Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს
ხელოვნური ინტელექტი დიდ გამოთვლით ძალას იღებს, ამიტომ Microsoft ამ გამოთვლების გასაძლიერებლად მცირე ბირთვული რეაქტორებით საგზაო რუკას აყალიბებს.
ხელოვნური ინტელექტი დიდ გამოთვლით ძალას იღებს, ამიტომ Microsoft ამ გამოთვლების გასაძლიერებლად მცირე ბირთვული რეაქტორებით საგზაო რუკას აყალიბებს.
Microsoft-მა ახალი ვაკანსია გამოაქვეყნა — კომპანია ბირთვული ტექნოლოგიების ექსპერტს ეძებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი მონაცემთა ცენტრების გაძლიერებაზე იქნება პასუხისმგებელი.
კერძოდ, Microsoft «ბირთვული ტექნოლოგიების ძირითადი პროგრამის მენეჯერს» ეძებს და ეს ადამიანი «გლობალური მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) და მიკრორეაქტორის ენერგიის სტრატეგიის მომწიფებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი». — ნათქვამია ვაკანსიაში. კომპანია ენერგიის გამომუშავებას ბირთვული დაშლით ცდილობს, რაც ხდება მაშინ, როდესაც ატომი იშლება.
იანვარში Microsoft-მა OpenAI-ში მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. ასევე Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ გეითსი ბირთვული ინოვაციების კომპანიის, TerraPower-ის, გამგეობის თავმჯდომარეა. კომპანია მცირე მოდულური რეაქტორების დიზაინის შემუშავებასა და მასშტაბირებას ანხორციელებს.
TerraPower-ს «ამჟამად Microsoft-ისთვის რეაქტორების მიყიდვის შესახებ არანაირი შეთანხმება არ აქვს». — განუცხადა CNBC-ის TerraPower-ის წარმომადგენელმა.
მაისში Microsoft-მა განაცხადა, რომ ბირთვული შერწყმის სტარტაპთან, Helion-თან ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი Helion-ის ადრეული და მნიშვნელოვანი ინვესტორია.
ბირთვული შერწყმა მაშინ ხდება, როდესაც ორი პატარა ატომის ბირთვი ერთმანეთს ეჯახება და უფრო მძიმე ატომს ქმნის. ეს არის გზა, რომლითაც მზე ძალას ქმნის. პრაქტიკულად შეუზღუდავი სუფთა ენერგიის შექმნაზე უამრავი სტარტაპი მუშაობს.
ბოლო წლების განმავლობაში, კლიმატის ცვლილების შესახებ შეშფოთებასთან ერთად ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რადგან ბირთვული რეაქტორები ელექტროენერგიას პრაქტიკულად ნახშირორჟანგის გამოყოფის გარეშე გამოიმუშავებენ.
აშშ-ში ბირთვული რეაქტორების არსებული ფლოტი ძირითადად 1970-1990 წლებში აშენდა და აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად აშშ-ში მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 18%-ს გამოიმუშავებს.
მცირე ბირთვული რეაქტორები, როგორც სახელიდან ჩანს, უფრო მცირეა ვიდრე ჩვეულებრივი რეაქტორები. ამასთან ერთად, უფრო იაფი და სწრაფად ასაშენებელი, რადგან ისინი მოდულური კონსტრუქციით არის შექმნილი და რეაქტორის ყველა ნაწილს შეკვეთილი წარმოების პროცესი არ სჭირდება. ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი არის ის, რომ რეაქტორების მშენებლობას დიდი დრო და ფული სჭირდება.