ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს

თუ ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს. ეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმენმა თქვა. 

კომენტარის დატოვება

ევროკავშირი ახლა მუშაობს ხელოვნური ინტლექტის საკანონმდებლო რეგულირების პირველ პაკეტზე. სამუშაო ვარიანტის თანახმად, AI ინსტრუმენტები, მათ შორის, chatGPT, ვალდებულები იქნებიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია საავტორო უფლებებით დაცულ ნებისმიერ მასალაზე, რომელიც მათი სისტემების შესაქმნელად გამოიყენება. 

სემ ალტმენის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე OpenAI შეეცდება, მოერგოს რეგულაციებს. 

«ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის ამჟამინდელი პროექტი ზედმეტ რეგულირებას გულისხმობს. მაგრამ როგორც ვიცით, შერბილდება. ისინი ამაზე მუშაობენ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად, ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის განსაზღვრების შეცვლა». — უთხრა მან Reuters-ს. 

GPAIS (General Purpose AI System) არის კატეგორია, რომელსაც ევრო კანონმდებლები გვთავაზობენ ხელოვნური ინტელექტის ერთზე მეტი აპლიკაციის მქონე ინსტრუმენტების აღრიცხვისთვის. ასეთად მოიაზრებიან გენერაციული AI მოდელები, მაგალითად, ChatGPT.

ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი ვრცელია და ვრცელდება ყველაზე, ვინც ქმნის ისეთ პროდუქტს და სერვისს, რომელიც AI-ს იყენებს. დოკუმენტი მოიცავს AI სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ დააგენერირონ შინაარსი, პროგნოზები, რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. 

სემ ალტმენი: AI-მ შეიძლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს

თემის მიხედვით

ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?

ასევე წაიკითხეთ
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან

EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 

Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია

Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.