სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup გაიმართა
28 მარტს Arrival-მა მეტავერსში, Decentraland-ის სივრცეში, ახალი პროექტის, Global Matchup-ის ფარგლებში ტექ საზოგადოებას უმასპინძლა.
28 მარტს Arrival-მა მეტავერსში, Decentraland-ის სივრცეში, ახალი პროექტის, Global Matchup-ის ფარგლებში ტექ საზოგადოებას უმასპინძლა.
მეტავესში ღონისძიებების ჩატარება სტარტაპ Arrival-მა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო და გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოდან იმერსიულ სამყაროში საზოგადოება მიიწვია.
მას შემდეგ ჩატარდა ათობით ივენთი ჩატარდა სხვადასხვა ვირტუალურ სამყაროში. ამჯერად Arrival-მა კიდევ ერთი ახალი პროექტის — Global Matchup-ის ფარგლებში, Decentraland-ში უმასპინძლა ტექ საზოგადოებას.
ღონისძიების მიზანია, იმერსიულ სამყაროში შეკრიბოს ტექ ენთუზიასტები, შექმნას და გაამრავალფეროვნოს მეტავერს ივენთების გამოცდილება, ააშენოს ერთგვარი ხიდები ინვესტორებსა და ანტრეპრენერებს შორის, გააჩინოს სტარტაპების ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ეკოსისტემის გაძლიერებას.
Global Matchup-ის აუდიტორია შედგებოდა ტექნოლოგიით დაინტერესებული პირების, ანტრეპრენერების, ინვესტორიებისა და სტარტაპ საზოგადოების წარმომადგებლებისგან.
Global Matchup-ს მოდერაცია AXEL-ის დირექტორმა — ირო ცაგარეიშვილმა გაუწია.
მასთან ერთად ივენთი გახსნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ — ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში — ლევან ყულიჯანიშვილმა.
მოგვიანებით სცენა თანმიმდევრულად დაიკავეს სპიკერებმა: მარიამ შარანგია (Project Manager at Meta), ისრაელ პონსი (President of VC and Angel Investment) და მარსელ დრიჯე (Startup Ecosystem Advisor).
მათ ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: წარმატება ანტრეპრენერშიპში, მენტორობა სტარტაპ ეკოსისტემაში, ინვესტიციების მოზიდვა და სტარტაპ კომუნის მნიშვნელობა.
ივენთის ოფიციალური ნაწილი კი ანტრეპრენერების გამოსვლებით დასრულდა. ინვესტორებს თავიანთი პროექტები წარუდგინეს:
საბოლოოდ კი, decentraland-ის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ვირტუალური წვეულება შედგა.