ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები

ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები. 

კომენტარის დატოვება

საიტები უკვე რამდენიმე საათია, გამორთულია.

Anonymous-ის განცხადებაში წერია:

«ანომიმუსმა» წაშალა საქართველოს მმართველი პარტიის (http://gd.ge) და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია POSTV-ის (http://postv.media) ვებგვერდები.

საქართველოს რუსეთის მიერ მართულ მარიონეტულ ხელისუფლებას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ უგულებელყავით ჩვენი მოხოვნა, შეგეწყვიტათ პოლიციური სისასტიკე დემონსტრანტების წინააღდმდეგ და განაგრძეთ მათზე ძალადობა, შევიწროება და დაზიანება. თქვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანური საქციელისთვის ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის დაზიანებას და გამორთვას.

ეს არ არის მუქარა, ეს პირობაა.

სანამ სამართალი არ იზეიმებს, მას ჰაკერული თავდასხმები და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზეზი გაამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე.

გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება». 

Anonymous-მა გაფრთხილება ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ძალადობივ დარბევას გამოეხმაურნენ. მათ აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ არ არიან მარტო.

ასევე თქვეს, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევდა სამთავრობო უწყებების შესახებ ინფორმაციების გავრცელებას.

«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი და პირველი მოსმენით მიიღო კიდეც. ის პარლამენტში მეორე მოსმენითაც მიიღეს. 

პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის უპირისპირებს. 

ნალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა —  «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს. 

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. 

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა
ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა
თემის მიხედვით
ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა

ასევე წაიკითხეთ
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.