ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა

Microsoft-ის მხარდაჭერით OpenAI-მა ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა. ChatGPT Professional ახლა თვეში 42 აშშ დოლარადაა ხელმისაწვდომი. კვლევითმა ლაბორატორიამ ChatGPT-ის მონეტიზაციის გეგმები ერთი კვირის წინ გამოაცხადა.

კომენტარის დატოვება

ChatGPT-ის განახლებული, მაგრამ «ექსპერიმენტული» ვერსია ირწმუნება, რომ მაღალი მოთხოვნის დროსაც ხელმისაწვდომია, რეაგირების უფრო სწრაფი სიჩქარე აქვს, მუშაობს შეფერხების, ფანჯრების გათიშვის და ახალ ფუნქციებზე პრიორიტეტული წვდომის გარეშე, ასევე აქვს გაზრდილი API მოთხოვნის ლიმიტები.  

ChatGPT Professional გეგმის ზუსტი მახასიათებლები და ფასი შეიძლება მომხმარებლის სპეციფიკური საჭიროებებისა და OpenAI-სთან დადებული შეთანხმებების მიხედვით განსხვავდებოდეს. ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, რადგან შერჩევაზეა დაფუძნებული. კომპანიამ მომლოდინეთა სიის ბმული Discord სერვერზე გამოაქვეყნა.

გასული წლის ნოემბრიდან LLM-ზე დაფუძნებულმა ChatGPT-მ დიდი პოპულარობა მოიპოვა ტექსტებისა და იდეების ნულიდან გენერირებისთვის, მათ შორის, რთული ცნებების ახსნისთვის, კოდის დაწერისთვის და ა.შ.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა დაადასტურა, რომ გუნდი ვიდეო მოდელის გამოშვებაზეც მუშაობს. თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია.

2022 წლის დეკემბერში, ChatGPT-ის გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, მოდელის მზარდი პოპულარობისა და მისი პოტენციური ზემოქმედების გამო Google სარეკლამო შემოსავალზე შეშფოთდა. Google-ის სარეკლამო გუნდის ყოფილი ლიდერის, სრიდჰარ რამასვამის თქმით, ChatGPT-ის გამოყენებამ შეიძლება Google-ის ბმულებზე ნაკლები გადასვლა გამოიწვიოს, რაც კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანნაწილს მოიცავს. 2021 წელს Google-ის რეკლამის შემოსავალი 208 მილიარდი დოლარი იყო, რაც Alphabet-ის მთლიანი შემოსავლის 81%-ია.

გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი განიხილავენ, რითი უპასუხონ ChatGPT-ს. წელს ისინი 20-ზე მეტი AI-ზე დაფუძნებული პროდუქტის გამოშვებას გეგმავენ.

Google-ის წარმომადგენლებს ChatGPT-ის მზარდი პოპულარობა აშინებთ
Google-ის წარმომადგენლებს ChatGPT-ის მზარდი პოპულარობა აშინებთ
თემის მიხედვით
Google-ის წარმომადგენლებს ChatGPT-ის მზარდი პოპულარობა აშინებთ
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»

ასევე წაიკითხეთ
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.