ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს

Meta Commerce-ისა და fintech-ის ლიდერმა, სტეფან კასრიელმა განაცხადა,  რომ კომპანია Facebook-ისა და Instagram-ისთვის NFT-ებზე მუშაობას წყვეტს.

კომენტარის დატოვება
Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს

Meta Commerce-ისა და fintech-ის ლიდერმა, სტეფან კასრიელმა განაცხადა,  რომ კომპანია Facebook-ისა და Instagram-ისთვის NFT-ებზე მუშაობას წყვეტს.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ Meta დაასრულებს NFT-ების გაყიდვასა და გაზიარებას აღნიშნულ სოციალურ პლატფორმებზე. Meta-ს სპიკერმა, ჯოშუა გიუნტერმა The Verge-სთან წერილში დაადასტურა, რომ ეს უახლოს კვირებში მოხდება.

«კომპანიის მასშტაბით, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ფოკუსის გასაზრდელად პრიორიტეტად მიგვაჩნია. ამ დროისთვის ჩვენ ვამცირებთ NFT-ებს, რათა ვკონცენტრირდეთ ადამიანებისა და ბიზნესის მხარდაჭერის სხვა გზებზე» — წერს  სტეფან კასრიელი Twitter-ზე.

ახლა Meta  ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეტყობინებები, მონეტიზაცია Reels-ზე და Meta Pay-ის გაუმჯობესება.

Meta-ს ეს ნაბიჯი მოჰყვა მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2023 «ეფექტურობის წელი» უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ Meta NFT-ზე უარს ამბობს, ამ ბაზარზე პოპულარობის მოპოვებას სხვა კომპანიები ცდილობენ. 

მაგალითად, Reddit აგრძელებს «ციფრული კოლექციური» ავატარების პოპულარიზაციას,  Starbucks-მა ახლახან Odyssey მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამაში 2000 ასდოლარიანი NFT გაყიდა. გარდა ამისა, ახლახანს Sesame Street-მა გამოაცხადა NFT კოლაბორაცია.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს
Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს
თემის მიხედვით
Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს
NFT — მომავალი თუ წარსული?
NFT — მომავალი თუ წარსული?
თემის მიხედვით
NFT — მომავალი თუ წარსული?


ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
ქვიზი — კარგად იცნობთ Facebook-ს?
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
P92 — Meta ახალ, დეცენტრალიზებულ სოციალურ აპლიკაციაზე მუშაობს
P92 — Meta ახალ, დეცენტრალიზებულ სოციალურ აპლიკაციაზე მუშაობს
P92 — Meta ახალ, დეცენტრალიზებულ სოციალურ აპლიკაციაზე მუშაობს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.