ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
2 აპრილი 2024, 14:30
2024-04-02
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ
Microsoft და OpenAI ხელოვნური ინტელექტის გასაძლიერებლად უპრეცედენტო სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ, რომელიც მილიონობით სპეციალიზებულ სერვერის ჩიპს იყენებს — ინოვაცია შესაძლოა 100 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდეს.
აშშ-ში შექმნილი სუპერკომპიუტერი, ცნობილი როგორც «Stargate» («ვარსკვლავური კარიბჭე»), ხუთფაზიანი გეგმის ცენტრალური ნაწილი იქნება, რომლის მიხედვითაც, კომპანიები მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, სუპერკომპიუტერების სერიებს შექმნიან.
ცნობილია, რომ ორივე კომპანიის აღმასრულებელმა უკვე შეადგინა გეგმები მონაცემთა ცენტრის პროექტისთვის, რომელიც OpenAI-ის ხელოვნურ ინტელექტს გააძლიერებს.
Microsoft-ის სპიკერმა პირდაპირი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მაგრამ ხაზი გაუსვა კომპანიის გაცხადებულ სურვილსა და უნარს, შექმნას მოწინავე AI ინფრასტრუქტურა.
«ჩვენ ყოველთვის შემდეგი თაობის ინფრასტრუქტურულ ინოვაციებს ვქმნით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გასაგრძელებლად საჭიროა». — განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider-ს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.