ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

One Thing Better: როგორ მიიღოთ უფრო სწრაფად ის, რაც გსურთ

Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავისი ბლოგის, One Thing Better-ის მკითხველებს მისცა რჩევები იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ კარიერა ან კომპანია ჩვენი საყვარელი საქმიანობით — როგორ მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების ნონეტიზაცია. გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

კომენტარის დატოვება
One Thing Better: როგორ მიიღოთ უფრო სწრაფად ის, რაც გსურთ

Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავისი ბლოგის, One Thing Better-ის მკითხველებს მისცა რჩევები იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ კარიერა ან კომპანია ჩვენი საყვარელი საქმიანობით — როგორ მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების ნონეტიზაცია. გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

დღევანდელი თემა: შეპყრობა იმით, რაც გიყვარს.

უკეთესი მიდგომა: კონცენტრაცია იმაზე, რაც გჭირდებათ. 

თქვენ გაქვთ ამბიციები! გეგმები! ლოდინის დრო არ არის!

და მაინც, წინ ყველაფერი ნელა მიიწევს. გაზზე ფეხის მიჭერა არ იცი.

აი პრობლემა: თქვენ ზედმეტად ხართ ორიენტირებული იმაზე, რაც გსურთ და არა — იმაზე, რაც გჭირდებათ. შედეგად, თქვენ შეიძლება გამოსავალი გამოგრჩეთ, რომელიც რეალურად თქვენს წინაშეა.

დღეს მე რჩევებს მოგცემთ, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ. დავიწყებ იმით, როგორ დავიწყე ამით ჩემი კარიერა.

ერთხელ ვიგრძენი, რომ გაჭედილი ვიყავი

აქ ვარ, ჩემს მაგიდასთან, ჩემს ერთ-ერთ პირველ სამსახურში კოლეჯის დამთავრების შემდეგ — მე ადგილობრივი გაზეთის რეპორტიორი ვიყავი — თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი.

სწრაფი ნახტომის გაკეთება მინდოდა. დიდი წასვლა მსურდა. მთავარ პუბლიკაციებზე მუშაობა, მთავარ საკითხებზე წერა!

წარმატების მოდელებს ვეძებდი, თუმცა, ამ პროცესმა დამთრგუნა: რეპორტიორები კიბეზე ასვლაში ნელ-ნელა წლებს ატარებდნენ — ერთი გაზეთიდან მეორეში გადადიოდნენ, ზოგჯერ მთელი კარიერის განმავლობაში.

ეს მე ვერ ვიქნები, გავიფიქრე. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რა გამეკეთებინა.

ამიტომ ვკითხე ჩემს თავს: რა მჭირდება წინსვლისთვის?

უმეტეს ინდუსტრიაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის იცნობ. მე არავის ვიცნობდი. ამიტომ, მე ჩავშალე ჩემი სიტუაცია იმ მიმართულებით, რაც გამოდადეგად მივიჩნიე და დღემდე ასე მგონია, და შევიტანე ჩემს წიგნში «აშენე ხვალისთვის».

იმიტომ, რომ ამის გაკეთების საშუალება მომცა:

იმის ოპტიმიზაცია შეძელი, რაც ხელმისაწვდომია

დაფიქრდი, რას ნიშნავს რაღაცის სურვილი.

სინამდვილეში, თქვენ საუბარი ერთდროულად სამ რამეზე მოგიწევთ:

უპირველეს ყოვლისა, უნდა ისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გაქვთ. შემდეგ — უფსკრულის (gap) შესახებ იმათ შორის, რაც გაქვთ და რაც გსურთ. და ბოლოს — თუ რა კარგი იქნება ამ რაღაცის ქონა.

მაგრამ, იცით, რა აკლია ჩამონათვალს? — პრაქტიკული, ცივი, ობიექტური შეხედულება იმის შესახებ, თუ რატომ არ გაქვთ ის, რაც გსურთ და რა არის საჭირო მის მისაღებად.

ამის გასარკვევად, თქვენი სიტუაცია სამ კატეგორიად დაყავით:

რა მაქვს: რეალურად რა სიტუაციაა? რა გაქვთ ახლა, კარგი და ცუდი?

რა მჭირდება: ეს არ არის ის, რაც თქვენ გინდათ. ეს არის ის, რაც გჭირდებათ, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ. რა უნარები, გამოცდილება ან რესურსებია ამისთვის საჭირო?

რა არის ხელმისაწვდომი: უბრალოდ ჩამოთვალეთ ის, რაც გჭირდებათ… რა შესაძლებლობები გაქვთ ხელმისაწვდომი, რომლებიც სასურველი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ?

ეს ბოლო კატეგორია ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდით განვმარტოთ: როდესაც ვამბობ «ხელმისაწვდომს», ახლავე ხელმისაწვდომს ვგულისხმობ. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხუთ წელიწადზე, ან სხვა სამყაროზე, ან იმაზე, რაც გსურთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც დღესვე არის შესაძლებელი.

