ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Netflix-მა AI სამუშაოსთვის 900,000$ გამოყო — მსახიობები და მწერლები გაფიცვას აგრძელებენ

დიდი კორპორაციები ხანგრძლივ ბრძოლაში შედიან და ამის ნათელი მაგალითი Netflix-ია. მანქანური სწავლების პლატფორმის პროდუქტის მენეჯერის პოზიციისთვის სტრიმინგ გიგანტმა წლიური ხელფასი $300,000-დან $900,000-მდე დააწესა მაშინ, როცა ბევრი მსახიობი დღეში დაახლოებით $200-ს იღებს. როლი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გართობის ინდუსტრიის ფორმირებაში შეასრულებს, გაფიცულ მხარეს აშინებს.

კომენტარის დატოვება

ჰოლივუდის პროფკავშირები აპროტესტებენ იმას, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი გასართობ ინდუსტრიასა და ანაზღაურებაზე.

ვაკანსიის ჩამონათვალში, რომელიც პირველად The Intercept-მა გამოაქვეყნა, Netflix აპლიკანტებს ითხოვს, რომლებსაც მანქანათმცოდნეობასა (ML) და AI-ში აქვთ გამოცდილება.

ვაკანსიების ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტს არა მხოლოდ ახალი ალგორითმების შემუშავებისთვის ან შოუებისა და ფილმების რეკომენდაციისთვის, არამედ «დიდი კონტენტის შექმნისთვისაც» გამოიყენებენ. სტრიმინგ გიგანტის შორსმიმავალი გეგმებიც იკვეთება — Netflix-ს «ბიზნესის ყველა სფეროში» ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სურს. კომპანიის ვებსაიტზე ცალკე განყოფილებაში ნათქვამია, რომ Netflix AI-ს «ორიგინალური ფილმებისა და სატელევიზიო შოუების წარმოების ოპტიმიზაციისთვის» იყენებს.

ეს კომპანიის ერთადერთი ვაკანსია არ არის, რომელიც გიგანტურ ანაზღაურებას ჰპირდება. Netflix ასევე გენერაციული AI-სთვის ტექნიკურ დირექტორს ქირაობს, რომელსაც ყოველწლიურად $650,000-მდე გადაუხდის.

მცდელობებმა შედეგი უკვე გამოიღო — Netflix ამჟამად ესპანურ რეალითი შოუს, სახელწოდებით Deep Fake Love-ს ავრცელებს, რომელიც კონკურსანტის სახეებს ხელოვნური ინტელექტის გენერირებული «დიპფეიქების» შესაქმნელად ასკანერებს. 

Netflix-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცახდა, მაგრამ მანამდე თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით პროცესს ვერ ჩაანაცვლებს.

«საუკეთესო ისტორიები ორიგინალური და გამჭრიახია. ხშირად ისინი ადამიანების საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეობს». — თქვა Netflix-მა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გაფიცულმა მსახიობებმა კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსის (AMPTP) წინადადება უარყვეს, რომელიც მათ დღიურ, ერთჯერად 200 აშშ დოლარს სთავაზობდა რათა მათი სახეები სამომავლო გამოყენებისთვის სამუდამოდ დაესკანირებინათ, როგორც ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული CGI სიმულაკრები.

AG-AFTRA ამბობს, რომ კომპანია «სკანირების შედეგებს დაისაკუთრებს და მათ ნებისმიერ პროექტში გამოიყენებს — ყოველგვარი თანხმობისა და ანაზღაურების გარეშე».

ამ კვირის დასაწყისში, Netflix-მა ახალი აპლიკაცია, My Netflix გამოუშვა, რომელიც დაგეხმარებთ, აირჩიოთ, რისი ყურება გსურთ.

Netflix პაროლის გაზიარების ფუნქციას კიდევ ოთხ ქვეყანაში შეზღუდავს

თემის მიხედვით

Netflix ბორტგამცილებლის ვაკანსიას აცხადებს და წელიწადში $385 000-ს სთავაზობს

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება

ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში

დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.