მოპარული მონაცემების გამო Nvidia-ს სასამართლოში უჩივლეს
ვიდეოზარების განხორციელებისას ერთი დაუწერელი წესი არსებობს — ეკრანის გაზიარებამდე დახურეთ ნებისმიერი ფაილი, რომელიც არ გსურთ, რომ სხვებმა ნახონ.
ვიდეოზარების განხორციელებისას ერთი დაუწერელი წესი არსებობს — ეკრანის გაზიარებამდე დახურეთ ნებისმიერი ფაილი, რომელიც არ გსურთ, რომ სხვებმა ნახონ.
ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თანახმად, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მოჰამედ მონირუზამანმა, ეს წესი არ გაითვალისწინა, რასაც არასასიამოვნო შედეგები მოჰყვა.
მონირუზამანი ყოფილი დამსაქმებლის, ავტომობილების კომპანიის, Valeo-ს გუნდს საკუთარ პრეზენტაციას უზიარებდა.
Valeo ამტკიცებს, რომ პროცესში მოჰამედმა შემთხვევით ფაილი აჩვენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან კომპანიის ტექნიკური საიდუმლოებები მოიპარა.
საიდუმლო ინფრომაცია, რომელიც Valeo-ს მტკიცებით ყოფილმა თანამშრომელმა მოიპარა, პარკირებისა და მართვის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის კოდი იყო.
«ბატონი მონირუზამანის ქურდობა თავხედურია». — ნათქვამია საჩივარში. «მის ეკრანზე ფაილი, ValeoDocs-ს გამოჩნდა — რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს საქაღალდეა, რომელიც Valeo-დან აღებულ დოკუმენტებს შეიცავს».
Valeo ამტკიცებს, რომ მონირუზამანმა მონაცემები 2021 წელს მოიპარა, როდესაც ის ფრანგული კომპანიის გერმანულ ფილიალში მუშაობდა. იმავე წელს მან კომპანია დატოვა და Nvidia-ს შეუერთდა.
Nvidia-ს ადვოკატების მიერ დაწერილ წერილში, რომელიც სარჩელთან ერთად წარადგინეს, ნათქვამია, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა არ იცოდა, რომ მონირუზამანს მსგავსი მონაცემები ჰქონდა.
კომპანიები ერთობლივ პროექტზე მუშაობდნენ, რასაც 2022 წლის მარტში გუნდების შეხვდრა მოჰყვა — მონირუზამანმა მონაცემები უნებურად სწორედ ამ დროს გაამხილა.
«Valeo-ს გუნდის წევრებმა ვიდეოკონფერენციის დროს საწყისი კოდი ამოიცნეს და სკრინშოტი გადაიღეს მანამ, სანამ ბატონ მონირუზამანს შეცდომის შესახებ შეატყობინებდნე». — ნათქვამია სარჩელში.
«მისი დაფარვა მაშინ უკვე გვიანი იყო». მონირუზამანი გერმანიის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტემბერში მონაცემების უკანონო შენახვის გამო გაასამართლა.
დაკითხვისას მონირუზამანმა აღიარა, რომ Valeo-ს პროგრამული უზრუნველყოფის კოდი მოიპარა და ის Nvidia-ში მუშაობის პერიოდში გამოიყენა». — ნათქვამია სარჩელში.
ამან განაპირობა ის, რომ Valeo ახლა უკვე თავად Nvidia-ს უჩივის. ავტომობილების ტექნოლოგიური კომპანია ამბობს, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა «მოპარული სავაჭრო საიდუმლოებით» ფინანსური მოგება ნახა.
«Nvidia-მ განვითარების ხარჯებში მილიონობით, შესაძლოა ასობით მილიონი დოლარი დაზოგა და მოგება მიიღო, რომელიც სამართლებრივად არ ეკუთვნის». — ნათქვამია საჩივარში.
საჩივრის ფარგლებში, Valeo-მ წერილიც წარადგინა, რომელიც Nvidia-სგან 2022 წლის ივნისში მიიღო.
წერილში, იურისტები, რომლებიც Nvidia-ს ინტერესებს იცავდნენ, აცხადებენ, რომ მონირუზამანის ქმედებები კომპანიისთვის «სრულიად უცნობი იყო».
«Nvidia ვალეოს კოდით ან მისი სავარაუდო სავაჭრო საიდუმლოებით დაინტერესებული არ არის. კომპანიამ სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა Valeo-ს კლიენტის უფლებების დასაცავად». — განაცხადა Nvidia-ს სპიკერმა.