რამდენიმე მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

ეს არ არის სრულყოფილი! მე არ ვამბობ, რომ თქვენი ყველა სურვილის გადაწყვეტა მყისიერია.

ეს არ არის ადვილი! ამ ახალ გზას დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

ეს არ არის მყისიერი! მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს რაღაცის გაკეთება შეგიძლია, არ ნიშნავს რომ ეს ხვალ ყველა პრობლემას მოაგვარებს. ეს სწორი გზის პოვნას ეხება და არა სწრაფ გამოსწორებას.

ეს ყველაფერი შეიძლება აბსტრაქტულად მოგეჩვენოთ. აი, როგორ გაიშიფრება ჩემს შემთხვევაში:

ჩემი სამი კატეგორია

შეგახსენებთ: როდესაც 22 წლის ვიყავი მინდოდა, ეროვნულ გამოცემებში დიდი ავტორი ვყოფილიყავი. მაგრამ, მე არ მქონია კავშირები და გამოცდილება

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი სამი კატეგორია ასე გამოიყურებოდა:

რა მაქვს: სამუშაო მაქვს, მაგრამ ეს კიბის ბოლოშია. ეს ნიშნავს, რომ მე გარშემორტყმული ვარ ადამიანებით, რომლებიც ასევე ბოლოში არიან და, სავარაუდოდ, წინსვლაში ვერ დამეხმარებიან

რა მჭირდება: მე უნდა ვისწავლო უკეთესი ავტორებისა და რედაქტორებისგან. მჭირდება წერის გამოცდილება უფრო დიდი პუბლიკაციებისთვის. ასევე მჭირდება ჩემი უნარების დამადასტურებელი მტკიცებულება — რა თქმა უნდა, მჯერა საკუთარი თავის, მაგრამ ბაზარზე დადასტურებული არ ვარ.

რა არის ხელმისაწვდომი: ფრილანსერობა. მწერლებს შეუძლიათ, რომ რედაქტორს ინდივიდუალური ისტორიის იდეა მიაწოდონ და თუ რედაქტორს მოეწონება, მასზე მუშაობას აუცილებლად დაავალებენ. შესაძლოა, ამ რედაქტორებმა ახლავე არ დამიქირაონ, მაგრამ მომცემენ შანსს, ერთი ამბავი დავწერო — რაც მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილებას მომცემს, რითაც ჩემს შესაძლებლობებს გავაუმჯობესებ და ჩემს ღირსებას დავამტკიცებ.

ეს გამოცხადებას ჰგავდა.

ამის გაკეთებამდეც, ვიცოდი, რა მინდოდა — ეს დიდ გამოცემებში მუშაობა იყო. მაგრამ არ მიფიქრია იმაზე, რაც მჭირდებოდა — ეს არ იყო მხოლოდ უკეთესი სამუშაო. მე ჩემი უნარების დახვეწა და გადახედვა მჭირდებოდა.

ვიფიქრე, გაზეთების სერიებში მუშაობამ მიზნამდე ვერ მიმიყვანა და იქნებ გამოსავალი ფრილანსერობაში ყოფილიყო.

ასე დავიწყე ამის გაკეთება — და მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი თავიდან ნელი იყო, ის ზუსტად ისე მუშაობდა, როგორც მე ვიმედოვნებდი. ფრილანსირებამ ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მომცა. შანსი მომეცა, უფრო მაღალ დონეზე მემუშავა და საბოლოოდ ის როლები მიმეღო, რაც მინდოდა. ჩემი დღევანდელი კარიერა ამ ერთი გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია.

ახლა თქვენი დროა

მე ეს ბიულეტენი სიჩქარის შესახებ შევქმენი — იმედგაცრუების შესახებ, რომელიც მიზნისკენ ნელა სიარულს მოაქვს. მაგრამ ეს არ არის მთლად სწორი, არა?

ჩვენ სწრაფად მოძრაობა არ გვჭირდება. რაც ჩვენ გვჭირდება, არის ვიგრძნოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.

ეს სხვადასხვა რამეა. ერთი მხოლოდ სისწრაფეს ეხება, მეორე — თვითდაჯერებას.

ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენ მყისიერი დაკმაყოფილება არ გჭირდებათ. პროგრესისა და კონტროლის გრძნობა უნდა გქონდეთ. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი მიზნისკენ სწორად მიდიხართ.

მაგრამ ამითვის უნდა იცოდეთ, რა გჭირდებათ.

10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად
10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად
თემის მიხედვით
10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად


ასევე წაიკითხეთ
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ
One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ
One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ
Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავისი ბლოგის, One Thing Better-ის მკითხველებს რჩევები მისცა იმაზე, თუ როგორ მივიღოთ ის, რაც გვსურს — რატომ უნდა შევწყვიტოთ დევნა და დავიწყოთ მიღება. Გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.