ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-მ გახსნა​ Quest-ის ოპერაციულ სისტემა მესამე მხარის მოწყობილობების შემქმნელებისთვის

Meta Platforms-მა Quest-ის ოპერაციული სისტემა მესამე მხარის მოწყობილობებისთვის ხელმისაწვდომი გახადა, მათ შორის, Microsoft -სთვისაც. Meta-ს განცხადებით, ის მუშაობს თავისი ტექნოლოგიების განვითარებაზე ვირტუალური და შერეული რეალობის ინდუსტრიაში. 

კომენტარის დატოვება

ეს ნაბიჯი პარტნიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, შექმნან თავიანთი ყურსასმენები Meta Horizon OS-ის — განახლებული ოპერაციული სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ჟესტების ამოცნობა, ვითარების და სივრცითი აღქმა მასზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. 

Meta-მ განაცხადა, რომ მისი პარტნიორები, Asus და Lenovo გამოიყენებენ ოპერაციულ სისტემას კონკრეტული საქმიანობისთვის მორგებული მოწყობილობების შესაქმნელად.

გარდა ამისა, Meta გეგმავს, გამოუშვას Quest-ის ლიმიტირებული ვერსია, რომელიც შთაგონებულია Microsoft-ის Xbox სათამაშო კონსოლით. 

დასავლური მედიების შეფასებით, ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის მიზანს, დომინირებდეს გამოთვლით პლატფორმაზე, რომელიც დგას ვირტუალური რეალობის (VR) და შერეული რეალობის (MR) მოწყობილობების მიღმა.

ისევე, როგორც Google გახდა მთავარი მოთამაშე სმარტფონების ბაზარზე თავისი ღია კოდის ოპერაციული სისტემით ანდროიდ ტელეფონებისთვის. 

Meta-ს VR ბიზნესი ამ სტრატეგიით სარგებელს მიიღებს, ვინაიდან მისი Horizon ოპერაციული სისტემა ანდროიდზეა დაფუძნებული. მარკ ზაკერბერგმა სპეციალიზებული ყურსასმენები ინსტაგრამ ვიდეოთი წარადგინა — მან აჩვენა მოწყობილობა ვარჯიშისთვის, მაღალი რეზოლუციის მქონე მოწყობილობა გართობისთვის და კიდევ ერთი — გეიმინგისთვის. 

Meta-მ ასევე განაცადა, რომ ASUS მუშაობს გეიმინგ ჰედსეთზე, ხოლო Lenovo — შერეული რეალობის მოწყობილობაზე პროდუქტიულობისთვის, სწავლისა და გართობისთვის ოპერაციული სისტემა Horizon-ის გამოყენებით. მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ მოწყობილობების ბაზარზე გამოსვლას რამდენიმე წელი დასჭირდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ VR და MR ჰედსეთებს ფართო გამოყენება არ აქვს, Meta მაინც დიდ კონკურენციას აწყდება. 2024 წლის დასაწყისში Apple-მა ბაზარზე Vision Pro გამოუშვა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირტუალური და შერეული რეალობის ჰედსეთებს Google-ის ამუშავებს. 

Meta-ს CTO-მ Google დაადანაშაულა პარტნიორებისთვის სისტემის შემზღუდველი პირობებით შეთავაზებაში, რასაც, მისი თქმით, ეკოსისტემის დანაწევრება შეუძლია. 

„Quest 3 უკეთესია წერტილი — მარკ ზაკერბერგმა Apple Vision Pro გამოსცადა
«Quest 3 უკეთესია, წერტილი» — მარკ ზაკერბერგმა Apple Vision Pro გამოსცადა
თემის მიხედვით
«Quest 3 უკეთესია, წერტილი» — მარკ ზაკერბერგმა Apple Vision Pro გამოსცადა
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
თემის მიხედვით
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე

ასევე წაიკითხეთ
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
Meta-მ დაადასტურა, რომ თავისი LLM-ის შემდეგ თაობას, Llama 3-ს მომდევნო თვეში გამოუშვებს
Meta-მ დაადასტურა, რომ თავისი LLM-ის შემდეგ თაობას, Llama 3-ს მომდევნო თვეში გამოუშვებს
Meta-მ დაადასტურა, რომ თავისი LLM-ის შემდეგ თაობას, Llama 3-ს მომდევნო თვეში გამოუშვებს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.