ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Microsoft-მა ახალი AI მოდელი გამოუშვა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი მსუბუქი (lightweight) მოდელი გამოუშვა — კომპანია ხარჯთეფექტური ვარიანტებით კლიენტების უფრო ფართო ბაზის მოზიდვას ცდილობს.

კომენტარის დატოვება
Microsoft-მა ახალი AI მოდელი გამოუშვა
Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი მსუბუქი (lightweight) მოდელი გამოუშვა — კომპანია ხარჯთეფექტური ვარიანტებით კლიენტების უფრო ფართო ბაზის მოზიდვას ცდილობს.

ახალი მოდელი, სახელწოდებით Phi-3-mini პირველია იმ სამი მცირე ენობრივი მოდელიდან (SLM), რომლის გამოუშვებასაც კომპანია აპირებს. Microsoft თავის მომავალს უკავშირებს ტექნოლოგიას, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოსა და ხალხის მუშაობის სტილზე ფართო გავლენას მოახდენს.

«Phi-3 არ არის ოდნავ იაფი, ის მკვეთრად იაფია — ის მსგავსი შესაძლებლობების მქონე სხვა მოდელებთან შედარებით 10-ჯერ იაფია», — თქვა Microsoft-ის GenAI კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა, სებასტიენ ბუბეკმა.

SLM-ები უფრო მარტივი ამოცანების შესასრულებლადაა შექმნილი, რაც შეზღუდული რესურსების მქონე კომპანიებისთვის სასარგებლოა.

Phi-3-mini ხელმისაწვდომი იქნება Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისის პლატფორმაზე, Azure’s AI მოდელების კატალოგზე, ასევე მანქანური სწავლების მოდელის პლატფორმაზე, Hugging Face-ზე. SLM ასევე Nvidia-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

გასულ კვირას Microsoft-მა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ AI კომპანია G42-ში. მან ასევე ადრე ფრანგულ სტარტაპთან, Mistral AI-სთან ითანამშრომლა, რათა მათი მოდელები ხელმისაწვდომი გახადოს მისი Azure ღრუბლოვანი გამოთვლითი პლატფორმის საშუალებით.

Microsoft მუშაობს AI ბოტის შექმნაზე Xbox-ისთვის
Microsoft მუშაობს AI ბოტის შექმნაზე Xbox-ისთვის
თემის მიხედვით
Microsoft მუშაობს AI ბოტის შექმნაზე Xbox-ისთვის
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ
თემის მიხედვით
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.