ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Arrival — 3D ვირტუალური სივრცეების პირველი ქართული გენერატორი

Arrival 3D ვირტუალური სივრცეების ქართული გენერატორია, რომელიც  კომპანიებისა და კონფერენციებისთვის შეიქმნა. პლატფორმა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად,  ვირტუალურ სამყაროში ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა — Metaverse უკანასკნელ პერიოდში ტექნოლოგიურ სამყაროში და უკვე მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეტაპობრივად იხვეწება. 

dev.ge-სთან Arrival-ის იდეაზე, მუშაობის მექანიზმზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანი კაზარიანმა ისაუბრა.

კომენტარის დატოვება
Arrival — 3D ვირტუალური სივრცეების პირველი ქართული გენერატორი

Arrival 3D ვირტუალური სივრცეების ქართული გენერატორია, რომელიც  კომპანიებისა და კონფერენციებისთვის შეიქმნა. პლატფორმა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად,  ვირტუალურ სამყაროში ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა — Metaverse უკანასკნელ პერიოდში ტექნოლოგიურ სამყაროში და უკვე მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეტაპობრივად იხვეწება. 

dev.ge-სთან Arrival-ის იდეაზე, მუშაობის მექანიზმზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანი კაზარიანმა ისაუბრა.

  • როდის და რა მიზნით შეიქმნა Arrival?

Arrival-ის შექმნის იდეა კოვიდის პერიოდში გაჩნდა — ყველანი ჩაკეტილები ვიყავით, სამსახური ონლაინ გვქონდა და ვერც ღონისძიებებს ვესწრებოდით. ვიდეო ზარები კი დროთა განმავლობაში მოსაწყენი გახდა და ეფექტურობა დაკარგა. ამიტომ შეხვედრების ჩატარება Metaverse სივრცეებში გადავწყვიტეთ, სადაც მონაწილეობა უფრო საინტერესო და სახალისო იქნებოდა. იდეა იმდენად მოგვეწონა, რომ მალევე გავედით საერთაშორისო ბაზარზე და დიდი კონფერენციების ჩატარებაც დავიწყეთ. ჩვენ კომპანიებს ჰიბრიდულ და სრულიად ვირტუალურ ღონისძიებებს ვთავაზობთ. 

  • როგორ მუშაობს Arrival? როგორ განვითარდა შექმნიდან დღემდე?

ამჟამად software პლატფორმაზე ვმუშაობთ, სადაც ნებისმიერი ორგანიზაცია ვირტუალური სივრცის შექმნას, სპიკერებისა და ბრენდინგის დამატებას, სტუმრების მოწვევას, სასურველი დიზაინის ინტეგრირებასა და არჩევას თავად შეძლებს. მოკლედ, თითქმის ყველაფერი, რაც ძირითადად რეალურ სამყაროში ჩატარებულ ღონისძიებებზე გვხვდება, შეუძლიათ, ვირტუალურ სამყაროში გადმოიტანონ. ეს პლატფორმა ჯერ შემუშავების პროცესშია, იქამდე კი ჩვენი სერვისის საზოგადოებისთვის გაცნობას  ვცდილობთ — ვესაუბრებით კომპანიებს, კონფერენციების ორგანიზატორებს. 2024 წლის დასაწყისში უკვე მზად გვექნება MVP, რაც დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას მოგვცემს.

  • როგორ იყენებს Arrival Metaverse-ს ვირტუალური ღონისძიებების გამოცდილების გასაუმჯობესებლად?

ჩვენს software პლატფორმაში დიდი ვირტუალური სივრცეების API-ები იქნება ინტეგრირებული. ყველა არსებულ Metaverse პლატფორმას ჩვენს software პლატფორმაში დავამატებთ და ყველასთვის ხელმისაწვდომს გავხდით. Arrival უშუალოდ ვირტუალურ სამყაროს არ ქმნის, არამედ აგენერირებს სივრცეებს უკვე არსებულ Metaverse პლატფორმებზე. როგორც ამბობენ: «არ შექმნა ის, რაც უკვე არსებობს». ეს ფრაზა იდეალურად ერგება ჩვენს სტარტაპს, რადგან ვიყენებთ იმას, რაც უკვე არსებობს და მის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. 

  • რა უპირატესობა აქვს  Arrival-ის მომსახურებით სარგებლობას?

Metaverse-ის ვირტუალურ სამყაროში შესვლისა და ღონისძიების დამოუკიდებლად ჩასატარებლად, უპირველეს ყოვლისა, IT-ისა და კოდირების ცოდნა გჭირდება. ეს კი საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამინურ რესურსს მოითხოვს. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერი ორგანიზაცია, ვირტუალურ სამყაროს შექმნის აღნიშნული და სხვა უნარებისა და ხარჯების გარეშე.  ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც Arrival-ს გააჩნია. 

  • დამატებით რას სთავაზობთ თქვენი პლატფორმით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს?

