ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თორნიკე მჟავანაძე: "აგენტებზე" კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს

აგრო ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის დირექტორი თორნიკე მჟავანაძე იმ საფრთხეებზე ლაპარაკობს, რომლებიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების» კანონის დამტკიცებას მოჰყვება. 

კომენტარის დატოვება
თორნიკე მჟავანაძე: "აგენტებზე" კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს

აგრო ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის დირექტორი თორნიკე მჟავანაძე იმ საფრთხეებზე ლაპარაკობს, რომლებიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების» კანონის დამტკიცებას მოჰყვება. 

DG Systems სტარტაპია, რომელიც ფლობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს თანამედროვე სასათბურე ინდუსტრიაში მდგარი რიგი ფუნდამენტური გამოწვევების საპასუხოდ.

გადაცემაში «რეალური სივრცე» თორნიკე მჟავანაძემ თქვა, რომ ეს ინოვაციური პროექტი და ტექნოლოგიები საქართველოში ხელმისაწვდომი არ იქნებოდა, რომ არა «ევროკავშირის სათანადო მხარდაჭერა და ფულადი დახმარება». 

მისივე თქმით, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში ამ ეტაპზე ახალი, ფრთხილი, მოწყვლადია. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის სარისკოა. 

«ამას ემატება ის, რომ ჩვენთან ახლა იღვიძებს ვენჩერული კაპიტალის ბაზარი. კაპიტალს აქვს მადა და ამ მადაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. ნებისმიერმა მცირე ჩარევამ შესაძლოა ამ კაპიტალს და არა მხოლოდ მას, არამედ მთლიანად ეკოსისტემას, რომელიც მომართულია ჩვენზე, მადა დაუკარგოს და საერთოდ გავიდნენ ბაზრიდან». — ამბობს თორნიკე მჟავანაძე. 

მისივე თქმით, ესაუბრა სტარტაპების, ფონდების, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ყველა მათგანი მიანიშნებს, რომ შესაძლოა «აგენტების კანონის» მიღებას ინვესტიციების გადინება მოჰყვეს. 

«ყველა მიგვანიშნებს, რომ ის ფინანსები, ის დოტაციური რესურსი, რაც აქამდე არსებობდა, უკეთეს შემთხვევაში, ძნელად ხელმისაწვდომი გახდეს. უარეს შემთხვევაში — საერთოდ დავკარგოთ. სად წავა ბიზნესი, თუ მას გამოვაცლით რესურსს — ბიზნესი ყოველთვის იქ წავა, სადაც ამ რესურსის მოპოვების საშუალება იქნება, რასაც მოჰყვება ინტელექტუალური რესურსების, იდეების, ინოვაციების გადინება.

ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება, არამედ ცოდნის კუთხითაც.  თუ ვაღიარებთ, რომ ეს ყველაფერი არის სიკეთეები — და ეს არის დიდი სიკეთეები — თუ ეს სფერო გახდა და სასწორის ერთ პინაზე დევს ეს ყოველივე, რა დევს მეორე პინაზე ამაზე უკეთესი — ამაზე პასუხი არ მაქვს». — თქვა თორნიკე მჟავანაძემ «რეალურ სივრცეში». 

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

ამ ვარიანტის მიხედვით, შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურორს უნდა წარედგინოს. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!



ასევე წაიკითხეთ
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
ნახეთ, ვინ გაიმარჯვა ForSet-ის სიძულვილის ენის ჰაკათონში
ნახეთ, ვინ გაიმარჯვა ForSet-ის სიძულვილის ენის ჰაკათონში
ნახეთ, ვინ გაიმარჯვა ForSet-ის სიძულვილის ენის ჰაკათონში
ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გენდერის ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება და სიძულვილით მოტივირებული ძალადობაა, რომელიც ქალებისა და კაცების მიმართ სხვადასხვანაირად ვლინდება. Საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ქალების მიმართ ამგვარი ძალადობა უფრო ხშირია. 
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივით სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივით სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა
Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივით სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი
ჯენ ზი ტექნოლოგიური ოსტატობითა და ინოვაციური აზროვნებით გამორჩეული თაობაა — ისინი დაწესებულ ნორმებს ცვლიან, საჭირო კითხვებს სვამენ და სასარგებლო პროდუქტებს ქმნიან.  წარმოგიდგენთ 5 ქართველ ჯენ ზი სტარტაპერს, რომელთა იდეამაც წარმატებას უკვე მიაღწია ან ამისკენ ეტაპობრივად მიიწევს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.