ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
24 თებერვალი 2023, 13:15
2023-02-24
Meta Messenger-ში BeReal-ის მსგავს ფუნქციას გამოცდის
Meta Messenger-ში BeReal-ის მსგავს «Roll Call» ფუნქციას ტესტავს. ფუნქცია, რომელიც პირველად სოციალური მედიის კონსულტანტმა, მეტ ნავარამ აღმოაჩინა, მომხმარებლებს შეტყობინებას უგზავნის და სთხოვს, გააზიარონ ის, რასაც კონკრეტულ მომენტში აკეთებენ.
სხვა მომხმარებლების დადებული ფოტოები ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას თავადაც გააკეთებთ. შეტყობინება ყოველდღე მოდის. პლატფორმის მიზანი სოციალურ მედიაში ავთენტურობის დაბურნებაა.
BeReal-ისგან განსხვავებით, სადაც მომხმარებლებს შეტყობინებას მოულოდნელად უგზავნიან, Messenger ამას არ გააკეთებს. ამის ნაცვლად, მომხმარებლებს «Roll Call» ფუნქციის გამოყენება ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
მაგალითად, შეგიძლიათ მოთხოვნა შექმნათ: «მაჩვენე შენი სადილი». ჯგუფური ჩატის სხვა მონაწილეები კი მას თავიანთი ლანჩის სურათებით ან ვიდეოებით უპასუხებენ.
მონაწილეობის წახალისების მიზნით, ფოტოს გადაღებისთვის კონკრეტული დრო იქნება განსაზღვრული. როგორც კი ვინმე «Roll Call» ფუნქციის ჩართვას მოითხოვს, შეტყობინება მომენტალურად ჯგუფური ჩატის ყველა წევრსგაეგზავნება. სურათის ან ვიდეოს გაგზავნის შემდეგ, სხვისი პასუხების ნახვაც შეგეძლებათ.
ნავარას მიერ ინტერნეტში გაზიარებული პროტოტიპის სქრინშოთების მიხედვით, Meta ფუნქციას უყურებს, როგორც ახალ გზას მომხმარებლებლებისთვის, დაინახონ, თუ რას საქმიანობენ ჯგუფის წევრები.
ფუნქციის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანებს ავთენტური მომენტების მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაზიარებაში დაეხმაროს, რაც ასევე BeReal-ის იდეაა.
იმის გათვალისწინებით, რომ «Roll Call» ჯერ კიდევ შიდა პროტოტიპია, უცნობია, როდის აპირებს Meta ამ ფუნქციის საჯაროდ გაშვებას. როგორც ნებისმიერი სხვა პროტოტიპის შემთხვევაში, მზა პროდუქტი შეიძლება სატესტოსგან განსხვავდებოდეს.
Meta-მ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ BeReal-ის ფუნქციას თავის სხვა პლატფორმებზე, მათ შორის Instagram-ზეც დაამატებს.
BeReal-ის პოპულარობის ზრდამ სოციალური მედიის გიგანტები აიძულა, მას გარკვეულწილად დამსგავსებოდნენ. გასული წლის სექტემბერში, TikTok-მა BeReal-ის კლონი სახელწოდებით TikTok Now გამოუშვა. რამდენიმე თვის შემდეგ, Instagram-მა Candid Stories წარადგინა, რომელიც BeReal-ის კიდევ ერთი კლონია. ორმაგი კამერის ფუნქცია Snapchat-მაც დაამატა.
გასულ წელს, სოციალური მედიის პლატფრომები ძირითადად ერთმანეთის დაკოპირებითა და მიბაძვით გამოირჩეოდნენ. რაღაც მომენტში, აპლიკაციები ერთნაირი ფუნქციებით გადაიტვირთება, ეს მომხმარებლებს დისკომფორტს აუცილებლად შეუქმნის.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.