ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოში 1-ლი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და Touch Platform-ის ორგანიზებით, რომელიც უკვე 6 წელია საერთაშორისო ტექ. კონფერენციაებს მართავს, წელს, პირველად საქართველოში, Martech ფესტივალს — Touch.point-ს ატარებს. 

კომენტარის დატოვება

Touch.point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, როგორიცაა: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, სოც. მედიის მენეჯერები, ქონთენთ მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის ინჟინრები, ტექ. მეწარმეები თუ სხვა. 

ფესტივალის მთავარი მიზანია, აამაღლოს ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართ ცოდნა და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვას, მეტად შეუწყოს ხელი. 

ორგანიზატორებმა დაანონსეს სრული დღის წესრიგი. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან: 

  • ოკსანა ვალენტელის — «TikTok”-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი 
  • ენდი ჩაილდსი — «Meta”-ს ბიზნეს სტრატეგი და ფუტურისტი, გერმანია 
  • აიშა ხანი — «NIKE”-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია 
  • ერიკ შმალინი — «Media.Monks”-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 «EMMY”-ის მფლობელი, აშშ
  • ბერნარდო გონზალეზ — «Droga5”-ის კრეატიული დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ
  • ლაურა ვისკო — «GREY”- ის კრეატიული ხელმძღვანელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 
  • ჯასეკ მარკოვსკი — «Google» დიცრული რეკლამის არქიტექტორი 
  • ორსუნ ფისტიკი — «Salesforce» მარკეტინგის რეგიონალური ხელმღძვანელი 
  • ადამ ნოვაკოვსკი — «Meta» კრეატიული სააგენტოს პარტნიორი 
  • დევიდ ქოქკლი — ბიზნეს კონსულტანტი, ეფლში 27 წლიანი გამოცდილებით
  • სალი ქერქაძე — ლივინგსტონის ვებ დეპარტამენტის ხელმძღვანელი 
  • მარიამ ლელაშვილი — Optio-ს უფროსი პროდუქტ ოფიცერი 
  • სანდრო ჯავახიშვილი — JWT Metro სტრატეგიის ხელმძღვანელი 
  • ჯინო დოლინი — ტერმინალი, CEO 
  • ნინი ჩაჩანიძე — Veli.Store, მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი 
  • ვახტანგ მდივანი — Promofy.app, პროდუქტის ხელმძღვანელი
  • გიორგი ავალიანი — Holy Motors, დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი 
  • რუსუდან გიგინეიშვილი — Evido, Country Manager 
  • მარიამ მენთეშაშვილი — PRS IN VIVO, ინსაითის ანალიტიკოსი 
  • გიორგი კინწურაშვილი — საქართველოს ბანკი, ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ხელმძღვანელი 
  • შოთა ჩინჩალაძე — დამოუკიდებელი ბრენდ ექსპერტი 
  • სალი დადიანი — თი ბი სი ბანკი, ციფრული ბრენდ მენეჯერი 
  • გივი ჩხარტიშვილი — Hapttic, პროდუქტის ლიდი 

პროგრამა დატვირთული იქნება პრეზენტაციებით,პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთვორქინგითა და საღამოს წვეულებით. 

ფესტივალის მთავარი თემებია: 

  • მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი 
  • მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები 
  • ბრენდი და კულტურა
  • მომხმარებლის ქცევა 
  • ციფრული ქონთენთი და «სთორითელინგი» 
  • მარკეტინგი მეტავერსში

ყველა დამსწრეს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს AI კრეათონში და AI-ს გამოყენებით, მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოსცადოს თავი. ყყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს საინტერესო ჯილდოებიც ელის ღონისძიების პარტნიორებისგან. 

პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ადგილები შეზღუდულია. 

ფესტივალის პარტნიორები არიან:  თბილისი მედია სითი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარა ჯგუფი, დ-ბლოკი, კეტარის ფონდი, სელფი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,ევიდო, ალტა, ნოქსტონი, ბრიდი, ლოვენბრაუ, ბორჯომი.  

მაისისა და ივნისის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში
მაისისა და ივნისის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში
თემის მიხედვით
მაისისა და ივნისის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში

ასევე წაიკითხეთ
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპების პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპების პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპების პროდუქტებისთის
GITA-მ ზოგიერთი რეგიონისთვის ინოვაციების 25 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
GITA-მ ზოგიერთი რეგიონისთვის ინოვაციების 25 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
GITA-მ ზოგიერთი რეგიონისთვის ინოვაციების 25 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
Do IT in Georgia — GITA-მ IT განათლების პროექტი წარადგინა
Do IT in Georgia — GITA-მ IT განათლების პროექტი წარადგინა
Do IT in Georgia — GITA-მ IT განათლების პროექტი წარადგინა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტი Do IT in Georgia წარადგინა. პროექტის მიზანია, შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, თავიანთი სასწავლო კურსები განათავსონ და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ. 
Do IT in Georgia — GITA IT ტრენინგ პროვაიდერებისთვის  ახალ პროექტს წარადგენს
Do IT in Georgia — GITA IT ტრენინგ პროვაიდერებისთვის ახალ პროექტს წარადგენს
Do IT in Georgia — GITA IT ტრენინგ პროვაიდერებისთვის ახალ პროექტს წარადგენს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.