ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Microsoft-ის თანამშრომელმა შემთხვევით გაამჟღავნა, რომ Notepad-ს Windows 11-ზე tab-ები ექნება

როგორ ჩანს, Microsoft-ის თანამშრომელმა შემთხვევით გაამჟღავნა, რომ Windows 11-ზე Notepad-ს ჩანართის (tab) ფუნქცია ექნება. 

კომენტარის დატოვება

Microsoft-ის პროდუქტის უფროსმა მენეჯერმა Twitter-ზე Notepad ჩანართის შესაძლო ვერსიის ფოტო გამოაქვეყნა და ენთუზიაზმით გამოაცხადა: «Notepad-ს Windows 11-ში ახლა უკვე ჩანართები აქვს!»

ტვიტი რამდენიმე წუთის შემდეგ წაშალეს, თუმცა Window-ის რამდენიმე ენთუზიასტმა გულშემატკივარმა მისი დასქრინვა მოასწრო.

Notepad-ის სქრინშოტი Mictosoft-ის შიდა გაფრთხილებას შეიცავს: «კონფიდენციალურია, ნუ განიხილავთ ფუნქციებს და არ გადაიღოთ სქრინშოტი». ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩანართების ფუნქცია ჯერ კიდევ ადრეულ, ტესტირების ეტაპზეა. თუმცა, შესაძლოა ხელმისაწვდომი 2023 წლის დასაწყისშივე გახდეს.

იმ შემთხვევაში, თუ Microstoft Notepad-ისთვის ჩანართების ფუნქციას უზრუნველყოფს, ეს იქნება პირველი ჩაშენებული აპლიკაცია, File Explorer-ს შემდეგ, რომელიც ჩანართების ინტეფეისს მიიღებს. 

ოთხი წლის წინ Microsoft-მა ჩანართები Windows 10-ის ყველა აპლიკაციაზე გამოსცადა. პროექტი, რომელიც ცნობილი Sets-ის სახელწოდებით იყო, ჩანართების მხარდაჭერას Notepad-სა და File Explorer-შიც მოიცავდა, თუმცა, მაშინ Mictosoft-მა ჩანაფიქრი ბოლომდე აღარ განახორციელა და შესაბამისად, ის მომხმარებლებსაც არ უნახავთ.

ჩანართების დამატება Notepad-ში შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ Microsoft ამ ფუნქციას სხვა ჩაშენებულ აპლიკაციებზეც დაამატებს.

Sets-ის ფუნქციის გათიშვამ Windows-ის მომხმარებლებს ხელი არ შეუშალა, მესამე მხარის ხელსაწყოები და აპლიკაციები გამოეყენებინათ, რათა სხვადასხვა აპლიკაციებზე ჩანართების ფუნქცია გაეცოცხლებინათ. 

Google დესკტოპებისთვის უწყვეტი სქროლვის ფუნქციას ამატებს

თემის მიხედვით

YouTube მომხმარებლებს ყიდვა-გაყიდვის ფუნქციას სთავაზობს

Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო

Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.