ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
10 აპრილი 2024, 14:36
2024-04-10
Meta-მ დაადასტურა, რომ თავისი LLM-ის შემდეგ თაობას, Llama 3-ს მომდევნო თვეში გამოუშვებს
9აპრილს ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე Meta-მ დაადასტურა, რომ შემდეგ თვეში Llama 3-ის — მისი დიდი ენობრივი მოდელის შემდეგი თაობის გამოშვებას აპირებს, რომელიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებისთვის გამოიყენება.
«მომდევნო თვეში, შესაძლოა უფრო ადრეც, ვიმედოვნებთ, რომ ახალი თაობის მოდელის, Llama 3-ის გამოშვებას დავიწყებთ». — თქვა Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა. «ამ წლის განმავლობაში მრავალი განსხვავებული მოდელი სხვადასხვა შესაძლებლობებითა და განსხვავებული მრავალფეროვნებით იქნება».
Meta ცდილობს OpenAI-ს დაეწიოს, რომელმაც ის და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად Google, ერთი წლის წინ ჩათბოტის, ChatGPT-ის გამოშვებით გააოცა.
Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მიმართ დიდწილად ფრთხილი მიდგომა გამოიჩინა, მაგრამ ეს საზოგადოებას არ მოეწონა — Llama-ს წინა ვერსიები გააკრიტიკეს, რადგან ისინი ძალიან შეზღუდული იყო. (Llama 2 საჯაროდ 2023 წლის ივლისში გამოვიდა. Llama-ს პირველი ვერსია საზოგადოებისთვის არ გამოქვეყნებულა).
Llama 3-ს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე მისი წინამორბედები, მოსალოდნელია, რომ არა მხოლოდ კითხვებზე უფრო ზუსტად პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება, არამედ კითხვების უფრო ფართო სპექტრიც, რომელიც შეიძლება შედარებით საკამათო თემებსაც შეიცავდეს. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს მომხმარებლების ყურადღებას მიიპყრობს.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
გენერაციული AI-ის 4 ტიპი, რომელიც ჩვენს სამყაროს გარდაქმნის
ტერმინი «გენერაციული AI» ხელოვნური ინტელექტის შედარებით ახალ სფეროს ეხება, რომელსაც ადამიანის მსგავსი შინაარსის შექმნა შეუძლია — სურათებიდან და ვიდეოებიდან დაწყებული, პოეზიითა და კომპიუტერული კოდებით დამთავრებული.