის ხილვადი არ არის.

ეს Instagram-ზე მიღებული გადაწყვეტილების მსგასვია — პლატფორმა 16 წლამდე მომხმარებლებს პირადი პროფილების შექმნას სთავაზობს, თუმცა თინეიჯერებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, პროფილები საჯარო გახადონ.

გარდა ამისა, ყველა მომხმარებელს, მათ შორის 16 წლამდე მოზარდებს, თავიანთ მიმდევრებზე მეტი კონტროლი ექნებათ — შეძლებენ, გადახედონ და წაშალონ ისინი. 16 წლამდე მოზარდებისთვის მიმდევრები ავტომატურად წაიშლება და მათ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ.

ეს, სავარაუდოდ, იმ თინეიჯერების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, რომლებიც მიმდევრების გაზრდაზე ზრუნავდნენ. მათ ყველა მეგობრის ხელახლა დამატება მოუწევთ.

თუმცა, ცვლილებები აუცილებელია. 2023 წლის დასაწყისში NBC News-მა მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ იყენებენ პედოფილები Pinterest-ს. პლატფორმამ მშობელთა კონტროლის ახალი ფუნქციები და ასაკის გადამოწმების განახლებული პოლიტიკა დაამატა, რათა ახალგაზრდა მომხმარებლები უკეთ დაიცვას.

Pinterest ამბობს, რომ ყველა ახალი ფუნქცია და ცვლილება ამ კვირაში დაემატება.

კომპანიას თინეიჯერების უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით სჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა  ახალგაზრდებში ფართოდ გამოიყენება.

«ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ Gen Z ჩვენი ყველაზე სწრაფად მზარდი დემოგრაფიული კოჰორტაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მათ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ და კომფორტული გარემო შევუქმნათ». — თქვა Pinterest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ რედიმ.

მან ისაუბრა, როგორ დაეხმარა ახალგაზრდების მიერ საიტის გამოყენება Pinterest-ს თავისი მიზნების განხორციელებაში — პირველი არჩევანი ყოფილიყო ისეთი რამის დასაგეგმად, როგორიცაა მოგზაურობა და შოპინგი. კომპანიამ ასევე Gen Z ახალი აპლიკაციის, Shuffles-ის პოპულარობის გაზრდისთვის «გამოიყენა».

Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
თემის მიხედვით
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
ექსპერტების აზრით Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
თემის მიხედვით
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს

ასევე წაიკითხეთ
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
Instagram პოსტების მხოლოდ „ახლო მეგობრებთან“ გაზიარების საშუალებას მოგცემთ
Instagram პოსტების მხოლოდ „ახლო მეგობრებთან“ გაზიარების საშუალებას მოგცემთ
Instagram პოსტების მხოლოდ „ახლო მეგობრებთან“ გაზიარების საშუალებას მოგცემთ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.