Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს, სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს. ამის შესახებ გამოცემა The Verge იტყობინება.
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს. ამის შესახებ გამოცემა The Verge იტყობინება.
Microsoft-ის თანამედროვე მუშაობის გენერალური მენეჯერის, სტივენ კინესტრანდის თქმით, შეგიძლიათ, იმუშაოთ მონაცემებზე, გამოიკვლიოთ ისინი Python-ის ბიბლიოთეკების გამოყენებით.
«ახლა თქვენ შეგიძლიათ, გააკეთოთ მონაცემთა ანალიზი Excel-ის ნაცნობ გარემოში Python-ზე პირდაპირი წვდომით». — ამბობს სტივენ კინესტრანდი.
ექსელის მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ბიბლიოთეკები Matplotlib და Seaborn მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, დიაგრამებისთვის, რუკებისა და ჯგუფური ნახაზებისთვის.
ამისთვის არ დაგჭირდებათ რამე დამატებითი პროგრამული უზრუნბელყოფის დაინსტალირება — Python ინტეგრირდება ექსელის ჩაშენებულ კონექეტორებსა და Power Query-სთან.
Microsoft ასევე ამატებს ახალ PY ფუნქციას, რომელიც საშუალებას იძლევა, Python-ის მონაცემები Excel-ის ცხრილის ბადეში ვნახოთ.
Python-ის მფლობელ კომპანიასთან, Anaconda-სთან თანამშრომლობით ექსელში ხელმისაწვდომი იქნება პითონის ბიბლიოთეკები: pandas, statsmodels და Matplotlib.
სიახლე თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება Windows-ის მომხმარებლებისთვის.