ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Netflix პაროლის გაზიარების ფუნქციას კიდევ ოთხ ქვეყანაში შეზღუდავს

Netflix პაროლის გაზიარების შეზღუდვას კიდევ ოთხ ქვეყანაში (კანადა, ახალი ზელანდია, პორტუგალია, ესპანეთი) აწესებს. ამ ქვეყნებში მომხმარებლებისგან ითხოვენ, გადაიხადონ დამატებითი საფასური, თუ სურთ, რომ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გაიზიარონ ანგარიში. ეს ნაბიჯი ლათინურ ამერიკაში პაროლების გაზიარების ფუნქციის გაუქმებას მოჰყვა.

კომენტარის დატოვება

მედია გიგანტის შეფასებით, მსოფლიოს გარშემო საერთო ანგარიშებს 100 მილიონი ადამიანი იყენებს.

კომპანიის განცხადებით, საერთო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავლები გავლენას ახდენს  ახალი პროექტების დასაწყებად საჭირო ინვესტიციებზე. Netflix-მა ასევე მიუთითა, რომ ახალი მიდგომის გავრცელებას უახლოეს თვეებში სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

«ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით სხვადასხვა მიდგომებს ლათინურ ამერიკაში საკითხის გადასაჭრელად. ახლა მზად ვართ, უახლოეს თვეებში უფრო ფართოდ გავავრცელოთ ისინი. დღეიდან მიდგომა ამოქმედდა კანადაში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში.» ნათქვამია ოთხშაბათს გავრცელებულ ბლოგ პოსტში.

ამ ეტაპამდე მომხმარებლებისთვის ადვილი იყო ანგარიშზე შესვლა და პაროლის გაზიარება სხვადასხვა ლოკაციაზე.

2017 წელს Netflix აკეთებდა ისეთ განცხადებებს, როგორიცაა «სიყვარული პაროლის გაზიარებაა», თუმცა მზარდმა კონკურენციამ სტრიმინგ პლატფორმების ბაზარზე და ცხოვრების გაძვირებიდან გამომდინარე შემცირებული მომხმარებლების რიცხვმა კომპანიის პოლიტიკა შეცვალა.

Netflix-ის განცხადებით, ანგარიშების რამდენიმე ადამიანის მიერ გამოყენებამ შექმნა გაუგებრობა, თუ როდის და როგორ შეეძლოთ ადამიანებს ანგარიშის გაზიარება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს კანადაში, ახალ ზელანდიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ახლა სთხოვენ დააყენონ «მთავარი ადგილმდებარეობა» თავიანთ ანგარიშებზე და აკონტროლონ, ვის აქვს მასზე წვდომა.

მომხმარებლებს შეეძლებათ უყურონ Netflix-ს მოგზაურობისას, როგორც პერსონალურ მოწყობილობებზე, ასევე სხვა ლოკაციებზე.

7.99 კანადურ დოლარად აბონენტებს შეუძლიათ დაამატონ დამატებითი წევრი, როგორც ქვე ანგარიში. დამატებითი ანგარიშის რაოდენობა თითო გამომწერზე ორია.

ასეთივე საფასურია ახალ ზელანდიაში. ფასის სხვაობა ქვეანგარიშებზე პორტუგალიაში 3,99 ევრო და ესპანეთში 5,99 ევრო იქნება.

Netflix-ის გენერალურმა ოპერაციულმა დირექტორმა გრეგორი პიტერსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ცვლილებები არ იქნება «საყოველთაოდ პოპულარული» და გააფრთხილა ინვესტორები გამოწერების სავარაუდო გაუქმების შესახებ.

მისი თქმით, კომპანია საბოლოოდ ამ ზარალს აანაზღაურებს.

2022 წლის პირველ ნახევარში Netflix-ის მომხმარებლების რიცხვი მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ასობით თანამშრომელი დაითხოვა და ხარჯების დასაფარად მზარდი ფასები დააწესა.

ნოემბერში კომპანიამ 12 ქვეყანაში წარადგინა უფრო იაფი, რეკლამების მქონე ვარიანტი. აღნიშნული ევროპის უმეტეს ნაწილში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მოქმედებს.

ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
თემის მიხედვით
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
Netflix მომხმარებლებს ახალ პაკეტს სთავაზობს ამჯერად რეკლამებით
Netflix მომხმარებლებს ახალ პაკეტს სთავაზობს, ამჯერად რეკლამებით
თემის მიხედვით
Netflix მომხმარებლებს ახალ პაკეტს სთავაზობს, ამჯერად რეკლამებით

ასევე წაიკითხეთ
Netflix ბორტგამცილებლის ვაკანსიას აცხადებს და წელიწადში $385 000-ს სთავაზობს
Netflix ბორტგამცილებლის ვაკანსიას აცხადებს და წელიწადში $385 000-ს სთავაზობს
Netflix ბორტგამცილებლის ვაკანსიას აცხადებს და წელიწადში $385 000-ს სთავაზობს
რა საფრთხეებს ქმნის საჯარო Wi-Fi და როგორ დავიცვათ თავი მათგან
რა საფრთხეებს ქმნის საჯარო Wi-Fi და როგორ დავიცვათ თავი მათგან
რა საფრთხეებს ქმნის საჯარო Wi-Fi და როგორ დავიცვათ თავი მათგან
თუ თქვენ მუშაობთ დისტანციურად, მოგზაურობთ ხშირად, ან უბრალოდ გიყვართ გამუდმებით ინტერნეტ კავშირზე ყოფნა, შანსი იმისა, რომ საზოგადოებრივი Wi-Fi-ით სარგებლობთ, დიდია. მათ ყველგან შეხვდებით — აეროპორტში, რესტორანში, ბიბლიოთეკაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასტუმროს ოთახში და სხვა.  უფასო და საჯარო Wi-Fi-ს გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. ის საშუალებას გაძლევთ გქონდეთ წვდომა ონლაინ სამყაროსთან, შეასრულოთ სამსახურებრივი მოვალეობა, უპასუხოთ მეილებს. მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის ქსელები იდეალურობისგან შორსაა და ხშირად სწორედ ისინი ხდიან თქვენს მოწყობილობებს კიბერ თავდასხმის მარტივ სამიზნედ.
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება
რატომ ტოვებენ თანამშრომლები დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს
რატომ ტოვებენ თანამშრომლები დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს
რატომ ტოვებენ თანამშრომლები დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს
ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანები გამუდმებით მუშაობენ თვითგანვითარებაზე. ისახავენ მიზნებს და ცდილობენ, ახალი მწვერვალები დაიპყრონ. არსებობს უამრავი კომპანია და პოზიცია, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო დეველოპერებს სთავაზობს. თუმცა, როდესაც საქმე FAANG-ს (Facebook (Meta-ს პლატფორმები), Amazon, Apple, Netflix და Google) ეხება, დეველოპერები თანხმდებიან, რომ ეს ის წამყვანი კომპანიებია, სადაც მუშაობაზე უამრავი მათგანი ოცნებობს. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ დეველოპერები ხშირად მალევე ტოვებენ FAANG-ის კომპანიებს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.