ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Nvidia-ს პრეზიდენტის, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ

ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI) — ხშირად მოხსენიებული, როგორც «ძლიერი AI», «ადამიანის დონის AI» ან «ზოგადი ინტელექტუალური მოქმედება» — ხელოვნური ინტელექტის სფეროში მნიშნველოვან ნახტომი იქნება.

ვიწრო AI-სგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტულ ამოცანებზეა მორგებული, როგორიცაა კონკრეტული პროდუქტის ხარვეზების გამოვლენა, ახალი ამბების შეჯამება ან ვებსაიტის შექმნა, AGI შემეცნებითი ამოცანების ფართო სპექტრის ადამიანის დონეზე შესრულებას შეძლებს. Nvidia-ს ყოველწლიურ GTC დეველოპერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, აღნიშნა, რომ  AI ჰალუცინაციები მოგვარებადია და ხელოვნურ ზოგად ინტელექტს 5 წელში ვიხილავთ.

კომენტარის დატოვება

ჰუანგს AGI-ის შესახებ კითხვებს ხშირად უსვამენ. კითხვის სიხშირე ლოგიკურია: კონცეფცია ეგზისტენციალურ კითხვებს ბადებს. AGI-ის გადაწყვეტილები და «განზრახვები» შესაძლოა ადამიანურ ღირებულებებს ან პრიორიტეტებს არ ემთხვეოდეს. არსებობს შეშფოთება, რომ მას შემდეგ რაც AGI ავტონომიისა და შესაძლებლობების გარკვეულ დონეს მიაღწევს, შეიძლება გახდეს მისი შეკავება ან კონტროლი შეუძლებელი გახდეს.

როდესაც ჟურნალისტები კითხვებს სხვამენ, ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის დასასრულის ზუსტ ვადებსა და AGI-ის საფრთხეებზე კონცენტრირდებიან. ზედმეტია იმის თქმა, რომ ხელოვნური ინტელექტის აღმასრულებელი დირექტორიები და პროფესიონალები ყოველთვის თბილად არ პასუხობენ ამ კითხვებს. 

თუმცა, ჰუანგმა პრესას გარკვეული დრო დაუთმო. პროგნოზირება, თუ როდის მივიღებთ სრულყოფილ AGI-ს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავთ AGI-ს — ამტკიცებს ჰუანგი და რამდენიმე პარალელს ავლებს: «დროის ზონების მიუხედავად, თქვენ იცით, როდის დადგება ახალი წელი. თუ მანქანით სან ხოსეს საკონფერენციო დარბაზში (სადაც წლევანდელი GTC კონფერენცია იმართება) მიდიხართ, იცით, რომ მიხვედით, როდესაც GTC-ის უზარმაზარ ბანერებს დაინახავთ. გადამწყვეტი წერტილი არის ის, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავიგოთ, რომ თქვენ მიხვედით — დროით თუ გეოსივრცობრივად.

«თუ ჩვენ დავაზუსტეთ, რომ AGI რაღაც ძალიან სპეციფიკური, ტესტების ნაკრებია, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამას შეუძლია ძალიან კარგად იმუშაოს — ან შესაძლოა 8%-ით უკეთესად, ვიდრე ადამიანების უმეტესობას — მე მჯერა, რომ ჩვენ იქ 5 წელიწადში მივაღწევთ». — განმარტავს ჰუანგი. 

კონფერენციის კითხვა-პასუხის სესიაზე ჰუანგს ჰკითხეს, რა უნდა გაეკეთებინათ ხელოვნური ინტელექტის ჰალუცინაციების მიმართ — ზოგიერთი AI-ის ტენდენცია, რომ ისეთი პასუხები შეადგინოს, რომლებიც დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. Nvidia-ს პრეზიდენტი ამ კითხვით აშკარად იმედგაცრუებული ჩანდა და ვარაუდობდა, რომ ჰალუცინაციები მოგვარებადია — უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ პასუხები კარგად გამოკვლეული არ არის.

კრიტიკული პასუხებისთვის, როგორიცაა ჯანმრთელობის რჩევები ან მსგავსი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი გვთავაზობს, რომ შესაძლოა სხვა რესურსისა და ცნობილი წყაროების გამოყენება წინსვლის გზა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ გენერატორს, რომელიც პასუხს გაძლევს, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თქვას: «არ ვიცი პასუხი თქვენს კითხვაზე» და ა.შ.

Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
თემის მიხედვით
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia და Google კვლავ გაერთიანდნენ ამჯერად ღია ენობრივი მოდელის Gemma-ს დახვეწის მიზნით
Nvidia და Google კვლავ გაერთიანდნენ, ამჯერად ღია ენობრივი მოდელის, Gemma-ს დახვეწის მიზნით
თემის მიხედვით
Nvidia და Google კვლავ გაერთიანდნენ, ამჯერად ღია ენობრივი მოდელის, Gemma-ს დახვეწის მიზნით
The Economist: დიდი ტექნოლოგიური კომპანიები და AI დომინაციისკენ სწრაფვა
The Economist: დიდი ტექნოლოგიური კომპანიები და AI დომინაციისკენ სწრაფვა
თემის მიხედვით
The Economist: დიდი ტექნოლოგიური კომპანიები და AI დომინაციისკენ სწრაფვა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.