ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
24 მაისი 2023, 13:17
2023-05-24
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Microsoft Fabric (არ უნდა აგვერიოს Azure Service Fabric-თან) გამოუშვა, რომელიც, ძირითადად, Microsoft-ის OneLake-ზე არის ორიენტირებული, თუმცა მონაცემების ამოღება Amazon S3-დან და Google Cloud Platform-დანაც შეუძლია.
Fabric დეველოპერების ახალი გამოცდილებაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მონაცემები რეალურ დროში აკონტროლონ. და რა თქმა უნდა, Fabric-ში Microsoft-ის AI Copilot-იც იქნება ინტეგრირებული.
«ბოლო 10 წლის განმავლობაში, ინოვაციების საკმაოდ მასიური ტალღა დაიწყო — რაც შესანიშნავია და გასაოცარია, რადგან ბევრი ახალი ტექნოლოგია შემუშავდა — მაგრამ ამან თანამედროვე მონაცემთა ფრაგმენტაცია გამოიწვია». — განაცხადა Microsoft-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა, არუნი ულაგმა. «ასობით — თუ არა ათასობით — პროდუქტი და ღია კოდის ტექნოლოგია არსებობს, რომლებიც მომხმარებლებმა უნდა გააცნობიერონ. როდესაც მე მომხმარებლებს ვესაუბრები, მუდმივად მესმის, რომ ისინი ინტეგრაციის გადასახადის გადახდით დაიღალნენ».
Microsoft-მა მონაცემთა ანალიტიკის ძირითად დატვირთვებს (მონაცემთა ინტეგრაცია, ინჟინერია, საწყობი, მონაცემთა მეცნიერება, რეალურ დროში ანალიტიკა და ბიზნეს ინტელექტი) გადახედა და იფიქრა, როგორ შეეძლო ამის გარშემო ერთიანი გამოცდილების შექმნა. ამისათვის გუნდმა გადაწყვიტა, რომ ორიენტირებული ერთიან გამოთვლით ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა ერთ ტბაზე (lake) ყოფილიყო.
«ერთიანი გამოთვლითი ინფრასტრუქტურა, ერთიანი მონაცემთა ტბა და პროდუქტის ერთიანი გამოცდილება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თანხა და ერენრგია დაზოგონ, რაც, დღევანდელ გარემოში, მართლაც მნიშვნელოვანია». — თქვა ულაგმა.
ულაგმა აღნიშნა, რომ მან Fabric-ის დემო ვერსია პირადად წარადგინა და ბევრი საწარმო ტექნოლოგიით აღფრთოვანებულია — ის მონაცემთა ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
Microsoft-მა Fabric-ის შექმნა მრავალ ღრუბლის მიდგომით გადაწყვიტა — Amazon S3-სა და Google Storage-ში მონაცემების ჩაშენებული მხარდაჭერით.
კომპანიამ ფასების მოდელის გამარტივებაც გადაწყვიტა, რომელიც გამოთვლით ინფრასტრუქტურაზეა ფოკუსირებული. დღეს ღირებულება, რა თქმა უნდა, მთავარი მამოძრავებელი არ არის და ეს ხშირად გამყიდველების კონსოლიდაციას ნიშნავს.
Microsoft-ის მტკიცებით, Fabric-ის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ეს ერთიანი სისტემა მონაცემთა წვდომისა და მართვის გამარტივებისკენ არის მიმართული (Microsoft Purview-ის გამოყენებით). მაგალითად, თუ თანამშრომელს, რომელსაც მონაცემებზე წვდომის უფლება აქვს, სურს, ძალიან კონფიდენციალური მონაცემები გაანალიზოს და ისინი Excel-ში ან Power BI-ში გადაიტანოს, მაშინ სერვისი უზრუნველყოფს, რომ ამ მონაცემებით შექმნილი დოკუმენტების კონფიდენციალურობა შენარჩუნდეს.
ეს არის Microsoft 2023 წელს. Copilot-ის Microsoft Fabric-ში ინტეგრირება მომხმარებლებს მონაცემთა მილსადენების შექმნას, კოდის გენერირებასა და მანქანური სწავლების მოდელების შექმნას გაუმარტივებს. თუმცა, Copilot ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ მის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია.