ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ნანა დიხამინჯია: რუსული კანონი პირდაპირ უაროფითად აისახება ტექნლოგიურ განათლებაზე

ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა დიხამინჯიას განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რუსული რეპრესიული კანონპროექტი IT-სა და ტექნოლოგიების სფეროზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში პროგრამების შეწყვეტას პროგნოზირებენ. 

კომენტარის დატოვება

ნანა დიხამინჯია ხაზს უსვამს, რომ ის დაფინანსებები, რომლითაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში არაერთი პროექტი ხორციელდება, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემოდის. 

ნანა დიხამინჯია 

«ბევრი ორგანიზაცია ზუსტად ამ გრანტების საფუძველზე მუშაობს. ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, განსაკუთრებით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. თუ ამ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ მოქმედების არეალი და გაუჭირდებათ მუშაობა ამ პირობებში, როდესაც მათ აგენტებს უწოდებენ და საზოგადოებაში რაღაც გაუგებარი სახელი აქვთ, ამასთან, ფინანსურად სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დაეკისრებათ, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება მათ მიერ შესრულებულ პროგრამებზე.

საერთაშორისო ორგანიზაციები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეიძლება საერთოდ აღარ გააგრძელონ პროექტები კანონის მიღების პირობებში. სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური განვითარება საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება IT-სა და ტექნოლოგიების სფეროზე.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნებისმიერმა წარმომადგენელმა წინააღმდეგობა გაუწიოს კანონის მიღებას, რადგან ეს კანონი პირდაპირ გვიბიძგებს რუსეთისკენ. ეს კანონი ხელს უშლის ევროპასთან ჩვენს ინტეგრაციას. ევროპასთან ინტეგრაცია ნიშნავს უკეთეს ტექნოლოგიურ განათლებას, უკეთეს მეცნიერებას და უფრო ძლიერ განათლებას.» 

ნანა დიჯამინჯია ერთ-ერთი ხელმომწერია განცხადებისა, რომელიც ქართველმა სტარტაპერებმა და მეწარმეებმა «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ» რუსული რეპრესიული კანონპროექტის წინააღმდეგ გაავრცელეს.

განცხადებაში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას. 

მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს. 

სტარტაპერები და მეწარმეები: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის მიღებას
სტარტაპერები და მეწარმეები: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის მიღებას
თემის მიხედვით
სტარტაპერები და მეწარმეები: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის მიღებას

რა ხდება

საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება. 

ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა». 

  • ასევე, კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალაა: 
  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. 

ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.

თორნიკე მჟავანაძე: აგენტებზე კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს
თემის მიხედვით
თორნიკე მჟავანაძე: «აგენტებზე» კანონით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს

ასევე წაიკითხეთ
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები. 
Technovation Girls-ის გლობალური 15 ფინალისტისა და რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
Technovation Girls-ის გლობალური 15 ფინალისტისა და რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
Technovation Girls-ის გლობალური 15 ფინალისტისა და რეგიონალური გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია
Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.