ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram-ზე NFT თაღლითები მომრავლდნენ — არ წამოეგოთ მათ წინადადებებს

ბოლო წლებში NFT-ის პოპულარობა გაიზარდა, ვინაიდან ის არტისტებისთვის მათი ციფრული ნამუშევრების და სხვა უნიკალური ციფრული აქტივების მონეტიზაციის საშუალებაა. თუმცა, NFT-ის ზრდასთან ერთად, გაზარდა თაღლითების რაოდენობაც, მათ შორის Instagram-ზეც.

კომენტარის დატოვება

Instagram-ზე ერთ-ერთი გავრცელებული NFT თაღლითობა არის ყალბი NFT საჩუქრები ან გაყიდვები. თაღლითები ქმნიან ყალბ ანგარიშებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ლეგიტიმურ NFT პლატფორმებს ეკუთვნით.

ისინი ხალხს სთავაზობენ NFT-ის ყიდვას ან გაყიდვას. ზოგიერთი ასეთი თაღლით იყენებს ცნობილი არტისტების, პლატფორმებისა და ბრენდების სახელებს, რათა პოტენციური მსხვერპლის ნდობა უფრო ადვილად მოიპოვოს.

თაღლითები მსხვერპლს თავად უგზავნიან ინსტაგრამზე შეტყობინებას. მასში, ძირითადად ეუბნებიან, რომ მათი ნახატი მოეწონათ და უნდათ, როგორც NFT, ისე იყიდონ.

როგორც კი ვინმე დაინტერესდება, თაღლითი ითხოვს გადახდას კრიპტოვალუტაში, როგორც წესი, ბიტკოინში ან ეთერიუმში. ასევე შეიძლება მოითხოვონ პირადი ინფორმაცია ან წვდომა მსხვერპლის ციფრულ საფულეზე.

გადახდის შემდეგ თაღლითი ქრება და მსხვერპლს ფულის და NFT-ის დაბრუნების საშუალება აღარ აქვს.

თაღლითობის კიდევ ერთი გზა, რაც Instagram-ზე ხდება, არის ცნობილი ადამიანების ანგარიშების გაყალბება. თაღლითები ქმნიან ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ერთი შეხედვით ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით. იქ ათავსებენ NFT-ებს და აცხადებენ, რომ მათი გაყიდვით ხელს უწყობენ კონკრეტულ პლატფორმას ან ამას ქველმოქმედებისთვის აკეთებენ. ამ შემთხვევაშიც, როგორც კი მსხვერპლი ფულს გადაიხდის თაღლითი ქრება.

იმისთვის, რომ არ გახდეთ NFT თაღლითობის მსხვერპლი, ფრთხილად იყავით მსგავსი შეთავაზებების მიმართ. ყოველთვის გადაამოწმეთ ცნობილი ადამიანების ანგარიშების ავთენტურობა.

ინტერნეტ თაღლითები თურქეთისა და სირიის მიწისძვრებით სარგებლობენ
ინტერნეტ თაღლითები თურქეთისა და სირიის მიწისძვრებით სარგებლობენ
თემის მიხედვით
ინტერნეტ თაღლითები თურქეთისა და სირიის მიწისძვრებით სარგებლობენ
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
თემის მიხედვით
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს

ასევე წაიკითხეთ
Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს
Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს
Meta NFT-ებზე მუშაობას წყვეტს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
Instagram-ის თანადამფუძნებლებმა ახალი ამბების აპლიკაცია Artifact შექმნეს
Instagram-ის თანადამფუძნებლებმა ახალი ამბების აპლიკაცია Artifact შექმნეს
Instagram-ის თანადამფუძნებლებმა ახალი ამბების აპლიკაცია Artifact შექმნეს
ინსტაგრამის თანადამფუძნებლების მიერ შექმნილი ახალი ამბების პერსონალიზებული მკითხველი Artifact საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. პლატფორმაზე რეგისტრაცია საჭირო არ არის. გასულ თვეში Instagram-ის შემქმნელებმა, კევინ სისტორმმა და მაიკ კრიგერმა თავიანთი უახლესი წამოწყება წარმოადგინეს, თავდაპირველი ვერსია მხოლოდ მიწვევით იყო ხელმისაწვდომი. შემქმნელების თქმით, ახალი ამბების აპლიკაციას მომავალში სოციალური ქსელების ელემენტსაც შეითავსებს და მომხმარებლებს ახალი ამბების მეგობრებთან განხილვის საშუალებას მისცემს. დღევანდელი დღიდან, Artifact-ს დაემატა სოციალური ფუნქცია, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს უკუკავშირის კონტროლს ახალი ამბების კითხვის მეტად პერსონალიზებისთვის.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.