ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AgileXchange განახლებული ფორმატითა და ყველაზე აქტუალური საკითხებით ბრუნდება

საქართველოში ორი მნიშვნელოვანი Agile სამიტის ორგანიზების შემდეგ, Agile Mentor 2024 წელს პირველ ღონისძიებას გამართავს — განახლებული ფორმატით, საერთაშორისო სპიკერებითა და ყველაზე აქტუალური საკითხებით. სამიტი 26 აპრილს, 6 საათზე, The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

AgileXchange Vol. 3-ის ერთ-ერთი სპიკერი Kanban Guide-ის თანაავტორი, Kanplexity-სა და Xagility-ის ავტორი, ჯონ კოულმანი იქნება, რომელიც 2022 წელს Agile-ის მიმართულებით Top 50 გლობალურ მოაზროვნე ლიდერს შორის დასახელდა. ამასთან, ის ProKanban.Org-ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი Kanban ტრენერი (PKT) და Scrum.org-ის პროფესიონალი Scrum ტრენერია (PST).

კოულმანთან ერთად აუდიტორიის წინაშე SeedingEnergy-ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ICAgile სერტიფიცირებული ტრენერი და Management 3.0 ფასილიტატორი, კრისტოფ მარტინოტი წარსდგება, რომელსაც Business Agility-ის, პროდუქტების განვითარების, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

«Agile Mentor-ში გვჯერა, რომ ამ ღონისძიებით შევძლებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეჯაილ Community საქართველოში და ხელი შევუწყოთ საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე». — ვკითხულობთ ორგანიზატორების Facebook გვერდზე.

3-საათიანი ღონისძიების განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ

  • დაუსვათ კითხვები Agile ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს.
  • დაესწროთ პანელურ დისკუსიას, სადაც წამყვანი ქართული Agile ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ.
  • ჩაერთოთ ნეთვორქინგში: გაიცნოთ Agile პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.

ღონისძიების გენერალური მხარდამჭერები თიბისი ბანკი, ჯი პი აი ჰოლდინგი — ვენის სადაზღვევო ჯგუფი და Apeople არიან. 

ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech და Develor.

AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნია
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, ალისტერ ქობერნია
თემის მიხედვით
AgileXchange Vol. 2 —  მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, ალისტერ ქობერნია
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება 
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება 
თემის მიხედვით
AgileXchange — 4 ივლისს საქართველოში პირველი ფიზიკური Agile სამიტი ჩატარდება 
Agile Mentor — კომპანია რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს
Agile Mentor — კომპანია, რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს
თემის მიხედვით
Agile Mentor — კომპანია, რომელიც საქართველოში Agile პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს

ასევე წაიკითხეთ
Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია
Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია
Thoughtworks თიბისის სტრატეგიული პარტნიორია
უკვე ერთ წელზე მეტია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კიდევ უფრო გასამარტივებლად და ასაჩქარებლად თიბისიმ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. 
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისის ეჯაილ გუნდი Agile Prague-ის კონფერენციაზე
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. 
„რესპუბლიკაში
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
„რესპუბლიკაში" Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით Agile Summit გაიმართა
31 ოქტომბერს «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი სპიკერი «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორი ალისტერ ქობერნი იყო. ის ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო. 
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.