ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google და Nvidia AI ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ერთიანდებიან

29 აგვისტოს ჩიპების მწარმოებელმა, Nvidia-მ Google Cloud-თან პარტნიორობა გამოაცხადა,  რათა მომხმარებლებისთვის ახალი AI ინფრასტრუქტურა განავითაროს. კომპანიები აპირებენ გენერაციული AI და მონაცემთა მეცნიერების ინსტრუმენტები შექმნან და მართონ.

კომენტარის დატოვება

Nvidia-ს განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტები ერთად სხვა კომპანიების მხარდასაჭერად  იმუშავებენ, რომლებსაც ახალი მანქანათმცოდნეობის პროდუქტების შესაქმნელად დიდი გამოთვლითი ძალა სჭირდებათ. პარტნიორობა Google-ის ღრუბლოვანი განყოფილების ყოველწლიურ კონფერენციაზე, Google Cloud Next-ზე გამოცხადდა. 

«ჩვენ იმ წერტილში ვართ, სადაც დაჩქარებული გამოთვლები და გენერაციული AI გაერთიანდნენ, რათა ინოვაციები უპრეცედენტო ტემპით დააჩქარონ», — აღნიშნაNvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა კომპანიის ბლოგ პოსტში.

«ჩვენი თანამშრომლობა Google Cloud-თან დეველოპერებს დაეხმარება, დააჩქარონ მუშაობა ინფრასტრუქტურასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან და სერვისებთან, რომლებიც ენერგოეფექტურობას ზრდის და ხარჯებს ამცირებს». — წერს ჰუანგი.

Google-მა თქვა, რომ თავისი დიდი ენობრივი მოდელი, PaxML, რომელიც კომპანიის ჩათბოტს, Bard-ს ემყარება, ახლა Nvidia-ს აპარატურით მუშაობს, კონკრეტულად ჩიპების მწარმოებლის მძლავრი H100 ჩიპებით. 40 000$-იანი ჩიპები Google-ის სერვერებს აძლიერებს.

«Google Cloud-ს AI-ში ინოვაციების დიდი ისტორია აქვს. კომპანია ზრუნავს, მომხმარებლებისთვის ინოვაციები დააჩქაროს». — თქვა Google Cloud-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,  თომას კურიანმა.

Nvidia-ს ჩიპები ახლა Google Cloud-ის ვირტუალურ მანქანებს და VertexAI-ს აძლიერებს, რომელიც Google-ის მანქანური სწავლების ზოგიერთ ყველაზე მოწინავე მოდელს მოიცავს.

AMD Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალ AI ჩიპს უშვებს

თემის მიხედვით

NVIDIA-მ გიგანტური GPU DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
თემის მიხედვით
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
თემის მიხედვით
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში

ასევე წაიკითხეთ
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს

Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია

Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.