Netflix ბორტგამცილებლის ვაკანსიას აცხადებს და წელიწადში $385 000-ს სთავაზობს
Netflix ერთ-ერთი კერძო თვითმფრინავისთვის ბორტგამცილებელს ქირაობს, რომელსაც წელიწადში 385 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
Netflix ერთ-ერთი კერძო თვითმფრინავისთვის ბორტგამცილებელს ქირაობს, რომელსაც წელიწადში 385 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
კომპანიას ერთი მთავარი კრიტერიუმი აქვს. სტრიმინგ გიგანტი ამბობს, რომ კანდიდატი დაჯილდოვებული მომხმარებელთა მომსახურების გამორჩეული უნარით უნდა იყოს.
გასულ წელს Netflix-მა, მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების შემდეგ, კომპანიაში მასობრივი წმენდა დაიწყო და ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლა.
«ბორტგამცილებლის ანაზღაურება, როგორც წესი, 60 000-დან 385 000 დოლარამდეა. ეს დიაპაზონი მთლიან ანაზღაურებაზეა დაფუძნებული (საბაზისო ხელფასთან შედარებით), რაც ჩვენი ანაზღაურების ფილოსოფიას იდეალურად ერგება». — განაცხადა Netfix-მa ვაკანსიის ტექსტში.
კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ დიდ ყურადღებას თანამშრომლის წარსულს, გამოცდილებასა და უნარებს მიაქცევს.
ბორტგამცილებელი ძირითადად კალიფორნიის შტატში, სან ხოსეში იცხოვრებს, თუმცა, მოგზაურობა აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ მოუწევს.
«Netflix-ის საავიაციო დეპარტამენტი განსაკუთრებულ, უსაფრთხო და კონფიდენციალურ საჰაერო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს». — ნათქვამია განცხადებაში.
ბორტგამცილებლის მოვალეობა საშუალო ზომის რეაქტიული თვითმფრინავის კაბინასა და სალონში საჭირო აღჭურვილობის შემოწმება იქნება.
თვითმფრინავის ჩატვირთვისას მას ასევე, დაახლოებით, 13.6 კგ წონის ნივთების აწევა მოუწევთ.
აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ბორტგამცილებელთა საშუალო ხელფასი წელიწადში 62 000 დოლარზე მეტია.
Netflix დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს, მაგალითად, როგორ ითვლის ბორტგამცილებელთა ხელფასს.
2022 წელს Netflix-მა განაცხადა, რომ სექტემბრიდან დეკემბრამდე აბონენტთა ბაზას 2.4 მილიონი მომხმარებელი დაამატა, რამაც აბონენტთა შემცირების სურათი საგრძნობლად შეცვალა.
ასევე ჰიტ-შოუები, მათ შორის Stranger Things და Monster: The Jeffrey Dahmer Story, სტრიმინგ გიგანტს მაყურებლების დაბრუნებაში დაეხმარა.
გასულ წელს, შენელებული ზრდისა და კონკურენციის გაზრდის გამო, კომპანიამ ასობით სამუშაო ადგილი შეაჩერა.