მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს
მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც ჩინურ მედია გიგანტ TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს.
მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც ჩინურ მედია გიგანტ TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს.
გუბერნატორმა, გრეგ ჯანფორტემ აკრძალვას ხელი 15 მაისს მოაწერა და ის ძალაში 1 იანვრიდან შევა.
TikTok მრავალი ქვეყნის მთავრობის კონტროლის ქვეშ იმის გამო მოექცა, რომ შესაძლოა მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობასთან მიდიოდეს.
რესპუბლიკელმა ჯანფორტემ კანონმდებლებს განუცხადა, რომ უფრო ფართო აკრძალვა მოსახლეობის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეთვალყურეობისგან დაცვას გაამარტივებს.
TikTok-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მონტანაში აპლიკაციას ასობით ათასი ადამიანი იყენებდა.
«გვინდა, დავარწმუნოთ მონტანელები, რომ მათ შეუძლიათ TikTok-ის გამოყენება მშვიდად გააგრძელონ. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მომხმარებლების უფლებების დასაცავად მონტანას შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ». — ვკითხულობთ განცხადებაში.
მოსალოდნელია, რომ TikTok გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
კანონის მიხედვით, აპლიკაციის მაღაზიები მომხმარებლებს TikTok-ის გადმოწერას ვეღარ შესთავაზებენ, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც აპლიკაცია აქამდე ჰქონდათ, მის გამოყენებას შეზღუდვების გარეშე გააგრძელებენ.
მონტანამ, რომლის მოსახლეობაც 1 მილიონზე ნაკლებია, აპლიკაცია სამთავრობო მოწყობილობებზე გასულ დეკემბერში აკრძალა.
TikTok ამბობს, რომ მას 150 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის მომხმარებელთა ბაზა ბოლო წლებში გაფართოვდა, მაინც ყველაზე პოპულარულია 20 წლის მოზარდებშია. თუმცა, აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში არსებობს შეშფოთება, რომ TikTok შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების რისკი იყოს.
TikTok ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის. მარტში კონგრესის კომიტეტმა TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შუ ზი ჩუუს ჰკითხა შეეძლო თუ არა ჩინეთის მთავრობას მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა ჰქონოდა ან გავლენა მოეხდინა იმაზე, რასაც ამერიკელები აპლიკაციაში ხედავენ.
შოუმ არაერთხელ განაცხადა, რომ TikTok აშშ-ში კონფიდენციალურობის ყველა წესს იცავს — თუმცა აღიარა, რომ თანამშრომლები ჟურნალისტების TikTok ანგარიშებს მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად იყენებდნენ.
მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ByteDance-მა TikTok უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლო აკრძალვა დაემუქრება.
ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Apple და Google, შეიძლება ჯარიმა დაეიკსროს, თუ ისინი მათი აპლიკაციების მაღაზიებიდან TikTok-ის ჩამოტვირთვას დაუშვებენ.
TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა არაერთხელ უარყო, რომ მას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს.