ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის BeReal, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება

ფრანგული სოციალური ქსელი BeReal 2019 წელს GoPro-ს ყოფილი თანამშრომლების,  ალექსის ბარიატისა კევინ პერეუს მიერ შეიქმნა  და ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს. აპლიკაციის შემქმნელები BeReal-ს «ფოტოების გაზიარების ყველაზე მარტივ აპლიკაციას» უწოდებენ.

კომენტარის დატოვება
რა არის BeReal, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება

ფრანგული სოციალური ქსელი BeReal 2019 წელს GoPro-ს ყოფილი თანამშრომლების,  ალექსის ბარიატისა კევინ პერეუს მიერ შეიქმნა  და ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს. აპლიკაციის შემქმნელები BeReal-ს «ფოტოების გაზიარების ყველაზე მარტივ აპლიკაციას» უწოდებენ.

BeReal-ის მუშაობის პრინციპი მარტივია. ყოველ დღე, შემთხვევითობით შერჩეულ დროს, აპლიკაცია უგზავნის მომხმარებლებს შეტყობინებას და აძლევს მათ ორ წუთს ფოტოს გადასაღებად. მომხმარებელი ერთდროულად იყენებს მობილურის წინა და უკანა კამერას, რათა აჩვენოს საკუთარი თავი და გარშემო მიმდინარე მოვლენები.

აპლიკაციაში შესაძლებელია განსაზღვრული 2 წუთის შემდეგ გადაღებაც, თუმცა სანამ თავად არ განათავსებთ BeReal-ს, თქვენი მეგობრების პოსტებს ვერ ნახავთ. ასევე, გვიან გადაღებული პოსტის შემთხვევაში, თქვენი მეგობრები ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებენ. 

ძირითადი იდეა ისაა, რომ თქვენ აზიარებთ თქვენი რეალური ცხოვრების პატარა ნაწილს.

BeReal-მა განსაკუთრებული პოპულარობა Gen Z თაობაში მოიპოვა. მომხმარებელი აპლიკაციას ონლაინ დღიურსაც უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში მხოლოდ მიმდინარე დღის პოსტების ნახვა შეგიძლიათ, რაც ამცირებს სოციალურ ქსელზე დახარჯული დროის რაოდენობას.

აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ნახონ საკუთარი მეგობრების ყოველდღიური ცხოვრება ფილტრებისა და შენიღბვის გარეშე.

მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები ზუსტ დროს ვერ, ან არ იღებენ BeReal-ს და შესაბამისად, აპლიკაციის 100%-იანი ნამდვილობაც ეჭვქვეშ დგება. მიუხედავად ამისა, ის მაინც ყველაზე ცხადად გვაჩვენებს ადამიანების რეალურ ცხოვრებას.

BeReal-ზე არ არის რეკლამები, არ გროვდება მონაცემები

შესაძლოა, BeReal 100%-ით რეალური არ იყოს, თუმცა ფაქტია, რომ ის სრულიად თავისუფალია რეკლამებისგან. აპლიკაციის მოხმარების წესები უკრძალავს მომხმარებელს აპლიკაციის სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას. ასევე, აკრძალულია სხვათა პირადი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება მათი თანხმობის გარეშე.

Financial Times-მა განაცხადა, რომ BeReal ფიქრობს გამოწერებისა და ფასიანი ფუნქციების დამატებზე, ნაცვლად იმისა, რომ აპლიკაცია რეკლამებით აავსოს.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, BeReal 53 მილიონჯერ ჩამოწერეს. აპლიკაციას ყოველდღიურად 10 მილიონი მომხმარებელი იყენებს.

TechCruch-ის თქმით, სტარტაპის ღირებულებამ 2022 წლის განმავლობაში $60 მილიონ დოლარს მიაღწია.

BeReal-ის აპლიკაციის გადმოწერის რიცხვი ერთი წლის განმავლობაში 315%-ით გაიზარდა.

BeReal და სიტყვის თავისუფლება

BeReal-ზე სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შესაძლოა, ნეგატიური კონტენტის რიცხვის ზრდამ გამოიწვიოს. წაიშლება ისეთი პოსტები, რომელიც შეიცავს უხამს, პორნოგრაფიულ, ძალადობრივ და სხვა ტიპის სახიფათო მასალებს.

მიუხედავად იმისა, რომ BeReal ინარჩუნებს უფლებას, რომ წაშალოს ან დროებით აკრძალოს წვდომა აპლიკაციით გათვალისწინებული ნორმების დამრღვევ მასალასთან,  არ არის ცნობილი მიიღებენ თუ არა გაფრთხილებას მომხმარებლები მანამ, სანამ მასალა წაიშლება.

მსგავსმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, პრობლემებიც შექმნას. მაგალითად, თუ BeReal-ის მომხმარებელი დადებს პოსტს, სადაც ჩანს პოლიციელი, რომელიც ძალის გადამეტებით მოქმედებს, აპლიკაციამ შეიძლება კადრი წაშალოს ასახული ძალადობრივი ქმედების საფუძველზე. ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. 

საჭიროა კონცენტრირება იმაზე, თუ რა ტიპის მასალას წაშლის BeReal თავისი პლატფორმიდან.

ამ ეტაპისთვის, BeReal უბრალო, ყოველდღიური ფოტოების გალერეაა, შესაბამისად, აზრის თავისუფლების შეზღუდვის ალბათობის საფრთხე ჯერჯერობით არ ჩანს.

თუმცა, თუ კი აპლიკაცია ზრდას გააგრძელებს, საფრთხეს რეალური სახე მიეცემა.



ასევე წაიკითხეთ
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძე და მისი Facebook ჯგუფი ციფრული მარკეტინგის გაჯანსაღებისთვის
ალექსანდრე ჩომახიძის ციფრული მარკეტინგის ფეისბუქ ჯგუფი 10 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. მათი უმეტესობა სწორედ ციფრული მარკეტერია, ისევე, როგორც ალექსანდრე. ისინი სვამენ კითხვებს, აზიარებენ თავიანთ ცოდნას ან პრობლემებს და სხვებს მათ გადაჭრაში ეხმარებიან. ალექსანდრე, რომელმაც თავი პროფესიონალებს მოუყარა, ამბობს, რომ მიზანი ამ სფეროში არსებული არასწორი მიდგომების გამოსწორება იყო.  dev.ge-მ მას საქართველოს დიჯითალ საზოგადოებაში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ ჰკითხა. 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
კვლევა: Facebook-ის ალგორითმები პოლიტიკურ პოლარიზაციას არ იწვევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.