Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი და მისი პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგინა.
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი და მისი პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგინა.
ხელოვნური ინტელექტის GPU-ების ახალ ოჯახს Blackwell ჰქვია. მისი პირველი წარმომადგენელი, Blackwell GB200 ბაზარზე 2024 წელს გამოვა. Nvidia-ს უახლეს ჩიპებს კომპანია TSMC აწარმოებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის თქმით, ეს არა მხოლოდ ჩიპი, არამედ მთელი პლატფორმაა.
Blackwell GB200-თან ერთად კომპანიამ წარმოადგინა მიკროსერვისების ნაკრები NIM, რაც გაამარტივებს AI-ის განთავსებას ნებისმიერ პროცესორზე — თუნდაც უფრო ძველ პროცესორებზე, რომლებიც არ იყო შექმნილი ხელოვნური ინტელექტისთვის.
ახალი ჩიპი ბევრჯერ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედები, რომლებიც დაფუძნებულია Hopper-ის 2022 წელს გაცხადებულ არქიტექტურაზე. დამატებითი სიმძლავრე მათ საშუალებას მისცემს, უფრო მასობრივი AI მოდელები გაწვრთნან.
Nvidia აღნიშნავს, რომ ახალი ჩიპები სპეციალურად შეიქმნა ტრანსფორმერი მოდელების გასაშვებად, რომლებსაც ეფუძნება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ChatGPT.
ახალი ჩიპები 27 ტრილიონი პარამეტრის მხარდაჭერას შეძლებენ. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც GPT 4-ს აქვს — 1.7 ტრილიონი პარამეტრი.