29 მარტს, 19:00 საათზე, გაიმართება Agile Meetup აქტუალურ თემაზე — Agile პროფესიონალების შერჩევა და განვითარება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია >> გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები.
რეგისტრაცია დასრულდება 27 მარტს, 17:00 საათზე. დეტალები იხილე ბმულზე 👈
Global Matchup By Arrival
Global Matchup ვირტუალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Metaverse-ში ტარდება და ორგანიზებას Arrival უწევს.
28 მარტს გაიმართება მორიგი ვირტუალური შეხვედრა, რომელიც 200 ადამიანს გააერთიანებს, მათ შორის, ანტრეპრენერებს, ინვესტორებს, ტექ ენთუზიასტებს და მედიის წარმომადგენლებს.
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე დაშვების ლოდინის დრომ შესაძლოა 5-დან 15 წუთამდე გასტანოს.
Touch RGB — Digital Design Festival
11 აპრილს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში დიზაიინს ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონული დიზაინ-საზოგადოებების მხარდაჭერა და ხელი შეუწყოს დიზაინის უნარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
ფესტივალი შეეხება 3 მთავარ თემას და სპიკერებიც შესაბამისად არიან შერჩეულები:
UI/UX დიზაინი;
გენერაციული დიზაინი (კრეატიული, AI, ახალი მედია);
იმერსიული დიზაინი;
ღონისძიება დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, პორტფოლიო რევიუებით, ვორქშოფებით, ნეთვორქიგით და დისკუსიებით.
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით.
3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
დასწრება თავისუფალია, თუმცა დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია 👈
დამატებითი ინფორმაცია AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე 👈
ფინანსურ ტექნოლოგიური სიმპოზიუმი «ხარები»
გინდა, დაესწრო წლის მთავარ ბიზნეს სიმპოზიუმს?
მონიშნე 25 მაისი კალენდარში და დაესწარი საუკეთესო სპიკერების გამოსვლებს, მიიღე საჭირო გამოცდილებები საუკეთესო ფინანსიტებისა და ტექნოლოგიური ექსპერტებისგან და გაერთე!
კრიპტო ბაზრის რიგით მესამე საიუბილეო ღონისძიება ჩატარდება 25 მაისს რესპუბლიკა-ში! ამ წლის კრიპტო ბაზრის დღესასწაულის მთავარი თემაა «ხარები».
ღონისძიების განმავლობაში, სტუმრები შეძლებენ დაესწრონ ინსპირაციულ გამოსვლებს.წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შერჩეული მნიშვნელოვანი თემები ფინანსებსა და ტექნოლოგიებზე.
ნებისმიერ სტუმარს შეეძლება თანამედროვე ბიზნეს მოდელების, მარკეტინგის, მენეჯმენტისა თუ ინვესტიციების მიმართულებით პრაქტიკული რჩევების მიღება, ამ ივენთზე გაიგებთ მეტს კრიპტოვალუტებზეც და შეხვდებით თქვენი ფილოსოფიის მქონე ადამიანებს.
ბილეთები გაიყიდება 3 რაუნდად, რადგან რაოდენობა შეზღუდულია. თითო რაუნდს აქვს კონკრეტული დრო, რის გასვლის შემდეგაც მოგიწევთ განსხვავებულ ფასად ბილეთის შეძენა. სამივე რაუნდის ბილეთი წვდომას მოგცემთ ყველა ქვემოჩამოთვლილ აქტივობებზე.
ყოველ წელს ეს უნიკალური ღონისძიება ინვესტიციების, ფინანსების, ტექნოლოგიების,მარკეტინგის ტენდენციებს და მომიჯნავე დარგების მიმართულებით უახლეს ცვლილებებს შეეხება.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად დაესწროთ ისეთი წარმატებული ადამიანების გამოსვლებს, როგორებიც არიან თეზი მაჭავარიანი, გოგა მელიქიძე, გიორგი ტუღუში, ნინო გორგაძე, ნიკოლოზ გოგოჭური, ირაკლი ერაძე და სხვები.
Arrival — 3D ვირტუალური სივრცეების პირველი ქართული გენერატორი
Arrival 3D ვირტუალური სივრცეების ქართული გენერატორია, რომელიც კომპანიებისა და კონფერენციებისთვის შეიქმნა. პლატფორმა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად, ვირტუალურ სამყაროში ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა — Metaverse უკანასკნელ პერიოდში ტექნოლოგიურ სამყაროში და უკვე მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეტაპობრივად იხვეწება.
dev.ge-სთან Arrival-ის იდეაზე, მუშაობის მექანიზმზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანი კაზარიანმა ისაუბრა.
Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch Platform, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას TOUCH SUMMIT, წელს პირველად ატარებს MarTech ფესტივალს Touch.Point.