ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ

Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავისი ბლოგის, One Thing Better-ის მკითხველებს რჩევები მისცა იმაზე, თუ როგორ მივიღოთ ის, რაც გვსურს — რატომ უნდა შევწყვიტოთ დევნა და დავიწყოთ მიღება. Გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

კომენტარის დატოვება

ეს 2023 წლის ბოლო ბლოგია — საოცარი წელი გამოვიდა. Მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა, მომწერა, გააზიარა — ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დღეს ვაპირებ, სწრაფი, წლის შემაჯამებელი აზრი გაგიზიაროთ.

ოდესმე გიგრძვნიათ, რომ რაც უფრო მონდომებით მისდევთ რაღაცას, მით უფრო გშორდებათ?

გასული სამშაბათის ბლოგში იმის შესახებ დავწერე, თუ როგორ შეწყვიტოთ იმით შეპყრობა, რასაც ველოდებით. საპასუხოდ, მკითხველმა, სახელად სანდე გოლგარტმა მე-13 საუკუნის პოეტის, რუმის სიბრძნე გამოაგზავნა.

«როდესაც მივრბივარ იმისკენ, რაც ვფიქრობ, რომ მინდა, ჩემი დღეები სტრესისა და შფოთვის ღუმელი ხდება; თუ ჩემს ადგილას მოთმინებით ვჯდები ის, რაც მჭირდება, ჩემსკენ თავისით, ყოველგვარი ტკივილის გარეშე მოდის. Ვხვდები, რომ რაც მინდა და მსურს თავისით მეძებს და მიზიდავს».

შემდეგ სანდემ მომწერა: «როდესაც ბიზნესს ვაშენებ, არის ეს ბრძოლა ორ მიდგომას შორის —  გავაგრძელო დევნა თუ მშვიდად დაველოდო მოვლენების განვითარებას? გაქვთ რაიმე აზრი ან შეხედულება, რომელთა გაზიარებაც გსურთ?»

Პირველი, რაც გამახსენდა, პარტნიორის პოვნაა — ამ პროცესის დროს ბევრი რამის სწავლა შეიძლება. Როდესაც სასოწარკვეთილი ეძებ ვინმეს, დიდი ალბათობით, ვერ პოულობ. და როდესაც გადაწყვეტ, რომ უბრალოდ მშვიდად დაელოდო, სწორი ადამიანი თავისით მოდის. 

თუმცა, რუმის ამ სიბრძნეებმდე არ მიფიქრია, რამდენად ფართოდ ვრცელდება ეს ჩვენი ცხოვრების სხვა ნაწილებზე. ჩვენი ყველაზე სრულყოფილი პირადი ურთიერთობები შეიძლება შეიქმნას გზებით, რომლებსაც არ ვეძებდით. ჩვენი ყველაზე სრულფასოვანი სამუშაო შეიძლება იქ დავიწყოთ, სადაც არასდროს ვგეგმავდით.

ეს ჩემს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მართალია. ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა — მაგრამ იქამდე ჟურნალის შესახებ გაგონილიც არ მქონდა. მართალი გითხრათ, როდესაც პირველად დავუკავშირდი კომპანიას, ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი.

ეს წერის პროცესსაც ეხება. თუ მომდევნო წინადადების პოვნა მიჭირს, ან იმის გარკვევა — თუ საით მიდის ნაწერი, პასუხს კომპიუტერთან ჯდომით ვერ ვპოულობ. სამაგიეროდ ვდგები და სხვა რამეს ვაკეთებ.  სწორედ მაშინ, უცებ ვიცი, რა დავწერო.

Რატომ ხდება ეს? დარწმუნებული ვარ, მრავალი ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და შესაძლოა ბიოლოგიური მიზეზიც კი არსებობს. ამის ახსნას დარგის ექსპერტებს მივანდობ.

წლების წინ მე მალკოლმ გლადველს ვესაუბრე. მას სამუშაოს შესახებ ვესაუბრე და ვკითხე, როგორ ირჩევს პროექტებს, რომლებიც ასე გამორჩეულად არის «მალკოლმ გლადველი». როგორ განსაზღვრავს ის საკუთარ თავს? რა არის მისი ფილტრი?

მისმა პასუხმა გამაკვირვა. მან თქვა, რომ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს საკუთარი თავი საერთოდ არ განსაზღვროს.

«თვითშეფასება ძალზედ შემზღუდველია». — მითხრა მან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ვიწროდ განსაზღვრავთ, ვინ ხართ და რას აკეთებთ, მით მეტად გამოტოვებთ ყველა საოცარ შესაძლებლობას, რომელიც ამ ვიწრო განმარტებას არ შეესაბამება. 

მე მჯერა, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც რუმი წერდა, «თუ ჩემს ადგილას მოთმინებით ვჯდები, ის, რაც მჭირდება, ჩემსკენ თავისით, ყოველგვარი ტკივილის გარეშე მოდის».

როცა რაღაცას აქტიურად მივდევთ, თითქოს ვამბობთ: «მე მჭირდება ეს და ზუსტად ასე უნდა ვგრძოდნე თავს, სანამ არ დავეწევი».

თავის მხრივ, რასაც ჩვენ რეალურად ვამბობთ არის: «არ განვიხილავ არაფერ სხვას, რაც არ ემთხვევა ამ ძალიან ვიწრო განმარტებას». და როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ  უამრავ წარმოუდგენელ შესაძლებლობას, იდეასა და ადამიანს ვფილტრავთ.

პრობლემა ჩვენი ფილტრია. პრობლემა ჩვენი საკუთარი რწმენაა იმის შესახებ, რაც გვჭირდება.

როდესაც ჩვენ შესაძლებლობების ფართო სამყაროსთვის ღია ვართ,  ვპოულობთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — მაშინაც კი, თუ ის  ჩვენს თავდაპირველ სურვილებს არ ემთხვევა. გააფართოვეთ თქვენი საზღვრები. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო რამ შეიძლება იყოს ის, რასაც არ ვეძებდით.

გილოცავთ ახალი წელს. შევხვდებით 2024-ში.

One Thing Better: როგორ მიიღოთ უფრო სწრაფად ის რაც გსურთ
One Thing Better: როგორ მიიღოთ უფრო სწრაფად ის, რაც გსურთ
თემის მიხედვით
One Thing Better: როგორ მიიღოთ უფრო სწრაფად ის, რაც გსურთ
როგორ არ გვშურდეს იმის რაც სხვა ადამიანებს აქვთ ჩვენ კი — არა
როგორ არ გვშურდეს იმის, რაც სხვა ადამიანებს აქვთ, ჩვენ კი — არა
თემის მიხედვით
როგორ არ გვშურდეს იმის, რაც სხვა ადამიანებს აქვთ, ჩვენ კი — არა

ასევე წაიკითხეთ
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
11 აპრილს, სან-ფრანცისკოში, BetterUp’s Uplift-ის სამიტზე ცნობილმა ავტორმა და სპიკერმა, ჯეიმს ქლიერმა, რომელიც ყველაზე ცნობილი New York Times-ის ბესტსელერი წიგნითაა («ატომური ჩვევები», «Atomic Habits»), ჩვევების ჩამოყალიბების გასაღების შესახებ ისაუბრა.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
დაახლოებით 1 წლის წინ ChatGPT-ის გამოჩენამ ადამიანების მუშაობის სტილი სამუდამოდ შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველას ყავს პირადი ასისტენტი GPT-ს ან რომელიმე სხვა მსგავსი ჩათბოტის სახით, რომელიც მარტივ ამოცანებს ჩვენ ნაცვლად ასრულებს.  ავტორი: ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და CTO. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.