Touch.Point — საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი 9 ივნისს ჩატარდება
Touch Platform, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას TOUCH SUMMIT, წელს პირველად ატარებს MarTech ფესტივალს Touch.Point.
Touch Platform, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას TOUCH SUMMIT, წელს პირველად ატარებს MarTech ფესტივალს Touch.Point.
Touch.Point 9 ივნისს ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში ეფექტური დანერგვის ხელშეწყობა.
Touch.Point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის განყოფილებების ხელმძღვანელი, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, ბრენდის მენეჯერები სოციალური მედიის მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ანგარიშების მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის დიზაინერები, ტექნიკური მეწარმეები და სხვები).
პროგრამა დატვირთული იქნება ძალიან საინტერესო პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეატონით, ქსელური და საღამოს წვეულებებით.
Touch.Point-ზე აუდიტორიის წინაშე 25 საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი წარსდგება.
მათ შორის:
ღონისძიებაზე შეიკრიბება 1000-ზე ემტი ადამიანი 10-ზე მეტი ქვეყნიდან.
ფესტივალის ძირითადი თემებია:
ყველა დამსწრეს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს AI Creathon-ში და საკუთარი ძალები AI-ის გამოყენებით მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოსცადონ. ყველაზე გამორჩეული ნამუშევრებისთვის ღონისძიების პარტნიორებისგან საინტერესო ჯილდოებს ელოდებით.
ბილეთების შესაძენად გადადით ამ ლინკზე 👈