ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა

ილონ მასკის კომპანია Neuralink ამბობს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ადამიანებზე პირველი გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

კომპანიას სურს, ადამიანების ტვინები კომპიუტერთან დააკავშიროს და ასე მათი მხედველობის და გადაადგილების უნარი აღადგინოს.

Neuralink-ს მონაწილეთა რეკრუტირების განსაზღვრული გეგმა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მასკის ანალოგიური წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

თავად მარეგულირებელი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

Neuralink-ს FDA-ის თანხმობის მოპოვება აქამდეც უცდია. თუმცა, ადმინისტრაციამ საფრთხოების მიზნით წინადადება უარყო.

Neuralink იმედოვნებს, რომ მიკროჩიპებს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებს, როგორიცაა დამბლა და სიბრმავე. კომპანიას სურს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კომპიუტერებისა და მობილური ტექნოლოგიების გამოყენებაში დაეხმაროს.

ჩიპები, რომლებიც მაიმუნებზე გამოიცადა, ტვინში წარმოქმნილი სიგნალების ინტერპრეტაციისთვისა და Bluetooth-ის საშუალებით მოწყობილობებზე ინფორმაციის გადაცემისთვის არის შექმნილი.

მასკმა ადრე ივარაუდა, რომ შემოთავაზებულმა ტექნოლოგიამ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩანაცვლების საშიშროებას ბოლო მოუღოს.

ახალი ამბების გამოცხადებისას Neuralink-მა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯზე, რომელიც ერთ დღეს მათ ტექნოლოგიას ბევრი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს.

«FDA-სგან თანხმობა Neuralink-ის გუნდის წარმოუდგენელი მუშაობის შედეგია». —  ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია საცდელი მონაწილეების დარეგისტრირების შესახებ დამატებით ინფორმაციას მალე გაავრცელებს.

«უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა და საიმედოობა ჩვენი პრიორიტეტია». — ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ Neuralink-ის ტვინის იმპლანტანტებს ტექნიკური და ეთიკური გამოწვევების დასაძლევად გრძელვადიანი და რთული ტესტირება დასჭირდებაათ, სანამ ისინი ფართოდ ხელმისაწვდომები გახდებიან.

კომპანიის თავდაპირველი მიზანი 2020 წელს ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვა იყო. მოგვიანებით მან პირობა დადო, რომ პროცესი 2022 წელს დაიწყებოდა.

ბიზნესმა კიდევ ერთი მარცხი გასული წლის დეკემბერში განიცადა. კერძოდ, მას შემდეგ რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველთა კეთილდღეობის სავარაუდო დარღვევების გამო გამოძიების ქვეშ მოექცა. თუმცა კომპანია ბრალდებას უარყოფდა.

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს
თემის მიხედვით
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ს ადამიანის ტვინში იმპლანტის გამოცდა სურს

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.