ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Nvidia და iPhone-ის მწარმოებელი Foxconn ააშენებენ AI ქარხნებს

მსოფლიოში ჩიპების ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Nvidia და iPhone-ის მწარმოებელი, Foxconn ეგრეთ წოდებული «AI ქარხნების» აშენებას აპირებენ.

კომენტარის დატოვება

კომპანიები ამბობენ, რომ ეს ახალი ტიპის ცენტრია, რომელიც Nvidia-ს ჩიპებს აპლიკაციების «ფართო სპექტრის» გასაძლიერებლად იყენებს. მათ შორისაა ავტონომიური მანქანების საწვრთნელი, რობოტიკის პლატფორმები და დიდი ენობრივი მოდელები.

ეს მას შემდეგ ხდება, რაც აშშ-მ ჩინეთში მოწინავე ჩიპების ექსპორტი შეაჩერა, რამაც Nvidia-ს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ვაშინგტონის მიერ ამ კვირაში გამოცხადებული უახლესი საექსპორტო შეზღუდვები ორი მაღალი დონის AI ჩიპს დაბლოკავს, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნა — A800 და H800.

ტაივანში დაფუძნებული Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანმა და Foxconn-ის თავმჯდომარემ, იანგ ლიუმ სიახლე Foxconn-ის ყოველწლიურ ტექნოლოგიურ გამოფენაზე, ტაიპეიში დააანონსეს.

«წარმოების ახალი ტიპი გაჩნდა — მონაცემთა ცენტრები, რომლებიც მას აწარმოებენ, ხელოვნური ინტელექტის ქარხნებია», — თქვა ჰუანგმა და დასძინა, რომ Foxconn-ს ამ ქარხნების გლობალურად ასაშენებლად საკმარისი გამოცდილება და მასშტაბები აქვს.

ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში კომპანიის მოწინავე ჩიპების გამოყენების წყალობით, Nvidia-ს საფონდო ბირჟის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რადგან მისი აქციების ღირებულება წელს სამჯერ გაიზარდა.

ეს საჯარო ვაჭრობის მეხუთე ამერიკული კომპანია გახდა, რომელიც ეგრეთ წოდებულ «ტრილიონის კლუბს» შეუერთდა — Apple, Microsoft, Alphabet და Amazon-თან ერთად.

თავისმხრივ, Foxconn, რომელიც მსოფლიოში Apple-ის პროდუქციის ნახევარზე მეტს აწარმოებს, თავისი ბიზნესის დივერსიფიკაციასა და პერსონალური კომპიუტერებისა და სმარტფონების აწყობაში წარმატებების გამეორებას ცდილობს.

ივნისში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ლიუმ BBC-ის განუცხადა, რომ ელექტრო მანქანები (EVs) არის ის, რაც მომდევნო ათწლეულებში კომპანიის ზრდას განაპირობებს.

იანვარში Foxconn-მა და Nvidia-მ პარტნიორობა ავტონომიური მანქანების პლატფორმების შემუშავების მიზნით გააფორმეს.

Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან
Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან
თემის მიხედვით
Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან

ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Nvidia-ს პრეზიდენტის, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ
Nvidia-ს პრეზიდენტის, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ
Nvidia-ს პრეზიდენტის, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ზოგად AI-ს 5 წელში მივიღებთ
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი AI ჩიპი წარმოადგინა
Nvidia და Google კვლავ გაერთიანდნენ, ამჯერად ღია ენობრივი მოდელის, Gemma-ს დახვეწის მიზნით
Nvidia და Google კვლავ გაერთიანდნენ, ამჯერად ღია ენობრივი მოდელის, Gemma-ს დახვეწის მიზნით
Nvidia და Google კვლავ გაერთიანდნენ, ამჯერად ღია ენობრივი მოდელის, Gemma-ს დახვეწის მიზნით
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.