სანამ უშუალოდ პლატფორმის MVP შეიქმნება, მანამდე ჩვენი გუნდი ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო ტექნიკური, თუ ინტელექტუალური რესურსით ეხმარება, რომელიც ვირტუალურ სამყაროში ღონისძიების ჩატარებისთვის არის საჭირო.
ჩვენი გუნდის მეშვეობით ხდება ვირტუალი სივრცის მოწყობა, კომპანიის ბრენდინგის, ბანერების, სასურველი ვიზუალების ინტეგრირება
ამასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია, მათთვის დღის წესრიგი შევქმნათ, დავეხმაროთ  სტუმრების მოწვევაში,  სპონსორებისა და სპიკერების ჩართულობაში. 

ანი კაზარიანი
  • როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება — როგორ უნდა მოგმართონ პოტენციურმა მომხმარებლებმა?

ჩვენთან დაკავშირება ძირითადად Linkedin-ის ოფიციალური გვერდიდან და ვებსაიტიდან ხდება. ვები ასევე იძლევა დემო ვერსიის დაჯავშნის შესაძლებლობას. მოთხოვნის მიღების შემდეგ ჩვენი გუნდის წევრები დაინტერესებულ პირს უკავშირდებიან და პირად თუ ვირტუალურ შეხვედრაზე, განიხილავენ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ დეტალებს.

გარდა ამისა, ხშირად ვესწრებით სამიტებსა და კონფერენციებს მსოფლიოს მასშტაბით როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ სივრცეებში. ეს კი მომავალ პარტნიორებთან დაკავშირების საუკეთესო საშუალებაა. 

  • ვინ არიან თქვენი კლიენტები? რა ტიპის კომპანიები და ინდუსტრიები სარგებლობენ Arrival-ის სერვისებით?

იქიდან გამომდინარე, რომ ინოვაციური იდეის მქონე, ტექ სტარტაპი ვართ,
ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია  Web3 და Fintech ორგანიზაციები არიან. ამ ინდუსტრიების წარმომადგენლები შედარებით მეტ ცოდნას ფლობენ Metaverse ვირტუალურ სამყაროზე. შესაბამისად,  საქმიანი ურთიერთობა ორივე მხარისთვის მეტად საინტერესო და ეფექტურია.

თუმცა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა მრავალი ინდუსტრიის წარმომადგენელთან, რომელსაც სურვილი აქვს ინოვაციური გზებით ჩაატაროს ღონისძიებები და შეხვედრები ვირტულურ სამყაროში. 

  • რა სირთულეები შეგხვდათ Arrival-ის დაფუძნების დროს და როგორ გაუმკლავდით მათ?

უპირველეს ყოვლისა, მთავარ სირთულეს წარმოადგენს ინდუსტრია, რომლის შესახებაც მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც საზოგადოებრივი ცნობიერება საკმაოდ დაბალია, ხშირად კი არარელევანტურ, ცრუ ინფორმაციებსა და ვარაუდებზე დაფუძნებული. თუმცა, ჩვენ ვიღებთ ამ  გამოწვევის და განათლების ნაწილის გამარტივებას ვცდილობთ — გვსურს, რომ დაინტერესებულ პირებს ყველაფერი გასაგებად, მაქსიმალურად მარტივი ენით ავუხსნათ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით. 

ბევრი სხვა სტარტაპის მსგავსად, კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც გვაქვს ფინანსური ნაწილია. ასეთი პლატფორმის შექმნას დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ამიტომ დაფინანსება აუცილებელია.

  • რა არის Arrival-ის უახლოესი და გრძელვადიანი გეგმები?

სანამ ჩვენი პლატფორმა მზად იქნება, გვსურს, რომ თვეში მინიმუმ სამი ღონისძიება ჩავატაროთ.  მაგალითად, ნოემბერში ორი ღონისძიება ჩავატარეთ. შემდეგი თვიდან ამ შედეგის გაუმჯობესება გვსურს. გვჯერა, რომ სამომავლოდ მასშტაბებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. საუკეთესო შემთხვევაში ყველა, ვისაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ფინანსების დაზოგვით და ინოვაციური გზებით ენდომება, ჩვენს პლატფორმას გამოიყენებს.



ასევე წაიკითხეთ
სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup გაიმართა
სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup გაიმართა
სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup გაიმართა
დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს შეეხება — სია
დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს შეეხება — სია
დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს შეეხება — სია
ამ ნიუსში თავმოყრილია ღონისძიებები, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს შეეხება და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩატარდება. მასალა შესაძლოა განახლდეს და დაემატოს ინფორმაცია სხვა ღონისძებების შესახებ.
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
ერაივალი (Arrival) პირველი ქართული Metaverse ღონისძიებების სტარტაპია, რომელიც კომპანიებს ვირტუალურ სამყაროში ინტერაქციული ივენთების ჩატარებაში ეხმარება. «ჩვენი მისიაა, მონაწილეებს მივცეთ შესაძლებლობა, ვირტუალურ ღონისძიებებზე დინამიკური და სახალისო გამოცდილება შექმნან და მიიღონ» — ვკითხულობთ ერაივალის ვებ-გვერდზე.
Girls in Web3 - ARRIVAL-ის ორგანიზებით მეტავერსში ​მე-5 კონფერენცია ჩატარდა
Girls in Web3 - ARRIVAL-ის ორგანიზებით მეტავერსში ​მე-5 კონფერენცია ჩატარდა
Girls in Web3 - ARRIVAL-ის ორგანიზებით მეტავერსში ​მე-5 კონფერენცია ჩატარდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.